მიგრაციის რამდენიმე სახე არსებობს, როდესაც მიგრაცია ხდება ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან სოფელში, სოფლიან ქალაქში, როცა ეს მიგრაცია არის იძულებითი ან როდესაც ეს მიგრაცია არის ჩვენი სურვილ-საჭიროებებიდან გამომდინარე.

      ქართულ რეალობში განსაკუთრებით ხშირია მიგრაცია სოფლიდან ქალაქში, ან უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი - მიგრაცია მთელი საქართვლოდან, თბილისში.

megapolisi, qalaqi, sacobi, karfuri, კარფური, ქველი, ბლოგი, Qwelly, მეგაპოლისი, მიგრაცია, ქალაქი, სოფელი

      წინასაახალწლოდ ეს ყოველივე განსაკუთრებულ აუტანლობას ქმნის, ჩვენთვის, ჩამოსულთათვის. აბა წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება (მართალია, ყვავის ასაკის არ ვარ, მაგრამ ეს სიტყვები მაინც განსაკუთრებულს ხდის სათქმელს) დავდივარ სოფლიდან ქალაქში, დილით ჩასვლა - საღამოს ჩამოსვლა, მაგრამ მთელს ამ მარშრუტში იშვიათია სადმე საცობი შეგხვდეს. რა უნდა საცობს აღმაშენებლის ხეივანზე? და დიდუბეში კი მეტრო. ასე და ამგვარად, ჩემს მსგავსად სოფლის სხვ მოსახლეობა რჩებოდა ქალაქური, მეგაპოლისური ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი შემდგენელი ნაწილის გააზრების და განცდის გარეშე - ჩვენთვის საცობი მხოლოდ უცხოურ ფილმებში ნანახი რეალობა იყო, არადა ჯონი ქეიჯი ამბობდა - საცობში სიგნალების ხმაც ისეთივე ღირებული მუსიკაა, როგორც ბეთხოვენის სიმფონიებიო (ზუსტად ეგ არ უთქვამს, მაგრამ ხომ შეეძლო ეთქვა?).

      ასე და ამგვარად, ჩვენ აგვიშენეს უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი. ნუ, გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის არავის აუშენებია ის, საკუთარი ბიზნესისთვის ააშენა მფლობელმა, მაგრამ მცხეთის გზაზე ხომ აშენდა? და მცხეთაში სხვა გზა არ მოდის! ამ სავაჭრო ცენტრმა კი, მოახერხა და ოთხზოლიანი მოძრაობა ისე შეაფერხა, რომ კილომეტრიანი საცობი შექმნა. და ახლა, ვიშ მეგობრებო, ჩვენ უკვე ქალაქური ცხოვრების ეს ნეტარებაც გათავისებული გვაქვს.

      ახლა დარჩა მენტალობა! მენტალობა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას მოვითმინოთ საცობში დგომა; სასწრაფო დახმარების მანქანა, რომ ყვირის "გამიშვითო" და შენს წინ გზას უთმობენ, შენ კი არ უნდა გაიქცე იმ გზადათმობილზე, არამედ უნდა გაატარო სასწრაფო (და ჯანდაბას, მერე უკან გაყევი იგივე სისწრაფით, რა პრობლემაა); ვიდგეთ საცობში და წინა მანქანას არ ვუსიგნალოთ და ა.შ. ამასაც დრო მოიტანას, მანამდე 1 დღისთვის დახარჯული წლის დანაზოგები შეგვიძლია ვჭამოთ და ერთმანეთს ნაჭამ-ნასვამი ახალი წელი მივულოცოთ და მერე მოვინელოთ ნერვიულობით და თავში ხელის რტყმით (ჩვენთან დანაზოგი პირიქითაა, ჯერ ფული გაქვს და მერე ზოგავ! ასეთი დანაზოგი გავრცელებულია ტერმინით "ბანკში კრედიტი").

P.S. ისწავლეთ ტრანსპორტში ძილი, ნელ-ნელა დაინახავთ მის უპირატესობას ფხიზელ გონებასთან შედარებით!

P.P.S. წელს ტრადიციებზე უარი უნდა ვთქვათ, ქათამი, ინდაური და სხვა მონათესავე ფრინველები სუფრასთან არ შეიძლება. მეტიც - თევზი, რომელიც დაფრინავს (და ასეთი არსებობს), არ ჩააწყოთ ბაჟეში (მაიონეზის წვენშიც ნუ ჩააწყობთ)

ნახვა: 892

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მეგაპოლისი, მიგრაცია, სოფელი, ქალაქი, ქველი

თათია: დეკემბერი 30, 2016||8:35pm

აი, ამიტომ აქვთ მძღოლებს დაწყვეტაზე ნერვები! :D 

ლაშა: დეკემბერი 30, 2016||8:46pm

ამიტომ უსმენენ უდარდელა სიმღერებს? ჩვენ გვებრძვიან ეგენიც ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters