მოყვასისთვის თანანადებთა მიტევება არის ცხონება

გსურს ცხონება – მიუტევე ყველას ყველაფერი და გადარჩები, რადგან უფალი ბრძანებს: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან" (მათ. 6,14). და ვისაც ცოდვები მიეტევება, მან მეტი რაღა უნდა ინატროს? წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაჲ" (ფსალმ. 31,1-2). ნეტარია – ანუ ცხონებულია. ასეთებზე აღესრულება მოსე წინასწარმეტყველის მიერ ძველთაგანვე წარმოთქმული სიტყვა: ზღვის გაღმა ნუ გახვალ გადარჩენის საძებნელად. მახლობელ არს სიტყვა გულსა შენსა (იხ. 2 სჯ. 30,13). დავსძენ: მახლობელ არს სიტყვა, რითაც გული ღაღადყოფს ყოვლისმიმტევებლობას, როდესაც ვინმეს მიმართ აქვს საჩივარი (იხ. კოლ. 3,13).

ყოფითი შეხლა-შემოხლის, წყენისა და მოჩვენებითი ან ნამდვილი შეურაცხყოფებით გულის სიმშვიდის აფორიაქების შემთხვევები გაუთავებლად გვხვდება. და ის, რაც თითქმის გარდუვალია, რაც მაინც შეგვემთხვევა, უფალს სურს, ჩვენი შეწყალებისა და გადარჩენისაკენ წარმართოს. ყოველ წუთს შეურაცხგყოფენ, ყოველ წუთს მიუტევე და ყოველ წუთს სულ უფრო ღრმად შეაღწევ ყოვლისმიმტევებელი ღმერთის გულმოწყალების წიაღში. და ამ შეწყალებით, როგორც სამოსით, შეიმოსები, გარემოიზღუდები და დაცული იქნები ყოველივესგან, რაც შენს გადარჩენას ზიანს აყენებს.

უფლის წინაშე არაფერს ისეთი ძალა არ აქვს, როგორც წყენათა მიტევებას, რადგან იგი არის მიბაძვა საღვთო გულმოწყალების ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მახლობელი ქმედებისა. ისე ადვილად არაფერი გვაცდუნებს, როგორც გაბრაზება და სურვილი სამაგიეროს გადახდისა ჯავრიანი სიტყვით, არცთუ იშვიათად კი საქმით. მაშასადამე, ნაცვლად იმისა, რომ შევიძინოთ ის, რაც თავად გვეძლევა ხელთ, ყოველ წუთში ვკარგავთ. თუ მიუტევებ, შეიძენ შინაგან სიმშვიდესა და უფლისგან შეწყალებას, არ მიუტევებ და გაგიძლიერდება შინაგანი შფოთი, უფლისგან წყალობას კი ნუღარ ელი.

რატომ არ მივუტევებთ ყოველთვის, უფრო ხშირად ავყვებით მრისხანების აფეთქებებს, ჯავრსა და აღშფოთებას? ვფიქრობ, ამის მიზეზია მიტევების ღირებულებისადმი უგულისყურო დამოკიდებულება. ყურადღების მიღმა გვრჩება ის, რაც მიტევებით გვეძლევა, წყენით მოყენებული დანაკლისი კი ასე თვალსაჩინოდ წარმოგვიდგება. თავისმოყვარე გული მსჯელობს: რატომ მივუტევო? და ჩვენც არ შევუნდობთ. წყენის წუთებში საკუთარ ფიქრებსა და გულში აღიდგინეთ უეჭველი აღთქმა, რაც მიმტევებელთ მიეცათ – აღთქმა, რომელიც შეუდარებლად უფრო ფასეულია, ვიდრე უდიდესი დანაკარგები, რაც კი ადამიანს ძალუძს წყენით მოგაყენოს. მაშინ რა წყენაც უნდა შეგვხვდეს, გულიდან ამოხეთქავს გამამხნევებელი ხმა: ღირს, ამისთვის მიუტევო – და ჩვენც შევუნდობთ.

მივუტევოთ და მოგვეტევება; კვლავ მივუტევებთ და კვლავ მოგვეტევება, და ასე განუწყვეტლივ. თავად მიმტევებლებზე გავრცელდება საღვთო ყოვლისმიმტევებლობა, ეს ადამიანი საღვთო გულმოწყალებითა და სიყვარულით იქნება გარემოცული. არის კი, რაც გვინდა, რომ მოგვიტეონ? მერედა რამდენი! ვიჩქაროთ, მივუტევოთ, რათა ჩვენც მოგვეტეოს. და ამას მეტი მონდომებით გავაკეთებთ, როცა გვეცოდინება, რომ ის, რასაც ჩვენ მივუტევებთ, არაფერს ნიშნავს, ხოლო ის, რაც მოგვეტევება, შეუდარებლად უფრო ფასეულია.

ნახვა: 235

ტეგები: qwelly, დაყუდებული, თეოფანე, წმინდა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters