პროკურატურის პრობლემები და ლოცვა-გალობა აია სოფიას გარშემო

      აია სოფიას გარშემო ლოცვა და გალობა - მსოფლიოს ერთი მთავარი თემა სწორედ ეს გახლავთ. მეორე თემა ცხადია, კორონას მსოფლიო სტატისტიკური ამბები რჩება და ახლა უკვე ვაქცინის შექმნა-შეუქმნელობა, მილიარდელები ახალი ბიზნეს ქეისებით. ლოკალური ამბები მედიაში მხოლოდ გარდაცვალებებს ეხებოდა - შაქარაშვილის საქმეს დაემატა ბაჩალიაშვილის საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ივლისი, 2020

      პადემიის მეორე ტალღა - ქუთაისში 61 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა. აქედან 2 გაჩიანში დაფიქსირდა. პრემიერის განცხადებით, საკოორდინაციო შტაბი მზადაა, გარდაბანში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საკარანტინე პირობების გამკაცრება მოხდეს. მთავრობა ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოუყოფს. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია. თენგიზ ცერცვაძე - საქართველომ სასწაულს მიაღწია - სამწუხაროდ, ვიდრე ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყოს.

      საარჩევნო სიები - ვახტანგ ძაბირაძე - თუ ოპოზიციის მიზანი „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, რეგიონებში ერთმანეთს კონკურენტები არ უნდა დაუყენონ. გიორგი ვაშაძე - ჩვენს წინაშეა დამსხვრეული ოცნებების პარტია, ნომერ პირველი ამოცანაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის თანამშრომლობა. თემურ აბაზოვი კი არა, კიდევ ვის ამოთხრიან და ჩასვამენ სიაში, კაცმა არ იცის. სოფო კილაძე „ქართული ოცნების“ სიაში თემურ აბაზოვის შესაძლო ჩასმაზე - თუ იქნება გადაწყვეტილება გუნდში, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია. რომან გოცირიძე - საზოგადოების დაცინვა იქნება, თუ "ქართულმა ოცნებამ" სიაში თემურ აბაზოვი შეიყვანა. გია ვოლსკი - არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული თემურ აბაზოვის საკითხი.

      შაქარას საქმე - ადვოკატის განცხადებით, დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება და გური ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ. უნდა ამოიცნოს. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა. არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა - შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ მიეხმარა. ანა გაბეჩავა შსს-ში კიდევ ერთხელ მივიდა. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე იმყოფებოდა. გიორგი გელხაური - გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. თუმცა არ უთქვამს, რომ არასრულწლოვანმა მასზე ძალადობა განახორციელა. დიჯეი კოკო ღიბრაძე - არ ვიცი ჰქონდა, თუ არა, გიორგი შაქარაშვილთან ვინმეს პირადი ანგარიშსწორების მოტივი, არც დაბადების დღეზე შემინიშნავს რაიმე. ლომჯარია: სისტემა რთული საქმეების კვალიფიციურ გამოძიებას ვეღარ უმკლავდება. ლომჯარია შაქარაშვილზე: გაუგებარია როგორ მოხდა მდინარესთან ისე, რომ ტრავმები არ მიუღია.

      ეკონომიკა-ენერგეტიკის ბედი - ნათია თურნავა - საქართველოს მთავრობას ჰქონდა საფუძველი, კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება სრულად მოეშალა. საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები დაიწყება. აგვისტოში რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს გავაგრძელებთ, მაგრამ უსაფრთხო დერეფნების მიხედვით კონკრეტულ ფრენებს დავუშვებთ. „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე - დარწმუნებული ვარ, ამას შესაბამისი შეფასება ექნება სატრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ნათია თურნავა - ბიზნესებს შეუძლიათ ქონების მართვის სააგენტოს მიმართონ თუ ისინი პანდემიის გამო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. ნიკო მჭედლიშვილი „ფრონტერაზე“ - საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა.

      კიდევ ერტი იდუმალი გარდაცვალება - ექსპერტიზის ბიურო თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით - ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში, ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქვამდე. ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. შუქრი ბურჭულაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში მუშაობდა და აცხადებს, რომ მას საერთოდ არ იცნობდა. პრემიერი ბაჩალიაშვილის საქმეზე - შსს-ს მოქალაქეების პროაქტიულ ინფორმირებას ვავალებ, რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე, რომ ეს ზოგიერთმა გარკვეული სპეკულირებისთვის გამოიყენოს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - როცა ოჯახი პროტესტს გამოხატავს, არ უნდა ევაჭრებოდე, ვაჭრობას და მუქარას გავდა ეს და სირცხვილია. თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. თბილისში, ჭავჭავაძის 15 ნომერში მდებარე კომპანიის ოფისი, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, დალუქულია. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დროულად გამოიძიონ და ეს თემა არავინ და არაფერმა გადაფაროს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილის არა წერილები, არამედ ფერადი ფურცლები იპოვეს, სადაც ყოველდღიური ჩანაწერებია. ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, დღეს გავრცელდეს ინფორმაცია, აღენიშნებოდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები. მარიამ ჯიშკარიანი - „შორს წასული გვამური მოვლენების გამო“ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო. თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა - ექსპერტიზის ბიურომ გვითხრა, უსიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, ჩასასვენებელი არ გახსნათო. მამუკა ჭელიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შსს - თამარ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. მამუკა ჭელიძე - თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი შსს-ზე - საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან დატოვა წერილი, მან შეიძინა წამლები. მწყემსის დედა: ჩემმა შვილმა ბაჩალიაშვილის მანქანა საძოვარზე პირუტყვის გაყვანის დროს ნახა. რვაპუნქტიან დასკვნაში დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მნიშვნელოვან ფაქტებზე საუბრობს. დოკუმენტის მეხუთე პუნქტში წერია, რომ ექსპერტიზა თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე დაგვიანებით ჩატარდა, რამაც ხელი შეუშალა სპეციალისტებს გაერკვიათ, იყო თუ არა ზედაპირული დაზიანებები დაღუპული ქალის სხეულზე. შესაბამისად, წინასწარი შესაწავლით იმის დადგენა, რამ გამოიწვია გარდაცვალება, შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთადერთი რაც ცნობილია, სამედიცინო ექსპერტიზა ამბობს, რომ 23 წლის ახალგაზრდა ქალს ძვლებზე დაზიანებები არ აქვს.

საზღვარგარეთულები:

      ბილ გეითსი - კორონავირუსის იმუნიტეტისთვის, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის რამდენიმე დოზა იყოს საჭირო. სომხეთში 24 საათში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 147 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 71 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 195 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 2 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 221 ადამიანი გარდაიცვალა.

      ისრაელში მიიღეს კანონი, რომელიც მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი შეზღუდვების დაწესების უფლებას მისცემს

      ჯო ბაიდენმა ტრამპს რასისტი უწოდა

      გერმანიის სასამართლომ 93 წლის მამაკაცი მეორე მსოფლიო ომის დროს 5 000-ზე მეტი ტყვის მკვლელობაში თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.

      პუტინმა კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.

      პირველი მესააია-სოფიას ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურების შესასრულებლად ემზადებიან. ფანარის მიტროპოლიტ აგათანგელის მოწოდებით მსხვილი მართლმადიდებელი სამრევლოები აია სოფიას დაუჯდომელს უგალობებენ, მაშინ, როდესაც წმინდა სიბრძნის ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურება დაიწყება. მოწოდებას ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, საბერძნეთის მიტროპოლიტი იერონიმოსი, სერბეთის საპატრიარქო და მონტენეგროს მიტროპოლიტიც შეუერთდნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 103

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: ივლისი 24, 2020||11:17pm

მგონი ეგ დალოცვა უფროა. ისე, მაგ ამბავმა „მკითხველი“ მომაგონა. ამ კაცმა თუ იცის ნეტავ წერა-კითხვა?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters