Mariam wiklauri'ს ბლოგი (13)

მარტოობა ( ჩოხელი )

 - რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი."


დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 4, 2017 წელი. 7:59pm — არ არის კომენტარები
_______________

დაინახო და გაგიხარდეს

რომ დაინახო და გაგიხარდეს,
რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს.

რაღაცა მაინც უნდა გჯეროდეს -
ნაძალადევად რომ არ მღეროდე.

ტყუილუბრალოდ რომ არ იღწვოდე -
რაღაცა მაინც უნდა იცოდე,

რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს -
რომ არ დანებდე მტერს არასოდეს.

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2015 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სევდა...

"წავა ბავშვობა...
როგორც "იყო და არა იყო რა"...
და მე უბრალოდ სულ უბრალოდ გავუყვები ბავშვობის ბილიკს,
ჩემი წარსულის ნატერფალზე ამოსულ იებს,
სამახსოვრო წიგნში ჩავაწყობ..." ლ.ოჩიაური

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2014 წელი. 4:30pm — 1 კომენტარი
________________

მსოფლიოს


"...არსობდეთ იმდენად უბრალო არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ."
ბ. კოლხიტაშვილი

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2013 წელი. 12:02am — არ არის კომენტარები
_______________

Sinopticum

"ცაა ისეთი თითქოს ამინდს 
შენს სულს სწირავდნენ
და შემოდგომის ბოლო დღეებს 
აკლდებათ სითბო,
რჩები მარტო და გრჩება განცდა 
რომ სიკვდილამდე -
მოკლულხარ თითქოს... " 

როი

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 22, 2013 წელი. 12:00am — 4 კომენტარი
________________

ქალის სიმთვრალე

კაცის სიმთვრალე რა არის

ქალ თუა გადაკრულია

ფხიზელ ხომ გიშლის ნერვებსა

მთვრალიც ყოფილა კრულია

ერთხან მოვიდა შასმული

პირ-თორპილ გაბადრულია

მოვიდა, ვიჯე:- "რას ზიხარ?"_მახეთქა საყვედურია

"ადე პურ-მარილ გაშალე,

შენთან დალევა მწყურია!!"

ჯერ კი შავხენე, მემრ მივხვდი

ჭკვა აღარ ჰქონდა სრულია

ცოტა ხანს დაჯდა, ვიფიქრე,

-ეხლა კი გავაცურია..

წამაიარა დაჰკივლა

ხმა ჰკონდა ვაჟკაცურია

ფეჩს წიხლ ამაჰკრა,…

გაგრძელება

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2013 წელი. 9:00pm — 4 კომენტარი
________________

გოდერძი

- შეყვარებული მართლა არა ხარ?

- არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია.

- როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია.

- შენ შეყვარებული ხარ?

-ვიყავი.

-მერე?

-გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა _ მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან…

გაგრძელება

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2013 წელი. 1:01am — 1 კომენტარი
________________

შ. ნიშნიანიძე

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, 
ერთი ოთახის ამარა დავრჩით. 
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, 
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი. 

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2013 წელი. 1:30am — 2 კომენტარი
________________

დედი...

ასე მეჩვენება, ისევ ბავშვი ვარო –

როცა მეფერები, დედი.

ასე მეჩვენება არსად მივდივარო,

როცა აღარაფერს მეუბნები.



ხშირად გაგიწყრები: რად გამაჩინეო,

რატომ არ მწყალობსო ბედი?

ან რა დღე იყოო, ან რა…

გაგრძელება

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: მარტი 13, 2013 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ცოლ - ქმრობა

ცოლ-ქმრობა დიდი ნუგეშის შემცველია, მაგრამ მისი თანამდევია მღელვარება და წუხილი, ზოგჯერ საკმაოდ ღრმაც. ამისთვის მზად უნდა იყოთ, რომ როდესაც რაიმე მსგავსი გეწვევათ, თქვენთვის ეს მოულოდნელი არ აღმოჩნდეს. ახლა თქვენ ორნი ხართ და სიხარულიც უფრო ძლიერია, რადგან ორივეს სიხარული ერთიანდება, და მწუხარების გადატანაც – ადვილი, რადგან სანახევროდ იყოფა. ღმერთი შეგეწიოთ, რომ არაფერი გაგეყოთ ერთმანეთში და ყველაფერი საერთო გქონოდეთ – გულიც ერთი, გზაც ერთი... 



წმიდა…

გაგრძელება

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2013 წელი. 1:30am — არ არის კომენტარები
_______________

ტიპი ჯვარს იწერსსიძე ეკითხება მღვდელს:-რამდენი გადავიხადო?-რამდენიც ეს პატარძალი ღირს იმდენი გადაიხადე. -პასუხობს მღვდელი.სიძე ჯიბიდან რკინის ლარიანს ამოიღებს და მამაოს ხელში ჩაუდებს.მამაო გაოცებული …

ტიპი ჯვარს იწერს
სიძე ეკითხება მღვდელს:
-რამდენი გადავიხადო?
-რამდენიც ეს პატარძალი ღირს იმდენი გადაიხადე. -პასუხობს მღვდელი.
სიძე ჯიბიდან რკინის ლარიანს ამოიღებს და მამაოს ხელში ჩაუდებს.
მამაო გაოცებული შეხედავს სიძეს. მივა პატარძალს ფატას აუწევს და სახეზე შეხედავს, მერე ჯიბეში ხელს ჩაიყობს და სიძეს 50 თეთრ ხურდას დაუბრუნებს

გაგრძელება

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2013 წელი. 11:45pm — 2 კომენტარი
________________

gabriel jabushanuri

მე _ უშენოდ



ვით წეღანდელი ექოს ნაფლეთი, _

ჩვენი ტრფიალიც წამი - წამ მიწყდა.

მე შენი თმები საფლავს დავფლე და 

თავად კი თმებზე ვაბიჯებ მიწას.

თავად კი თმები ქარში დავკარგე

და საფეთქლებთან აქა - იქ ფიფქი

შემომრჩა ოდენ, _

წელთა ავ - კარგის

როგორც ურიგოდ ნათესი იფქლი.

მწამს, ახალ თაველს ვერც…

გაგრძელება

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2013 წელი. 12:43am — 1 კომენტარი
________________

შობის მარხვა

მერამდენე შობის მარხვა გაილია

მოლოდინში ლოცვებში და ფიქრებში,

ვნების თასი სიყვარულით დაილია

და ბეთლემი მათენდება ფიქრებში,

არ ვმარხულობ მონანული მამებივით

ღამისთევა არ მტკივდება მუხლებში,

გელი თოვლში იმ გერგეტის სამებივით,

გეხიდები გოლგოთისკენ - უღელში

არ ვარ ჯვარზე გაწირული ავაზაკი,

არც პილატეს დაბანილი ხელები

ცოტა ხანში მოლოდინიც გავა რაკი,

შენს ნაფეხურს რწმენით შემოვევლები,

არც მოწყალე სამარიტელს…

გაგრძელება

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2013 წელი. 6:00pm — 2 კომენტარი
________________

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters