ეფერებოდა ვაზს და უგალობდა ღმრთისმშობელს... ამით თბებოდა ძია გუჯა... 

უყვარდა გალობა, სიმღერა, მრავალჟამიერი...

♪♫ "... ესროლა ბერმა პაპამა ჰეეეეეე..." ისე მოიღერებდა ყელს - "მრააააააააააააააააავალ ჟამიეეეეეეეეე ეეეერ... " ♪♫♫

ჰო, მრავალჟამიერი განსაკუთრებით უყვარდა! გუშინ, ძია გუჯას მოსახსენიებელ წირვაზეც ვიმღერეთ მრავალჟამიერი... კახური მრავალჟამიერი - სხეულს რომ აგივსებს ემოციით, შეგძრავს და გაგაბედნიერებს, გაგამხიარეულებს, აგამაღლებს... გუშინაც მთელი ემოციით ვმღეროდით, მთელი გული და ჯიგარი შიგნით იყო, მაგრამ არც სიხარული, არც აღტაცება, არც ჟინი და არც მხიარულება არ მოჰყოლია... ტკივილი იგრძნობოდა, ხმებს ბზარი შეჰპარვოდა... ბგერები ცივი, შეძრული...

უკანასკნელ განსასვენებელთან ბინდისფერიაც ვიმღერეთ... ძალიან უყვარდა ძია გუჯას ბინდისფერია... თვითონვე მღეროდა და სხვისი ნამღერითაც ხარობდა ხოლმე... ვიმღერეთ? არა, პირადად მე ოოო_საც ვერ ვამბობდი... ვსლუკუნებდით... ვქვითნებდით... ბგერებს ცრემლები მოჰყვებოდა... სიტყვები ყელში გვეჩხირებოდა... იქ, სწორედ იქ და იმ წუთას გრძნობდი რომ ეს სიმღერა ნამდვილად უნდა თქმულიყო... იქ და იმ დროს როცა ითქვა, როცა დაიმღერა... ტირილიც კი ვერ გამოთქვამდა იმას, სიტყვებიც ვერ წარმოაჩენდა იმ გრძნობას რაც იმ სიმღერაში ისმოდა... რაც იმ მოფერებაში იხილვებოდა, იგრძნობოდა, განიცდებოდა... 

ვერ იტანდა ზამთარს... თოვლს... ჭყაპს... ძია გუჯა - ჩემი ძმაკაცი... 

გუშინ თბილი და მზიანი დღე იყო - მარადიულ სითბოსა და ნათელთან მიახლების დღე!

ნახვა: 161

qeti: ოქტომბერი 31, 2013||9:30pm

rogor mtkiva guli :(

ლაშა: ოქტომბერი 31, 2013||11:03pm

qeti აბა მე რა მეთქმის... თქვენ მთელს მის ცხოვრებას იცნობთ, თქვენთან ძალიან ბევრი აკავშირებს... დიდი დრო... მაგრამ მეც ვგძნობ იმ ტკივილის ალბათ მცირე ნაწილს რაც თქვენს გულებშია... 

qeti: ნოემბერი 1, 2013||11:25pm

 ლაშა  რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ძალიან ცოტაა მასტან გატარებული დრო და როგორი ძნელია რომ ეხლა ვხვდები ამას, როცა გვერდზე გყავს ამას ესე ვერ ამჩნევ.... მენატრება და ძალიან დიდი სიცარიელეა სახლში უმაგისოდ....  

ილია ოსეფაშვილი: ნოემბერი 2, 2013||10:06pm

martlac rom sicarielea, dzalian dagvaklda misi iumori,misi darigeba da siyvarulii,ukve dzalian ,dzalin menatreba"batoni shalva"me xom ase vedzaxdi...ra dznelia masze carsulshi laparaki,dzalian mimdzims imis dajereba rom is agar aris :(

ლაშა: ნოემბერი 2, 2013||10:10pm

Ilia ყველაფერთან ერთად იცი რაზე მწყდება გული? ადრე ძია გუჯას თხოვნებს ვუსრულებდი, ბოლოს ხანებში კი აღარ :( სულ ბოლოს მთხოვა მასწავლე კომპიუტერის ჩართვაო, საბამ ჩეზე კარგად იცისო :( "აბა დამაცადეს" ვერ რთავდა და მე კიდე სულ მავიწყდებოდა მისვლა... ჯგუფელების შეკრების ვიდეოზეც დიდხანს ვაწვალე, სულ მავიწყდებოდა და გვიან მიმქონდა... ჰოდა მსაყვედურობდა თავისებურად - მოკლედ, შენც გაფუჭდიო... არადა ძმაკაცები არ ფუჭდებიან ხომ ასეა? :( ჰოდა ეს რომ მახსენდება უფრო მტკივა გული... 

ლაშა: ოქტომბერი 26, 2014||4:16pm

1 წელი გავიდა. და ამ 1 წლის განმავლობაში რამდენჯერ მოვიგონეთ, რამდენჯერ ვიგალობეთ მისთვის, რამდენჯერ გაგვახალისა და დაგვამწუხრა, გაგვაღიმა და აგვატირა. დიდებული ადამიანები დიდებულ კვალს ტოვებენ...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Qwelly World

free counters