"ნუ გეშინია დედა" - ნ.დუმბაძე

– თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ? – ვკითხე უცებ გელას.

     გელა ჯერ დაიბნა, სავარძელსი აჭრიალდა, მერე დაფიქრდა და დინჯად დაიწყო.

– მე უნაკლო სამშობლო მიყვარს. ყოველშემთხვევაში, მინდა უნაკლო რომ იყოს. ყველაფერს კარგს მივესალმები და ყველაფერი ცუდი მეზიზღება.

– გეზეზღებათ? – ვკითხე მე.

– ძალიან!

– მერე სად უშვებთ ამ ცუდს?

– ყოველ შემთხვევაში, გურამივით (გურამმა კრითიკული სტატია გამოაქვეყნა სამშობლოს მდგომარეობაზე) ჭუჭყიანი საცვალი არ გამომიფენია ეზოში საქვეყნოდ გასაშრობად და არ ვყვირი, რაც ცუდი ხდება, ჩვენი ბრალიაო. ჩემი რა ბრალია, თუ ვიღაც მორფ იკეთებს და კაცს კლავს, ყველამ თავის თავს მოუაროს.

– ჭუჭყიან საცვალს თუ გარეცხავ, მერე რა უჭირს, თუ გამოფენ!

– მე მრეცხავი არა ვარ, პოეტი ვარ! – თქვა გელამ და ახალ სიგარეტს მოუკიდა.

– ჯობია მრეცხავი იყო! – ვუთხარი მე და კონიაკი გადავყლაპე.

...........................................................................................................

– მაინც რაო, თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ? (ეკითხება გელა ჯაყელს).

– ყველანაირი!

– მაინც? მაინც?! – არ მოეშვა გელა.

– ყველანაირი, ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური... ყველანაირი...

– რატომ ასე ჯაყო? – მკითხა უცებ გაკვირვებულმა დადუნამ.

– იმიტომ რომ სამშობლო, კონსტანტინე სიმონოვის თქმის არ იყოს, ხაჭაპური არ არის. მარტო ყველი რო გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რიმ ამოარჩიო შიგ და დანაჩენი გადაყარო. სამშობლო ყველანაირად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ნაცრიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველიანად და ქიშმიშიანად. ავადმყოფი რომელიც უმალავს ექიმს ავადმყოფობას კვდება!

ნახვა: 1664

ტეგები: Qwellyland, დედა, დუმბაძე, ნოდარ_დუმბაძე, სამშობლო

ლაშა: აგვისტო 30, 2013||12:36am

მე მაგ გოგოს სულ წყობიდან გამოვყავარ, გარდა იმ მომენტებისა როცა მისი მშვენიერების აღწერითაა დუმბაძე დაკავებული :D :D :D 

რუსუდან ქსნისპირელი: აგვისტო 30, 2013||12:42am

მარიამ! ჩემთვის შუაში კი არა თავში იყო როცა "ნუ გეშინია დედა" - ნ.დუმბაძე და ,,იყიდება საქართველო" ნიკო ლორთქიფანიძის შედარება გავკეთე......

mariami: აგვისტო 30, 2013||1:17pm

LsHისა  :))))

mariami: აგვისტო 30, 2013||1:19pm

ruska morbedadze! თავად  გეწერა ასე"რატომღაც ეხლა გამახსენდა და საერთოდ შეიძლება არაფერ შუაში იყოს ერთმანეთთან ნიკო ლორთქიფანიძის ,,იყიდება საქართველო" და შენ ბოლო კომენტარს საერთოდ ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა ან რატო მეუბნები მაგას ან მარიამს ბრძანების ნიშანი რატომ მოაყოლე:)))))))))

თათია: ნოემბერი 12, 2015||11:59pm

ალბათ იმიტომაც იყიდება, რომ არ გვიყვარს ისეთი, როგორიც არის... 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters