იმის მიუხედავად, რომ დილიდან მეტრო ვარკეთილი ძველებურად ამუშავდა, მთავარი თემა მაინც მის ჩამონგრევა და ჩამოშლა იყო. საგულისხმოა, რომ ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა. დღეს კიდევ ყურმოკვრით ისმოდა ამბები საპენსიო რეფორმაზე, ენის საკითხზე, ახალი საკონტროლო ორგანოს შექმნაზე მერიაში, ტრამპიც გამოდიოდა სიტყვით და სააკაშვილის ძებნილობასაც ნელ-ნელა სამართლებრივი ფორმები მიეცა.
მეტროს ინციდენტი - დავით ნარმანია - გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩემს თავზეც ვიღებ - დანარჩენი დაველოდოთ გამოძიებას. ალეკო ელისაშვილი - გამოვიდა და ვიღაცებს აბრალებს ეს გარეწარი და უტიფარი ნარმანია. კახა კალაძე - კონკრეტულ მითითებას ვერავიზე გავცემ, დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა გეტყვით, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. კახა კალაძე - საკუთარი მამა და შვილებიც რომ იყვნენ დამნაშავეები, კანონის წინაშე პასუხს აგებენ. კახა კალაძე - როდესაც მაღალი ჯარიმები დაეკისრება, ინვესტორის ინტერესი იქნება, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორი - „ყვარელრემმშენმა“ სატენდერო პირობები დააკმაყოფილა. შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი - მეტროში ჯერ არსებული კონსტრუქცია ჩამოიშალა და მას ჩამოჰყვა ჩვენი გაკეთებული ჭერი. გიორგი ჯოხარიძე - მერიას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია. ირაკლი ნადირაძე - ყველაზე მეტად დამნაშავეა ის, ვინც უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები ჩაიბარა. კახა კალაძე - თბილისის მერია კორუფციის ბუდე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. ირაკლი ზარქუა - მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს უკომპრომისო რეაგირება მოყვება და ყველა პასუხისმგებელი პირი უმკაცრესად დაისჯება. ალეკო ელისაშვილი - ნარმანია უნდა ჩაჯდეს ციხეში, მიუჯდეს გვერდით „ყვარელრემმშენის“ ხელმძღვანელი და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი - ეს კომპანია შავ სიაში იყო შეყვანილი. ილია ელოშვილი - შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სტრუქტურული ცვლილებები დასჭირდება. ”ევროპული საქართველო“ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, თბილისის მერის მოადგილეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ფრაქციის სხდომაზე იბარებს. მამუკა კობახიძე - მეტრო „ვარკეთილში“ სამუშაოების ჩატარების პროექტი მერიას არ დაუკვეთავს, დაუკვეთა სატრანსპორტო კომპანიამ. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში ფეხზე ოპერაცია უტარდება.
ლოგიკურად თბილისის მერიის სიახლეები - კახა კალაძე - დაფიქსირდა პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებით სარგებლობის ფაქტები - ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები. კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს ახალი რეგულაციების შემუშავება დაავალა, რომლითაც სამუშაოების ხარისხის კონტროლი უფრო ეფექტური გახდება. ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, არაოპერატიულ მანქანებზე მერიის პარკირების სპეციალური საშვების გაკვრის ფაქტები გამოვლინდა. დავით სიხარულიძე - ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, სპეციალური ორგანოს შექმნა დაგვიანებული, თუმცა საჭიროა.
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - საქართველოში მესიების ერა უნდა დამთავრდეს და მთავრობამ ქვეყანა დამოუკიდებლად უნდა მართოს. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა.
ვაქცინაციის ანტიპროპაგანდა - ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის შემდეგ, აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობამ იკლო. C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98 % დაავადებისგან განიკურნა. არჩილ თალაკვაძე - C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
რეფორმის შედეგი უმუშევრობა - ზურაბ ჭიაბერაშვილი - “ქართული ოცნების” საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის.
ენის კანონი - ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე - გარე წარწერების შემთხვევაში სახელმწიფო ენის შესახებ კანონი ხშირად ირღვევა. გიორგი ალიბეგაშვილი - ქართულად სწორად მეტყველება უნდა ვაქციოთ პრესტიჟულად, მოდურად.
ბიზნესი საქართველოში - გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ახალ ბიზნესომბუდსმენთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად გულწრფელები იყვნენ.
საზღვარგარეთულები:
იური ლუცენკო - სააკაშვილ-კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დამტკიცებულია - რა იქნება შემდეგ, გამომძიებლებზე, პროკურორებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. Time-მა მიხეილ სააკაშვილი ძებნილი პოლიტიკური ფიგურების ხუთეულში შეიყვანა. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის წესებს სრულად იცავს და 22:00 საათიდან 07:00 საათამდე სახლში იმყოფება.
ამერიკა ისრაელისთვის - დონალდ ტრამპი - ამერიკა მხარს უჭერს ირანელ ხალხს თავისუფლებისთვის მამაც ბრძოლაში. და ამერიკა ტრამპით - დონალდ ტრამპი - კონგრესმა უნდა მიიღოს კანონი, რომ უცხო ქვეყნებისადმი დახმარება აშშ-ს ინტერესებს შეესაბამებოდეს. ტრამპი - წარსულში უგუნურად ვათავისუფლებდით ტერორისტებს, მათ შორის იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიც. დონალდ ტრამპი - ჩინეთი და რუსეთი აშშ-ს მოწინააღმდეგები არიან, რომლებიც გამოწვევების წინაშე აყენებენ ამერიკის ინტერესებს, ეკონომიკასა და ღირებულებებს. დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეა ბირთვული რაკეტებისადმი თავზეხელაღებული მისწრაფების გამო, ძალიან მალე ჩვენს სამშობლოსაც დაემუქრება. დონალდ ტრამპი - ნარკოტიკების დილერებისადმი მკაცრი ზომები უნდა გატარდეს.
ჩინური იმედები - ჩინეთი იმედოვნებს, რომ რუსეთი და აშშ არსებულ უთანხმოებას თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით გადაჭრიან.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია