დღის მთავარი ამბავი, ერთმნიშვნელოვნად, ომბუდსმენისა და მინისტრ წულუკიანის საპარლამენტო გამოსვლები და დაპირისპირება გახლდათ. კომპეტენცია, ცოდნა, საქმიანობა, რეფორმები, პრობლემები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ეს ორი ქალბატონი დიდის მონდომებით უწუნებდა ერთმანეთს. დღის ერთ-ერთი ხმაურიანი თემა შორიდან, ევროპარლამენტიდან ისმოდა - პარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებით, შეფასებებით დახუნძლეს ქართული წარმომადგენლობა. კალაძი ისევ თბილისის ტრანსპორტსა და გზებზე კომენტირებს და სამინისტროები ისევ განყოფა-შეერთებაზე ფიქრობენ.
მინისტრი VC ომბუდსმენი - დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს. ომბუდსმენი - ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, პატიმრებს ეუბნებიან, არ დაწერონ საჩივარი და ისინი მოუგვარებენ პრობლემებს. სოფო კილაძე - მე ვერ ვიტყვი, რომ ციხეებს კრიმინალური სუბკულტურა მართავს. ომბუდსმენი - პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება. ომბუდსმენი - არის შემთხვევები, როდესაც პატიმარი დეესკალაციის ოთახში, სადაც მაქსიმალური მოთავსების ვადაა 72 საათი, მოთავსებული იყო 22, 26, 36 და 48 დღე - ღამის განმავლობაში. თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას გამოსვლაზე - მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება. ნინო ლომჯარია თეა წულუკიანს - მინისტრის გასარჩევი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს. თეა წულუკიანი ომბუდსმენს - ქალბატონო ნინო, სამსახურს ჰქვია პენიტენციური და არა პენიტენციალური. თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას - ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია, ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში. თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას - ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. სოფო კილაძე - როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკოს პენიტენციურ სისტემაში დარღვევებზე, როცა მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა. თეა წულუკიანი - იმაზე, რაც სტალინმა შექმნა, დღეს პასუხისმგებელი ვერ იქნება იუსტიციის მინისტრი. მე ამ ვიდეოში ვერაფერი უკანონო ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვებია ამ ვიდეოს მოპოვებასთან და შენახვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან სათვალთვალო კამერების იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დეპუტატებს უჩვენა. ვახტანგ ძაბირაძე - რაც წულუკიანი მინისტრი გახდა, მისთვის დამახასიათებელია იყოს უფრო შემტევი, ვიდრე დაცვის ან თავის მართლების რეჟიმში. ნინო ლომჯარია - ომბუდსმენის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები დაიცვას გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც. გიგა ბოკერია თეა წულუკიანზე - უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. დავით ჯანდიერი - წულუკიანის თავდასხმები სახალხო დამცველის მიმართ არის აქცენტის გადატანა - ის გამოირჩევა სიძულვილის ენით, როდესაც მის მიერ ჩაფლავებულ რეფორმებს ამხელენ.
ამბები ევროპარლამენტიდან - ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება, რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი. ევროპარლამენტარი ციხელაშვილს და კუჭავას - ფაქტი, რომ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, თქვენი დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. მარკ გალერი ქართულ დელეგაციას - გულახდილად თქვით, რომ ბატონი ივანიშვილი კულისებს მიღმა აწყობდა საარჩევნო სისტემის ჩავარდნის სცენარს - თუ თქვენ ევროპელები ხართ, ეს აღიარეთ. მარია გრიგოროვა კახა კუჭავას - პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინო „თბილისის კედლით“. ევროპარლამენტარი - ჩემთვის ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ,ეს არ არის დემოკრატიის წესები. ანდრიუს კუბილიუსი ქართულ დელეგაციას - არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული? გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას - დღევანდელი განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე.
კალაძის სამართავი თბილისი - კახა კალაძის განცხადებით, ახმეტელის მეტროსთან საავტომობილო გზა გადაკეტილი ერთი თვის განმავლობაში იქნება. კახა კალაძე - ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა. პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ პარკში და სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება. მაია ბითაძის განცხადებით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, მერიაში შექმნილი კომისიის ფარგლებში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
მედიკამენტები - ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება.
წყალი ყველგან - წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი - 2020 წელს დამატებით 200 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ, რაც რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
ცვლადი უცვლელი მთავრობა - ნათია თურნავა - არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ - გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას. ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის მიმართულების გამოყოფა დღის წესრიგში არ დგას. ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით მალე გამოცხადდება. მინისტრის მოადგილე კულტურის სამინისტროს საკითხზე - ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
პრემიერნიუსი - პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გახარიას - საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის.
საზღვარგარეთულები:
ჩამოგდებული ბოინგი - ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ Boeing 737-ის ჩამოგდების შესახებ თავისი მეორე წინასწარი მოხსენება გამოაქვეყნა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოინგი Tor-M1 საზენიტო სარაკეტო სისტემიდან გასროლილი ორი რაკეტის შედეგად ჩამოვარდა.
ჩინური ვირუსი - ჩინეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს. მიგრაცია მექსიკაში - მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მწვანე ბაღდადი - ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები და საერთაშორისო მისიების ოფისებია განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ჯილდო ტრამპის მოკვლაზე - ირანელი დეპუტატი - ვინც ტრამპს მოკლავს, 3 მილიონი დოლარის ჯილდოს გადავცემთ
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია