ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ იმდენად დიდია, რომ საკმარისია რომელიმე კონგრესმენმა 535_დან, რამე დაწერს ჩვენზე, მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ კონგრესმენის წერილს ეძღვნება - ასე იყო დღესაც, როდესაც კონგრესმენისგან კრიტიკული წერილი დავიმსახურეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დღის ამბებში აქტიურად დაბრუნდა სარალიძე-კალანდიების ამბები, ასევე, ავსტრალიიდან უკვე ჩინეთში გადავიდა მსოფლიო ყურადღება და ამჯერად ახლადგამოჩეკილი ვირუსის გამო.
კრიტიკული კონგრესმენი - ბადრი ჯაფარიძე - კონგრესმენები პირდაპირ ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ სამიზნედ აირჩია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. რატი იონათამიშვილი - ოპონენტები ცდილობენ, რომ 4 კონგრესმენის წერილი და კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი რეზოლუცია ლამის ერთ სიბრტყეში დააყენონ, რაც მცდარია. დავით ჭიჭინაძე - ისღა დარჩენიათ ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და „ოცნების“ წევრების გამონათქვამი კომკავშირელთა გამონათქვამების იდენტური იქნება. ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან ერთსულოვანი და მყარი მხარდაჭერა. ანრი ოხანაშვილი - შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას. სულხან სალაძე კონგრესმენების წერილზე - არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უყურებს ხელისუფლება, მაგრამ ყოველი მომდევნო განცხადება უფრო მკვეთრი ხდება. სერგი კაპანაძე - ჩვენს პარტნიორებში ძალიან დიდია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და კონგრესმენების წერილი ამის მორიგი დადასტურებაა. „თავისუფალი საქართველო“- ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია. რომან გოცირიძე - მერამდენე სულელური განცხადებების კომენტირება გვიწევს - თურმე კონგრესმენები შეცდომაში შეჰყავთ.
პატრიარქი საავადმყოფოში - ექიმი - გაუგებარია, პატრიარქის ჯანმრთელობაზე ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა. პატრიარქს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება.
ერთგულება და გაყიდვა - გიორგი ვაშაძე - როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, თეა წულუკიანი იქნება ის პირველი, ვინც სამჯერ კი არა, ოცდაათჯერ უარყოფს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“.
გაუარესებული კორუფცია - ეკა გიგაურის განცხადებით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგის გაუარესება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმები არ ტარდება.
საგარეო უწყება - ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა.
ნაცების გვერდით - დავით ჭიჭინაძე - „ნაცმოძრაობის“ გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის „გადააგდებს“.
ხორავას საქმის შედეგები - მიხეილ კალანდიას ძმა - ორი წელია კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თავზე გადაგვიარა, დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად. მიხეილ კალანდიას მამა - ზაზა სარალიძემ ჩემი შვილის დაჭერა გაინაღდა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფული აქვს აღებული. სერგი კაპანაძე - ხორავას საქმე არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება პროკურატურამ სისტემას ზიანი მიაყენოს, მაშინ პროკურატურას ირაკლი შოთაძე ხელმძღვანელობდა. ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი - თითოეული მოწმის ჩვენება შეფასდება, მხოლოდ ერთი მტკიცებულებით და ჩვენებით საქმეზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება.
ხარჯები დედაქალაქისთვის - ირაკლი ზარქუა - 2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა. ოთარ გრიგოლია - 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება.
წვიმა-ქუხილი სასამართლოში - მზია თოდუა სასამართლო სისტემის კრიტიკაზე - არც ისე წვიმს, როგორც ქუხს.
თოვლი მთაში - ხაიში-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.
წყალტუბოს საქმე - ზვიად შალამბერიძე - წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტმა შედეგი უკვე დაწყებამდე მოიტანა
საზღვარგარეთულები:
აპოკალიფტი - გაერო-ს გენერალური მდივანი - მე ვხედავ აპოკალიფსის ოთხ ცხენოსანს - ჩვენი პლანეტა იწვის!
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი - თუ ყასემ სოლეიმანის მემკვიდრე გენერლის გზას გააგრძელებს, მასაც იგივე ბედი ელის.
გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების გენოციდის შესაჩერებლად რეზოლუცია მიიღო.
ვირუსი ჩინეთიდან - კორონავირუსი - ამჟამად, დაინფიცირებულია 22 ადამიანი და არც ერთი გარდაცვლილი; ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათი. სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრების ტემპერატურა მოწმდება ჩინეთშივე. საჯარო სივრცეებში, სასტუმროებში, სკოლებში გამკაცრდა სანიტარული ნორმები. არ ყოფილა საჭიროება, რაიმე დაწესებულება დახურულიყო. ხვალიდან ჩინური ახალი წელი იწყება და პეკინი თითქმის დაცარიელებულია. დღეს შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა, ფრენები ვუხანში და ვუხანიდან. საღამოს დაიწყება ქალაქის გასუფთავება და შეწამვლა. ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალ კორონავირუსზე - ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები.
ციურიხის პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დონალდ ტრამპი ერაყში დაშავებულ სამხედროებზე - გავიგე, რომ თავის ტკივილები აწუხებთ, მაგრამ სერიოზული არაფერია.
ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგად აშშ-ის სამი მოქალაქე დაიღუპა
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
მართლა რა უუნარო დეპუტატები გყვავ - ერთხელ ვერაფერი დაწერეს: ვერც ბანგლადეშის დემოკრატიაზე, ვერც ბურკინა-ფასოს არჩევნებზე,ვერც ანგოლის ეკონომიკურ ზრდაზე.. ამისთვის ხომ სულ არაა საჭირო იმ ქვეყნებში ჩასვლა ანდა ცოდნა რომელიმე, თუნდაც მოერეხარისხოვან, დარგში...
#qwellynews: გუშინ გავრცელდა სიუჟეტი, სადაც პოლიციის მოქმედი მაიორი ვიდეო ჩანაწერებს ტელევიზიას გადასცემს, ხოლო ვიდეო ჩანაწერში ნაჩვენებია, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის, ძმის დაკავების და შემდეგ, მაღალჩინოსანთა ჩარევით გათავისუფლების ამბავი. სიუჟეტი, მართლაც ხმაურიანი, სკანდალური და დანაშაულის ნიშნებით სავსეა. პოლიციის მაიორი, სინდისის ხმას აჰყვა და გადაწყვიტა ეს ამბავი ტელევიზიის საშუალებით მოეყოლა საზოგადოებისთვის (როგორც ერთგან თავად ამბობს, პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფა ვერ ავიტანეო).
პრობლემა - სიუჟეტში ნათქვამია, რომ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო (ამ დროს შიეტანა სარჩელი მაიორმა, ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ამ ვიდეოს გადაგზავნა მოსთხოვეს). იმავე სიუჟეტში, ერთხელაც არ თქმულა, რომ ვიდეო ჩაწერილია არც მეტი, არც ნაკლები - 2014 წელს.
მუნდირის შეურაწყოფაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება ! )
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია