არა, მთვარე ზამბახი არ არის.
მთვარე მთვარეა... ცუდი ან კარგი მთვარე არ არსებობს, ის ისეთია როგორიც არის.
ეჰ, პანჩოს რა ვუთხარი თორემ ხომ არ გადავიღებდი ამ ფოტოს და არ დავიწყებდი ამ ბოდიალს? მაგრამ რაც სახლში მოვედი მას მერე ჩამჩხავის - ცაში ახედეო. აჰა, მეც ავხედე და დავინახე მთვარე.
ეეე რამოდენა მთვარე ამოსულა... არადა დიდი არ არის, პატარაა და ღრუბლებს ისე უსხლტება ხელიდან თითქოს უნდა უფრო მეტად გაანათოს, უფრო მეტი დაინახოსო ქვეყნიერების ავან-ჩავანიო... რამდენ ჩემნაირს უყურებს ახლა ზემოდან და დასცინის - ვაი შენს ჭკუას მეტი საქმე რომ არ გაქვს ფოტოებს მიღებ და ტექსტებს მიძღვნიო...
ალბათ უხსოვარ დროში რომ დავბადებულიყავი მეც მთვარის ღმერთს ვეთაყვანებოდი. მეტწილად საზარელია, ცივი, უგულო... განსაკუთრებით ახლა, გვიანი შემოდგომის მიწურულს...
ოხ როგორი ცივი ხარ, ტკივილით გაყინულ გულს რომ ვეღარ გაათბობ!
გზები მაინც გამინათოს, მაგრამ არა - არ უნდა და არ მინათებს...
ეჰ, რა ვქნა რომ მე მაინც მინდა ხელი ჩაგკიდო და გითხრა - წამო მთვარე და ვიაროთ...
თუმცა მე რა მესაქმება თქვენს შორის, როცა მხოლოდ თქვენ ორნი ხართ ქვეყანაზე...
მოკლედ, ძალიან შემაციე, დამაფიქრე, დამასევდიანე და ამატირე...
მაინც ყველაფერი პანჩოს ბრალია... 100 წლის შემდეგ რა იქნება ნეტავ რა იცის?!
წავალ ახლა და მერე გუგუნიც მოვიტანო იქნებ...
ცუდი ბიჭი ვარ, მოუსვენარი - მე სიყვარულის გიჟი ვარ!
ტეგები: QwellyGraphy, მთვარე, სევდა, სიცივე
ალბომი: ქველიგრაფია (სხვადასხვა) • Qwellygraphy (other)
ადგილი: მცხეთა
მთვარე თითქოს ზამბახიაო... მთაწმინდაზე ყვებოდნეენ და დასცინოდნეენ :D :D :)
თუ სასაცილო იყო აბა რას იზამდნენ? :D
არადა მართლა სასაცილო იყოო :D :D
ვისიამოვნე ნამდვილად ამ ყოველივეს წაკითხვით !!
ბახუსში ვხატავ ღამეებს,
ბევრჯერ ფიქრებში ნათენებს,
სიზმრების ფერად კონაში,
მთვარის მოპარულ კოცნაში...
აუ რა მთვრალი და ვარ ა.შ. :D
კარგი ჩანაწერია ლაშარიკ, მთვარემ აშკარად შთაგაგონა :)
ანუ ლელა წურწუმიას სიმღერა რომ ჩავურთე ვერ გაიხსენეთ ვერავინ ხო? :D :D :D :D
მადლობა maრიkuna და nino usenashvili :)
ლელას სიმღერა "ალალმე"-შია მთვარე ნახსენები ეგ ვიცი :დდ
თუ ის მთვარე ისეთი ცივიაა... :დდ
ნინო, ალალმე არ ვიცი მაგრამ მეორე ცდაზე ნამდვილად მიზანში მოახვედრე :D
ლამაზი სურათი და ლამაზი ჩანახატია :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია