ერთ-ერთი პირველი მოგზაურობა და სტუმრობა მეუფე ესაიასთან

ახლა კარგი მოხუცივით გიამბობთ...

ეს ფოტო გადაღებულია 2007 წლის 4 თებერვალს, არც მეტი არც ნაკლები, მაშინ ყველაზე პოპულარული და "მაგარი" ტელეფონით (სამ მეგაფიქსელიანი კამერით) Nokia N73.

2006 წელს, სვეტიცხოვლის დიდ გუნდს რამდენიმე ახალბედა მგალობელიც შეემატა, თინეიჯერს რომ ეძახიან დღეს იმ ასაკის და მეც მათ შორის გახლდით. ჰოდა, მეუფე ისაისთან ჩვენმა გულთილმა ურთიერთობამ, მამა ისააკის ტკბილმა მოძღვრობამ ერთხელაც თავი ნიქოზში ამოგვაყოფინა. 

არ ვიცი, ახლა რომ ვიხსენებ შეიძლება ეს მეორე მოგზაურობაა ნიქოზში, პირველად მგონი რაჟდენობას ვიყავით (იქ უფრო ბევრი მოსაგონარია)... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. 

ჰოდა, ეს ფოტო მომწონს იმიტომ, რომ აქ ჩვენი გუნდის ყველა თაობა ჩანს: 

ძია გუჯა - სულ პირველი თაობა სვეტიცხოვლის თანამედროვე გუნდში და ერთ-ერთი პირველი ძველი მგალობლებიდან; ზურა და ილია - ჩვენი წინა თაობიდან; მიშა ძია, რომელმა საერთო საფუძველი ჩაუყარა სვეტიცხოვლის იმ გუნდს, რომელსაც იცნობთ და თეიმურაზი, ასევე ამ თეობიდან.

ქვემოთ კი ნიკუშა და მე, სვეტიცხოვლის პატარა თაობის წარმომადგენლები.

ნახვა: 250

ino: ნოემბერი 10, 2013||10:25am

tsira: ნოემბერი 10, 2013||3:03pm

:)

ლაშა: ნოემბერი 10, 2013||3:19pm

Tsira და maspi რა მრავლისმთქმელი კომენტარებია :D 

ლაშა: ნოემბერი 10, 2013||4:54pm

ეეე ძმაო, 2007 წელს იცი რა აპარატი იყო ნოკია N73??? :O რა აქვს მაგათი დასაწუნი? :D 

ino: ნოემბერი 10, 2013||7:04pm

ჰმ.. kakha ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობ შენ :P )))
2007..არც გიცნობდით მაშინ ))

ლაშა: ნოემბერი 11, 2013||12:47am

Kakha ჩემს ოლიმპუსს ნუ აუგსიტყვაობ :P :D 

tsira: ნოემბერი 11, 2013||12:52am

არ მინდოდა მეთქვა :) საცოდავი ბავშვის მზერა გაქვს :) ლამის ატირდები.

ლაშა: ნოემბერი 11, 2013||12:57am

Tsira ყინავს :( 

გურამი: ნოემბერი 11, 2013||11:23am

like

ლაშა: ნოემბერი 11, 2013||6:49pm

ჩავინიშნე გურამ :D :D :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters