რამდენიმე დღის წინ, 3 ივნისს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდის კრება. კრების დადგენილება გამოქვეყნდა საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ გვერდზე რომელსაც უცვლელად გთავაზობთ!
კრებას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.
წმინდა სინოდის კრების მდივნად არჩეულ იქნა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია).
წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II და ზოგადად ისაუბრა ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
წმინდა სინოდმა იმსჯელა შემდეგ საკითხებზე:
1. მუზეუმებში დაცული სიწმინდეებისა და საეკლესიო ნივთების მდგომარეობის თაობაზე, რომელიც, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და იმყოფება ორმხრივი, სახელმწიფოსა და ეკლესიის, დაცვის ქვეშ.
წმინდა სინოდმა განაჩინა: საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც ეკლესიისთვის წარსადგენად აღწერს მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს და მოამზადებს ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ.
2. წმინდა სინოდის წევრებმა მოისმინეს და დაეთანხმნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღრების, არქიტექტურისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) მიერ წარმოდგენილ წინადადებას საქართველოს ეკლესიასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიის მფლობელობაში (როგორც საქართველოს, ისე მის საზღვრებს გარეთ) არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას სახელმწიფოსთან თანამშრომლობით.
3. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენება უცხოეთში არსებული სამრევლოების თაობაზე.
წმინდა სინოდმა განაჩინა: უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ყველა სამრევლოში ჩამოყალიბდეს სულიერებისა და კულტურის ცენტრები და საკვირაო სკოლები. ასევე საქარველოში მომქმედ ტაძარებთან გაიხსნას საკვირაო სკოლები.
დაევალოს თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიას, სასწავლო ცენტრთან ერთად, შეიმუშაოს სასწავლო პროგრამები და შესაბამისი სახელმძღვანელოები საკვირაო სკოლებისათვის.
4. წმინდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს ეკლესიის ეპარქიებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე და განაჩინა:
ყველა ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ყოველი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე აუცილებელია, მას ჰყავდეს ეპარქიის მემატიანე, იურისტი და არქიტექტორი.
5. წმინდა სინოდმა იმსჯელა იმ ეპარქიების შესახებ, სადაც სრულფასოვნად ვერ ხორციელდება საქართველოს ეკლესიის სულიერი მსახურება და ურთიერთობა მრევლთან (იგუმისხმება აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, შიდა ქართლისა და ზემო იმერეთის ზოგიერთი სოფელი).
და განაჩინა: ეთხოვოს საქართველოში მომქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს და ასევე რუსეთის-საქართველოს დიალოგის ფორმატში მომქმედ ჯგუფს, რათა გაითვალისწინონ არსებული მდგომარეობა და თავის მხრივ, შესაძლებლობისამებრ, დაგვეხმარონ, რათა საქართველოს ეკლესიის ამ კანონიკურ ტერიტორიაზე ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს და მრევლს მიეცეთ მსახურების უფლება და გადაადგილების საშუალება.
6. წმინდა სინოდმა იმსჯელა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მისდამი; აღინიშნა, რომ ეს კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ელესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის.
გამოვთქვამთ იმედს, რომ მომავალში ეს კანონი შეიცვლება.
7. წმინდა სინოდმა მოისმინა:
ა) დასავლეთ ევროპის, ბ) ბათუმისა და ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის, გ) ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრების, - მიტროპოლიტი აბრაამის (გარმელია), მიტროპოლიტი დიმიტრის (შიოლაშვილი) და ეპისკოპოსი მელქისედეკის (ხაჩიძე) მოხსენებები მათ ეპარქიებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს ავსტრიის, გერმანიისა და ბენილუქსის ქვეყნების სამრევლოები და შეიქმნას:
1. დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა-საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია.
2. ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია.
3. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია.
ბათუმისა და ლაზეთის და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას გამოეყოს ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოები და შეიქმნას:
1. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია.
2. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია.
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყოს ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნას:
1. ხორნაბუჯის ეპარქია.
2. კახისა და ქურმუხის ეპარქია.
ახალი ეპარქიების მღვდელმთავრებად გამორჩეულ იქნენ:
1. ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია - არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი)
2. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია - არქიმანდრიტი დოსითე (ბოგვერაძე)
3. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია - არქიმანდრიტი საბა (ინწკირველი)
4. კახისა და ქურმუხის ეპარქია - არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)
8. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მომავალი დიდი კრების მოსამზადებელ სხდომებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იქნებიან გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
9. წმინდა სინოდმა განაჩინა: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე I შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს წმინდა იოანე I - მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა; დაიწეროს ცხოვრება და ხატი და შეიქმნას წმინდანის ტროპარ-კონდაკი!
წყარო: საქართველოს საპატრიარქო!
ამ წუთებში, არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) იკურთხება ეპისკოპოსად ღმრთივკურთხეული ეპარქიისა, ავსტრიისა და გერმანიისა !
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 7:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
Several weeks have passed since the release of WoW TBC Anniversary Edition, Most players have already hit Level 70, unlocked full Outland zones, and cleared early dungeons.Basic exploration is no longer the focus—Knowing how to make good use of the gold coins you have becomes very important.
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 7:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
The official March update for Arc Raiders explicitly mentioned a reduced drop rate for rare blueprints. Many players also reported a mismatch between the rewards and risks of key rooms. This was especially true after the Shrouded Sky update on February 24th, which introduced the harsh Hurricane map and two new high-difficulty Arc Raider enemies, Firefly and Comet. The blueprints dropped by these enemies became increasingly difficult to obtain, making it harder for average players to quickly…
გაგრძელება
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated Diablo IV Season 12, officially named Season of Slaughter, is just around the corner—kicking off on March 11th and lasting for about 7 weeks as a transitional season leading up to the Lord of Hatred DLC. This season brings a wave of exciting updates centered on "slaughter joy", with three core mechanics that redefine your adventure in Sanctuary, each designed to amplify the fun of intense combat
Become the…
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Path of Exile's latest update, POE 3.28 (Mirage League), has officially launched—bringing a wave of new content, rebalanced mechanics, and fresh challenges that have reignited the passion of players worldwide. As a brand-new seasonal update, POE 3.28 introduces core changes that directly impact your in-game progress, with several key highlights you won't want to miss
New Mirage League Mechanic
The core of POE 3.28 is…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია