ილიას უნივერსიტეტში იყო კონკურსი სახელწოდებით "წესრიგი და თანასწორობა" და საბედნიეროდ ძალიან ბევრი კარგი აზრი დაიწერა…
ქვემოთ მოყვანილი სტატიაც სწორედ ამ საკონკურსო ნაშრომებიდანაა. მიუხედავად იმისა რომ ის მეორეადგილოსანია, მე მაინც მგონია რომ საკმაოდ ბევრი და სააზროვნო რამ თქვა ავტორმა ამ მცირე, ჩემივე აზრით ფილოსოფიურ ესეიში…
მოკლედ, ზედმეტი კომენტარების გარეშე:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და azrebi.ge-ს კონკურსის "საუკეთესო აზრი თემაზე წესრიგი და თანასწორობა" მეორე ადგილის მფლობელი ნომინაციაში "დაწერილი აზრები".
ავტორი: ნათია იმერლიშვილი
თანასწორობა & წესრიგი, თანასწორობა VS წესრიგი, თანასწორობა – წესრიგი, წესრიგი – თანასწორობა – ამ მედალს ორზე მეტი მხარე აქვს: პროფესია, ჰობი, იდეოლოგია, მენტალიტეტი, ინდივიდი. გამოგონილ ბლიც-ინტერვიუებში ყველა მათგანს შეხვდებით.
მიაწერე შენი!
- რა არის თანასწორობა?
- სხეულის ნაწილები.
- რა არის წესრიგი?
- თავად სხეული.
- რა არის თანასწორობა?
- კანონი.
- რა არის წესრიგი?
- ისევ კანონი.
- რა არის თანასწორობა?
- მზე.
- რა არის წესრიგი?
- მზის სისტემა.
- რა არის თანასწორობა?
- ობიექტივი.
- რა არის წესრიგი?
- Zoom-ი.
- რა არის თანასწორობა?
- სცენა.
- რა არის წესრიგი?
- როლი.
- რა არის თანასწორობა?
- გააჩნია, რომელ თეორეტიკოსს მოვიშველიებთ.
- რა არის წესრიგი?
- აქაც ბევრი ვარიანტი გვაქვს.
- რა არის თანასწორობა?
- დრო.
- რა არის წესრიგი?
- ანარქია.
- რა არის თანასწორობა?
- დიაპაზონი.
- რა არის წესრიგი?
- გამა.
- რა არის თანასწორობა?
- საიქიო.
- რა არის წესრიგი?
- ღმერთი.
- რა არის თანასწორობა?
- რა?
- რა არის წესრიგი?
- ის, რისი დამყარებაც ჩემი მოვალეობაა.
- რა არის თანასწორობა?
- პროლეტარიატი.
- რა არის წესრიგი?
- შრომა.
- რა არის თანასწორობა?
- დედა და მამა.
- რა არის წესრიგი?
- მამა და დედა.
- რა არის თანასწორობა?
- უპირატესობის მოპოვება.
- რა არის წესრიგი?
- ამ უპირატესობის სამუდამო შენარჩუნება.
- რა არის თანასწორობა?
- Facebook.
- რა არის წესრიგი?
- ისევ facebook.
- რა არის თანასწორობა?
- დაბადება.
- რა არის წესრიგი?
- სიკვდილი.
- რა არის თანასწორობა?
- "ლიგამუსი".
- რა არის წესრიგი?
- "არგუსი".
- რა არის თანასწორობა?
- ბგერა.
- რა არის წესრიგი?
- LOGOS...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია