ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკა
რა არის ევროკავშირი?
იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი, განსხვავებული მიდგომები და მოსაზრებები არსებობს. ის შეიძლება განიხილოს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მთავრობათა შორის გამართული მოლაპარაკებებისა და შეთანხმების საფუძველზე იღებს. ასევე, როგორც რეგიონალური ინტეგრაციის ასოციაცია, რადგან შეიძლება ჩავთვალოთ სხვა რეგიონალური ბლოკების გაერთიანების მსგავს გაერთიანებად, მაგალითად როგორიცაა: აფრიკის კავშირი, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია. არსებობს მიდგომა, რომელიც ევროკავშირს განიხილავს, როგორც უნიკალურ გაერთიანებას, რომელსაც სხვა ყველა გაერთიანებისგან განსხვავებული თვისებები და მიზნები აქვს და მისი მსგავსი გაერთიანების შექმნა შეუძლებელია. გარდა ამისა ევროკავშირზე არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური სისტემა, ე.წ ევროპული ზესახელმწიფოა,რომლის სტრუქტურა და საქმიანობის პრინციპებიც ჰგავს ტრადიციულ სახელმწიფოს. და ბოლოს, ევროკავშირი შესაძლოა იყოს ზემოთჩამოთვლილი ყველა ან ზოგიერთი მათგანის ნაკრები (ჰიბრიდი). [1]
ევროკავშირის დღის წესრიგში ეკოლოგიური საკითხების შეტანის ისტორია
იმის მიუხედავად, რომ ეროვნული მთავრობები 1950–იან წლებში არცთუ ისე დიდ ყურადღებას უთმობდნენ გარემოს დაცვის საკითხებს, რომის ხელშეკრულებაში (1957 წელი) უკვე იყო საუბარი ეკონომიკური საქმიანობების ჰარმონიულ განვითარებაზე, დაბალანსებულ გაფართოებაზე და ცხოვრების სტანდარტის ზრდაზე, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საფუძველი იყო მომავალში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების დარგში. ასევე, ევროგაერთიანების არსებობის პირველივე წლებში მიიღეს რამოდენიმე კანონი, რომელიც შეეხებოდა სამუშაო ადგილებზე გამოსხივების არსებობას და საშიში ქიმიური ნივთიერებების განკარგვას. თუმცა უფრო აქტიურად ყურადღების მიქცევა ეკოლოგიურ საკითხებზე 1960– იანი წლების ბოლოს და 1970– იანი წლების დასაწყისში დაიწყო, რაც გამოწვეიული იყო ახალი მეცნიერული მიგნებების აღმოჩენით და რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კატასტროფით (მაგ. ნავთობის ჩაღვრით). 1972 წელს სტოლჰოლმში გამართულმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენცციამ, რომელიც ეძღვნებოდა ადამიანის საარსებო გარემოს საკითხებს, მოუწოდა მთავრობებს შეექმნათ გარემოს დაცვის სააგენტოები, შეემუშავებინათ და მეღოთ ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური პოლიტიკა და გამოეცათ ახალი კანონები.
ეკოლოგიური პოლიტიკა: ისეთ განახლებად ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული პოლიტიკა, როგორიცაა: ჰაერი, წყალი, მიწა და ტყე; ეს პოლიტიკა ასევე შეეხება ადამიანის ქმედებით მიყენებულ ზიანს.
ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკა (მთავარი ასპექტები)
რას აკეთებს ევროკავშირი ეკოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად/გასაუმჯობესებლად?
ქიმიურ ნივთიერებათა კონტროლი ევროკავშირის ეკოლოგიური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. მიღებულია უამრავი კანონი ბაზარზე ახალი ქიმიური ნივთიერებების გამოტანასთან დაკავშირებით, ქიმიურ ქარხნებში უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, პესტიციდების გამოყენებაზე კონტროლის დასაწესებლად და საშიში ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობის დასარეგულირებლად. 2006 წელს ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის რეგულაცია მიიღეს. რომელიც ძალაში შევიდა 2007 წელს. რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის რეგულაცია მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ავალდებულებს, მოიძიონ ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებების შესახებ და წარადგინონ იგი ევროპის ქიმიურ სააგენტოში. ; მისი მიზანია რისკებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება. რეგულაცია მწარმოებლებს ხელს უწყობს, შექმნან ყველაზე საშიში ნივთიერებების შემცვლელები.
2005 წელს ამოქმედდა გამონაბოლქვის გაცვლის სქემა, ამ სქემის მიხედვით, სამრეწველო ქარხნებიდან CO2 ის გამონაბოლქვის გარკვვეული ლიმიტი დადგინდა, ანუ ქარხნებს მიეცათ გამონაბოლქვის გარკვეული დასაშვები ლიმიტი. ვინც ამ ლიმიტს სრულად არ მოიხმარს, შეუძლია გაყიდოს იმ კომპანიებზე, რომელიც დაწესებულ გამონაბოლქვის ზღვარს აჭარბებენ.
ნარჩენების კონტროლი – ნაგავსაყრელის ბეგარა არის გადასახადი, რომელსაც საჯარო უწყება უწესებს ნაგავსაყრელზე განთავსების სერვისის მომწოდებელს, განთავსებული ნარჩენების წონის ან მოცულობის მიხედვით. ამ გადასახადის მიზანია ნაგავსაყრელის ხარჯების გაზრდა, რაც წაახალისებს ნაგავსაყრელებში ნარჩენების შემცირებას.
ევროკავშირში ფართოდ გამოიყენება აგრეთვე მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, რომელიც მწარმოებელს აკისრებს პასუხისმგებლობას მის მიერ წარმოებული პროდუქტისა და შესაფუთი მასალების გარემოზე ზეგავლენაზე პროდუქტის სიცოცხლის მთელი ციკლის მანძილზე, მისი ნარჩენად გადაქცევის ეტაპის ჩათვლით.[2]
1992 წელს შეიქმნა გათანაბრების ფონდი, რომელიც კომპენსაციას გასცემს შედარებით ღარიბ სახელმწიფოებზე მათ მიერ ეკოლოგიური საკითხების გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯების დასაბალანსებლად.
[1] ჯონ მაკკორმიკი - ევროკავშირის პოლიტიკა. თბილისი: კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. 34–37.
[2]ნარჩენების მართვა ევროკავშირის ქვეყნებში. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და ეროვნული ექსპერტი, თამარ გუგუშვილი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია