...საფუძვლად დაედო ამბავი ველისციხელი ქალისა და ლაშა-გიორგის(თამარ მეფის ძე, რომელიც საქართველოს მართავდა XIII საუკუნის დასაწყისში) ურთიერთობის შესახებ... მინდა აღვნიშნო, რომ თხზულება მხატვრულია და ჩემი ფანტაზიით არის შექმნილი სიუჟეტიც............................
....მუდამ ის ადამიანები მიყვარდა და მაინტერესებდა, ვის შესახებაც ისტორიკოსები ან სულ მცირეოდენ ფურცელს იმეტებდნენ, ან კიდევ ეს ფურცლები სავსე იყო მათდამი უარყოფითი დამოკიდებულებით.... ლაშა-გიორგიც ამიტომ მიყვარდა....მას ჩემი ისტორიის მასწავლებელი ღირსების შესამკობი სიტყვებით კი არ მოიხსენიებდა, არამედ პირიქით....
ის ცნობილია, როგორც სუსტი მეფე, რომელმაც ვერ შეძლო, სამეფოს ღირსეულად მართვა... ალბათ ასეც იყო, მაგრამ.... მე როგორც მისი დამცველი, მუდამ ვცდილობდი ამ ყველაფერში რაღაც "სხვა" დამენახა....მუდამ ვითხოვდი, რომ მისთვის, როგორც ადამიანისთვის ისე შეეხედათ და რამდენიმე წუთით მაინც გაეგოთ... მაგრამ ისტორია შეცდომებს არ პატიობს.... ყოველივე ფურცლებზე აისახება.... მე კი ეს ყველაფერი ჩემებურად ავსახე.... ავსახე ისე, როგორც შეიძლებოდა კიდეც რომ ყოფილიყო....
მის ცხოვრებაში მუდამ ეს ველისციხელი ქალი ფიგურირებდა და მეც დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე "შემთხვევა"....
ამ რამდენიმე წლის წინ "შემომეწერა" და... : ) 28/11/09. (ს.დ.)
o o o o o o o o o o
მახსოვს ვარდობისთვე იდგა...
უდაბური ტყე და მინდვრები წამოშლილიყო ჩემს თვალწინ...
გაზაფხულის სუნი და ელფერი დაჰკრავდა არემარეს...
ისმოდა ჩიტების სასიამოვნო ჟღურტული.
მზე თავის სხივებს დაუზოგავად განაბნევდა აღმოსავალი წერტილიდან და ათბობდა დედამიწას.
ყველა ხარობდა და ყველას უხაროდა...მეც მიხაროდა... მიხაროდა, რომ ყველა ბედნიერი იყო, მიუხედავად ქვეყანაში, თუ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგროვილი პრობლემებისა, მაგრამ მე ჩემდასაუბედუროდ, უფრო მეტი საზრუნავი და პასუხისმგებლობა მხვდა წილად და გაცილებით მეტი ვალდებულებებიც გამაჩნდა.
არაბიაზე ვიყავ ამხედრებული და ამ ფიქრებში ტკისკენ მიმავალ ბილიკსაც დავადექი, რომელიც პირუტყვისა თუ ცხენის ფლოქვებს გაეკვალათ დიდი ხნის წინ. ამ უდაბურ ტყეში დავყიალობდი მარტოდმარტო, ჩემს თავთან და ფიქრებთან ერთად. ბევრს ვფიქრობდი, ძალიან ბევრს. გულზე სევდაც შემომაწვა. ახლადდაყენებულ ღვინოს რო შეანჯღრევენ, ისე ამერია და დამეხლართა ფიქრები ერთმანეთში...
...და მაინც, აი ამ ბილიკს მივუყვებოდი, რაღაცას ან ვიღაცას ველოდი. თითქოსდა ამ ბილიკის ბოლოს იყოოო სინათლე. იყო ბედნიერება და იყო ხსნა... აბა, მაშნ რას წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა და ჩემს ისედაც არეულ ცხოვრებას სულ თავდაყირა დააყენებდა.
სწორედ ამ დროს, როცა ამ ბილიკს მივუყვებოდი და ხსნას ველოდი, მოხდა რაღაც.. მოხდა სწორედ ის, რამაც ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრებაც და მეც.
მოულოდნელად ქალის შემაშფოთებელი და გულისჩამწყვეტი კივილი შემომესმა. სასოწარკვეთილი ქალი ყვიროდა და შველას ითხოვა, ვიღაც კი დემონურად ხარხარებდა. ვგრძნობდი, რომ ქალის თითოეულ წამოყვირებაზე ვიღაც თითქოსდა რაღაც ბასრ საგანს მირტყამდა გულში. ახლაც რომ გამახსენდება მაჟრჟოლებს ხოლმე.
ვიფიქრე...ვიფიქრე, რომ სწორედ ეს იყო ხსნა... ხსნა საკუთარი თავისა და იმ ადამიანისა, ვინც შველას ელოდა. ჩემს არაბიას მათრახი დავკარ და იმ მიმართულებით გავაქანე, სადაც ვიღაც მელოდა... მელოდა იმ იმედით, რომ გადავარჩენდი იმ დიდ უბედურებას, რომელიც მას თავს დაატყდა და უფსკრულში გადაჩეხვით ემუქრებოდა.
არაბია წარმოუდგენელი სისწრაფით გავაქროლე და სადღაც წამებში იქ აღმოვჩნდი, საითაც გული მიმიწევდა და სხეულს მთელი ძალით ექაჩებოდა.
უკვე იმის გარჩევაც შემეძლო, ვის სჭირდებოდა შველა და ვისგან. როცა ეს ყველაფერი დავინახე,თვალწინ წარმომიდგა ასეთი სიუჟეტი: გამძვინვარებული, მშიერი მგელი მისდევს ერთ საოცრად ნაზ და სუფთა არსებას, შველს . ეს ამაზრზენი არსება, რომელსაც მსხვერპლის ხელთგდების მოლოდინში თვალები გადმოუკარკლავს, კბილებს ილესავს და პირიდან ნერწყვი სდის, შეჭმას უპირებს შველს.
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არც ერთი მათგანი არ იყო ცხოველი. არც ერთი იყო დამშეული მგელი და არც მეორე საცოდავი შველი. საუბედუროდ, ორივე ადამიანები, ერთი ქვეყნის , ჩემი სამშობლოს, ჩემი საქართველოს შვილები იყვნენ.
ალბათ, არ უნდა ბევრი ახსნა-განმარტება იმას, თუ რა უნდოდა ამ მგლისსადარ კაცს ერთი დაუცველი ქალისგან ტყეში.
კაცი ქალს სწვდა და თავის კლანჭებში მოიქცია, ქალი სულ დაუძლურდა, მაგრამ მაინც გაიბრძოლა... გაიბრძოლა უკანასკნელად... ბოლოს დაიკვნესა ღონემიხდილმა, საბრალოს უკვე იმედიც დაეკარგა. მისი საცოდაობით და ამ კაცის სიმხეცით შეძრწუნებულმა თვალის დახამხამებაში მივიჭერი „მგელთან“, ვეკვეთე და ჩემი ბასრი მახვილის ერთი მოქნევით ყელი გამოვღადრე. ამ სცენამ იმდენად შეუწუხა ქალს გული, რომ ჩემს ხელებში გაიშოლტა.
...მეგონა ანგელოზი გარდამოხდა ჩემს მკლავებში. ამ წუთას ისეთი უმწეო იყო, ისეთი ნაზი არსება, რომელსაც დაცვა სჭირდებოდა. მინდოდა ყოველგვარი ტანჯვა დამევიწყებინა. ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ არა მეფე, არამედ უბრალოდ გლეხი ვყოფილიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ მეფე ლაშა-გიორგი გლეხობას ვნატრობდი, რათა ამ ანგელოზისთვის ხელი დამევლო და შორს, შორს გავქცეულიყავი. შორს წუთისოფლის ამაოებისგან, სახელმწიფო ვალდებულებებისგან, ამ საშინელი ყოფისგან, შორს საშინელი, გარყვნილი მხეცებისგან. ალბათ, იფიქრებთ, რომ მისმა სილამაზემ მომხიბლა და მომაჯადოვა, ნაწილობრივ ასეც იყო, რადგან გონჯი ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა არ დაგიმალავთ და მასზე ლამაზ ქალებთანაც მქონია ურთიერთობა, თუმცა არც ერთს არ ავუღელვებივარ ისე, როგორ ბუნების ამ საოცრად ნაზ ქმნილებას. მას დაცვა სჭირდებოდა, მე კი ის პიროვნება ვიყავი, ვინც ამის გარანტს წარმოადგენდა.
ქალმა თავისი გრძელი წამწამები დააფახულა და ცისფერი თვალები შემომანათა, გამიღიმა და ისღა ამოილუღლუღა „გმადლობ, რაინდოო!“ როგორც კი ეს თქვა, თვალები დახუჭა.
ტანთ თეთრი, ქათქათა, უბრალო ნაჭრის, მაგრამ მოხდენილი და ტანზე კარგად გამოყვანილი კაბა ემოსა. თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა, ძალიან ძალიან ნაზი და ფუმფულა... ღაწვები ოდნავ შეჭარხებული. ჰო, ლამაზი იყო! ლამაზი იყო და უკვე მიყვარდა.
ალბათ ფიქრობთ, რომ სიგიჟეა არა? სიყვარული სწორედ რომ სიგიჟეა!!! არ დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ მე არ ვყოფილვარ ფიზიკური სილამაზითა და ვნებით აღტყინებული. ეს იყო... ეს იყო რაღაც სხვა... მიწიურ ვნებასა და ლტოლვაზე მეტი... უნაზესი და უსპეტაკესი გრძნობა, რომელიც ამ მშვენიერი არსებისადმი მამოძრავებდა. ერთი დანახვით შემიყვარდა!.. სხვა დროს და სხვა ადგილას შეიძლება ვერც შემემჩნია, მაგრამ შემთხვევამ შემაყვარა!.. შემთხვევამ, რომელიც სამუდამოდ დაიმარხა ჩემს გულში ლამაზ მოგონებად და სიყვარულის საწყისად.
მისთვის ვიბრძოდი!.. მისი სიყვარულისთვის, მაგრამ იმდენი გადაულახავი პრობლემები წამოიმართა, რომ მათი უგულებელყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ის მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ეს იყო მარადიული გრძნობა, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ.
...ახლაც იმ ტყის პირას ვდგავარ, როგორც მაშინ... არ ვიცი რატომ. ვდგავარ და სევდამორეული იმ ბილიკს შევყურებ რაღაცის მოლოდინში, მაგრამ ამჯერად ხსნა არსაიდან ჩანს. გავა დრო... გავა წლები... თუმცა ჩემი აჩრდილი ასი წლის შემდეგაც იმ ტყისპირა ბილიკებზე იყიალებს იმ იმედით, რომ კვლავ გამოჩნდება ის, ვინც მე მელოდება!.. ელოდება, რომ მხსნელად მოვევლინები და სინამდვილეში კი საკუთარ თავს ვიხსნი!.. ♥ ♥ ♥
შენ აღარ ხუმროოოოოოობ!!! ძალიან მომეწონა იცი??? სერიოზულად!!!
მადლობა ლაშიკო))) აჰა შენ ლაშიკო და ლაშა-გიორგის დიდი გული :D :D :D ♥
მე ყველას ვურჩევდი წაკითხვას!!!
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია