სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მოქმედების წესი არსებობს. ზოგჯერ, ამა თუ იმ წესის შესრულება გვიჭირს და ნაცვლად საკუთარი თავის შეცვლისა და დახვეწისა (წესებთან შესაბამისობით), გვირჩევნია ეს წესები შევცვალოთ და მოვირგოთ. ეს ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ ცუდი. და საერთოდაც, ამ ტერმინებით აღწერა მართებული არ არის, ვინაიდან გააჩნია სიტუაციას... ამასთან, წესის შესრულების ან დარღვევის აუცილებლობა არ არის უნივერსალური მოცემულობა, შესაბამიასდ, „კარგს“ და „ცუდს“ ვერ შეუსაბამებ. ეს ეთიკურ-ფილოსოფიურ-საკამათო აბზაცი ერთი ამბის შესავალია.
რამდენიმე დღის წინ, მე და 3 წლის თომა აივანზე ბურთს ვთამაშობდით. თამაშის წინ შევთანხმდით წესზე - ვისაც ეზოში ბურთი ჩაუვარდებოდა, ის ამოიტანდა. პირველად მე გადამივარდა ამიტომ თომამ უმალ შემახსენა:
- მამა, ხომ იცი, ვინც გადააგდო, იმან უნდა ამოიტანოს. მიდი, ამოიტანე.
მეც დავემორჩილე ამ წესს და წავედი ამოსატანად. მეორედაც მე დავუშვი შეცდომა და იგივე ტექსტი გამიმეორა. მეც ჩავედი-ამოვიტანე. აი, მომდევო კი თომა იყო - მას ჩაუვარდა ბურთი ეზოში. ახლა ჩემი დრო იყო შემეხსენებინა არსებული წესი:
- თომა, მიდი ამოიტანე ბურთი.
- ერთად წავიდეთ.
- ერთად რატომ?
- ორივე ერთად უნდა წავიდეთ ბურთის ამოსატანად, მამა, ასეთია წესი.
- კი, მაგრამ როდის შეიცვალა ეგ წესი. წეღან მე არ წავედი მარტო?
- ახლა შეიცვალა. ორმა, ერთად უნდა ამოვიტანოთ ბურთი.
ვინაიდან მაინც წესი იყო, თუნდაც ახალი რედაქციით, კვლავ დავემორჩილე და გავყევი. შემდეგ ჯერზეც მან გადააგდო და ისევ ორკაციანი წესის პრინციპით ვიხელმძღვანელეთ. შემდეგი უკვე მე ვიყავი, მე ჩავაგდე ბურთი და როცა ვუთხარი რომ გამომყოლოდა და ერთად ამოგვეტანა ბურთი (რედაქტირებული წესის მიხედვით), თომამ კიდევ უფრო დაავიწროვა, დააკონკრეტა და ახალი წესი შემოიღო.
- როცა დიდები აგდებენ ბურთს, მარტო მიდიან ამოსატანად, ხოლო როცა პატარები, ორმა უნდა ამიოტანოს.
ერთი პირობა კი გამეღიმა, მაგრამ მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ამ წესსაც დავემორჩილე. მომდევნო კვლავ თომა იყო და უკვე ვიცოდი, რომ ორი კაცის წესი მოქმედებდა, ამიტომ შევთავაზე.
- თომა, ხომ ორმა ერთად უნდა ამოიტანოს ბურთი?
- კიი.
- მაშინ, შენ და დედამ ამოიტანეთ - და მივანიშნე დედამისზე, რომელიც იმ წამს გამოვიდა აივანზე.
- არა მამა, როცა ბურთს ბიჭები თამაშობენ, ბიჭებმა უნდა ამოიტანონ ბურთი, ორმა.
მივხვდი რომ ფარხმალი უნდა დამეყარა. თომა კიდევ იმდენ წესს მოიგონებდა, რამდენიც დასჭირდებოდა საკუთარი მიზნის მისაღწევად და კამათს აზრი დაეკარგებოდა.
კვლავ ფილოსოფიურ საფიქრალს რომ დავუბრუნდეთ - ასეთი რამ თომასთვის არავის უსწავლებია, არც დედ-მამას და არც პაპა-ბებიას, არც ჩვენ მოვქცეულვართ ასე რომ წესები მოგვერგო. მულტფილმებსაც ასე თუ ისე ვაკონტროლებთ და ვიცით რას უყურებს ... თავიდან ბოლომდე თავისი „ნიჭის“ დამსახურებაა.
„შვა (ადამმა) სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა“(დაბ. 5, 3)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია