კოლოქვიუმი

  

პიკასო

  

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023

გერნიკა 1937, პაბლო პიკასო.

პაბლო პიკასო (1881–1973), მე–20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მხატვარი და მოქანდაკეა, მან დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში. მისი ცხოვრების მაძილზე შექმნა უამრავი ნამუშევარი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მისი მრავალფეროვნება და ინდივიდუალიზმი.  პიკასოს ნამუშევრების გაანალიზებისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, როგორც მხატვრულ ტექნიკას, ასევე ნახატის თემატიკას.

პიკასომ გაიარა არაერთი განსხვავებული ფაზა, როგორებიცაა: ცისფერი პერიოდი, ვარდისფერი პერიოდი, კუბიზმი და სურეალიზმი. მისი მხატვრობა ყველა ეტაპზე ვითარდებოდა და მის ნამუშევრებში იკვეთება იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებები, რომელშიც არის შექმნილი. მხატვრულ თავისებურებაში შეიძლება მოვიაზროთ სტილი და თემა. მაგალითისთვის ცისფერი პერიოდის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებში, პიკასო ჭარბად იყენებდა ცისფერ ფერებს, როგორც იმ დროისთვის დამახასიათებელი სიღარიბის და სასოწარკვეთის გამოხატულებას.

პიკასო მრავალფეროვანია მხატვრულ მიმდინარეობებში, მისი ნამუშევრები შექმნილია სხვადასხვა ჟანრში, მაგალითად: პორტრეტი, ნატურმორტი, მითოლოგია და ომი. აღსანიშნავია, რომ ის ხშირად ასახავდა საგნებს არატრადიციული გზებით, რაც გულისხმობს გამოსახულების ფრაგმენტებად დაშლილი სახით წარმოდგენას. მისი ამ უნიკალური მიდგომის და ტექნიკის მეშვეობით, პიკასომ შეძლო ტრადიციული მხატვრული ფორმებიდან განთავისუფლება და შეიძლება ითქვას ყველანაირ ჩარჩოს გასცდა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღება შევაჩეროთ სიმბოლიზმზე და მის დატვირთვაზე პიკასოს შემოქმედებაში. ის სიმბოლურ ელემენტებს იყენებს, როგორც პირადი ემოციების, ასევე ფართო სოციალური საკითხების წარმოსაჩენად.  ერთ–ერთ ცნობილ ნახატში – „გერნიკა“, რომლის განხილვასაც მოგვიანებით შევეცდები, პიკასოს გამოყენებული აქვს მრავალი სიმბოლური ელემენტი, ომის ტრაგიზმის და მისგან გამოწვეული ტანჯვის გადმოსაცემად.

რაც შეეხება შთაგონებას და ინსპირაციის წყაროს, პიკასოსთვის ასეთად შეიძლება ჩაითვალოს აფრიკული ხელოვნება, იბერიული ქანდაკება, ძველბერძნული კერამიკა და ასევე სხვა მხატვრების ნამუშევრები, მაგალითად: პოლ სეზანის და ანრი მატისის. როგორც დასაწყისში აღინიშნა, პიკასოს მხატვრობის გასაგებად აუცილებელია მრავალი ასპექტის გათვალისწინება, მხატვრული სტილის, ტექნიკის და სიმბოლიზმის გარდა მნიშვნელოვანია იმ გავლენების შენიშვნა და გააზრება, რომლებიც ზემოთ ხსენებულმა „წყაროებმა“ იქონიეს პიკასოზე და მის შემოქმედებაზე.

პიკასოს მიერ შესრულებული ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „გერნიკა“, რომელიც მან ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ დახატა და ნაცისტების მიერ ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქის გერნიკას დაბომბვას  მიუძღვნა. ნახატი ზუსტად გადმოსცემს იმ საზარელ სურათს, რასაც ომი ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სიმბოლოებზეა აგებული. 

მაგალითად, ბომბის ნაცვლად ნახატზე გამოსახულია ნათურა, რომელსაც გარს ერტყმის მანათობელი გარსი და მკვეთრი წახნაგები, რაც სიმბოლურად აღნიშნავს დამომბვის შემდეგ ცეცხლის ალებით განათებულ ცას. ასევე ნახატზე მკრთალად, რთულად შესამჩნევადაა ასახული მტრედი, ეს სიმბოლოა მშვიდობის, რომელიც ომის დროს გაქრა (დაიკარგა) გერნიკაში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კომპოზიციაში ერთადერთი კაცი მონაწილეობს, რომელიც დაცემულია, თუმცა ხელში კვლავ უჭირავს გატეხილი ხმალი, რაც სიმბოლოა ბოროტებასთან, ტერორთან ბრძოლის. გარდა ამისა მკრთალად ჩანს, როგორ ამოდის ყვავილი მებრძოლის ხელზე, ეს ნიშანია იმედის არსებობის. ამავე სიმბოლური დატვირთვის მატარებელია ლამპარი, რომელიც ქალს უკავია.

ბიბლიოგრაფია:

  1. Galenson, David W. “The Rise and (Partial) Fall of Abstract Painting in the Twentieth Century.” The Journal of Economic History 58, no. 2 (1998): 494-510.
  2. Greenberg, Clement. “Modernist Painting.” In Art in Theory 1900-2000: An Anthology of Changing Ideas, edited by Charles Harrison and Paul Wood, 743-749. Blackwell Publishing Ltd., 2003.
  3. Stokstad, Marilyn, Michael W. Cothren, and Stephen Addiss. “Picasso’s Les Demoiselles d’Avignon.” In Gateways to Art: Understanding the Visual Arts, 2nd ed., 690-691. Thames & Hudson Inc., 2015.

ნახვა: 8

ტეგები: qwelly

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

 

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება…

გაგრძელება

Qwelly World

free counters