"ნუ გეშინია დედა" - ნ.დუმბაძე
– თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ? – ვკითხე უცებ გელას.
გელა ჯერ დაიბნა, სავარძელსი აჭრიალდა, მერე დაფიქრდა და დინჯად დაიწყო.
– მე უნაკლო სამშობლო მიყვარს. ყოველშემთხვევაში, მინდა უნაკლო რომ იყოს. ყველაფერს კარგს მივესალმები და ყველაფერი ცუდი მეზიზღება.
– გეზეზღებათ? – ვკითხე მე.
– ძალიან!
– მერე სად უშვებთ ამ ცუდს?
– ყოველ შემთხვევაში, გურამივით (გურამმა კრითიკული სტატია გამოაქვეყნა სამშობლოს მდგომარეობაზე) ჭუჭყიანი საცვალი არ გამომიფენია ეზოში საქვეყნოდ გასაშრობად და არ ვყვირი, რაც ცუდი ხდება, ჩვენი ბრალიაო. ჩემი რა ბრალია, თუ ვიღაც მორფ იკეთებს და კაცს კლავს, ყველამ თავის თავს მოუაროს.
– ჭუჭყიან საცვალს თუ გარეცხავ, მერე რა უჭირს, თუ გამოფენ!
– მე მრეცხავი არა ვარ, პოეტი ვარ! – თქვა გელამ და ახალ სიგარეტს მოუკიდა.
– ჯობია მრეცხავი იყო! – ვუთხარი მე და კონიაკი გადავყლაპე.
...........................................................................................................
– მაინც რაო, თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ? (ეკითხება გელა ჯაყელს).
– ყველანაირი!
– მაინც? მაინც?! – არ მოეშვა გელა.
– ყველანაირი, ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური... ყველანაირი...
– რატომ ასე ჯაყო? – მკითხა უცებ გაკვირვებულმა დადუნამ.
– იმიტომ რომ სამშობლო, კონსტანტინე სიმონოვის თქმის არ იყოს, ხაჭაპური არ არის. მარტო ყველი რო გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რიმ ამოარჩიო შიგ და დანაჩენი გადაყარო. სამშობლო ყველანაირად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ნაცრიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველიანად და ქიშმიშიანად. ავადმყოფი რომელიც უმალავს ექიმს ავადმყოფობას კვდება!
მე მაგ გოგოს სულ წყობიდან გამოვყავარ, გარდა იმ მომენტებისა როცა მისი მშვენიერების აღწერითაა დუმბაძე დაკავებული :D :D :D
მარიამ! ჩემთვის შუაში კი არა თავში იყო როცა "ნუ გეშინია დედა" - ნ.დუმბაძე და ,,იყიდება საქართველო" ნიკო ლორთქიფანიძის შედარება გავკეთე......
ruska morbedadze! თავად გეწერა ასე"რატომღაც ეხლა გამახსენდა და საერთოდ შეიძლება არაფერ შუაში იყოს ერთმანეთთან ნიკო ლორთქიფანიძის ,,იყიდება საქართველო" და შენ ბოლო კომენტარს საერთოდ ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა ან რატო მეუბნები მაგას ან მარიამს ბრძანების ნიშანი რატომ მოაყოლე:)))))))))
ალბათ იმიტომაც იყიდება, რომ არ გვიყვარს ისეთი, როგორიც არის...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია