სამების კიბეები, ხომ ვამბობდი გაუცხოვდება ჩემთვისთქო :( ეჰ, მოგონებებით დახუნძლული წელიწდეულნი...
მაკა, ხშირად ადიხარ ხოლმე?
რატომ გაუცხოვდება?მართლაც,რომ საუკეთესო მოგონებები :)სამწუხაროდ,რაც დავამთავრე სწავლა,მხოლოდ ერთხელ ვიყავი :(
აი, ამიტომ მაკა :) მე საერთოდ არ ვყოფილვარ რაც სწავლა დავამთავრე და ახლა რომ მივალ ტურისტად ვიგრძნობ თავს. ნახე ის დახრილი და ხაზგასმული პოსტი და მიხვდები რაზეც ვსაუბრობ :((
ლაშა ძალიან მომეწონა შენი ჩანაწერი :)მართლაც,რომ საოცარი ოთხი წელი იყო,ათასნაირი მოგონებებით დატვირთული და დაუვიწყარი,მადლობა უფალს ყველაფრისთვის.ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი დამთავრდა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში,ძალიან გულდასაწყვეტია,მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დამთავრებულიყო?ეს ხომ ასეა,არა?ამიტომ გული არ დავიწყვიტოთ,მადლიერნი ვიყოთ ყველაფრისთვის და ვიბრძოლოთ ახალი ეტაპისთვის,რათა იქ უფრო უკეთესად წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი :)რავიცი,მე ასეთი განწყობით ვარ :)))
რა თქმა უნდა ასეა, გატრაგიკულება არც მქონდა იდეაში, უბრალოდ სხვა გულისტკივილი და სხვა აქცენტები მქონდა და მიხარია რომ დაინახე :)
წარმატებებს კი მთელი გულით გისურვებ ♥
კი მივხვდი და კიდევ ერთხელ გეტყვი,რომ ძალიან მომეწონა :)მე ვფიქრობ,რომ ყველამ უნდა ავიღოთ შენგან მაგალითი ამასთან დაკავშირებით :))დიდი მადლობა,მეც გისურვებ დიდ წარმატებებს მომავალ ცხოვრებაში :))
ჰოოო, აი ამ იდეას მეც მივესალმები. გამიხარდება თუ ყველა დაწერთ მცირე "ტკბილმოსაგონარს" ჩვენს სასწავლებელზე :)) თუ ძალიან მცირეა, შეგვიზლია იმ პოსტის კომენტარებშიც დავწეროთ და გავიხსენოთ ვის სად რა გააგვხდენია, მაგრამ მაინც ჯობს ყველამ ინდივიდიუალურად პირად ბლოგში დაწეროს და მერე გავუზიაროთ ერთმანეთს :)) მაკა, დაველოდები შენს ჩანაწერს ♥
კი ძალიან კარგი იქნება,მაგრამ ჩემი არა მგონია,რომ მცირე გამოვიდეს :)თან უცებ ვერ დავწერ :(სხვათაშორის სკოლის პერიოდში ვწერდი ხოლმე,ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს,მაგრამ ახლა ერთიც არ მაქვს შემორჩენილი,რადგან ვხევდი ხოლმე და არვიცი რატომ :)მას შემდეგ აღარ დამიწერია არაფერი,თუმცა დასაწერი ბევრი რამ იყო :)ახლა არვიცი,რამდენად კარგი გამომივა და შევძლებ თუ არა ყველაფრის გახსენებას :)
ამიტომ წინასწარ გთხოვ, როცა წერას დაიწყებ გამოიყენე კომპიუტერი და კლავიატურა რომ შემდეგ მონიტორს ხომ ვერ გადახევ??? :D
დაველოდებით 2-3 დღე, რამდენიც დაგჭირდება და წავიკითხავთ იმდენს, რამდენასაც დაწერ :)) დარწმუნებული ვარ სასიამოვნო საკითხავი იქნება. მითუმეტეს რომ ჩემივე გარემოს ისტორია იქნება, ოღონდ სხვა - ჩვენს გვერდით ვითარდებოდა და ბევრმა არ იცის :)) გამოგივა, აუცილებლად გამოგივა.
ყველაფრის გახსენება არცაა საჭირო, მარტო მნიშვნელოვანებს გაიხსენებ და წერის პროცესში უფრო და უფრო მეტი მოვა :) მართლა გელოდებიიი ♥
კარგი ლაშა,ყველანაირად ვეცდები,რომ რაც შეიძლება მალე დავწერო :)იმედია,კარგი გამომივა,ვნახოთ :)))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია