ერთი კაცი, მთებში ჩაკარგულ, გამოქვაბულში მცხოვრებ ბერთან მივიდა და უთხრა: - მე არც დედა მყავს, არც მამა, არც და და არც ძმა, დიდად არც მეგობრები რადგან მძღოლი ვარ და ვერ ვასწრებ ვერავისთან დამეგობრებას. სულ გზაში ვრ. ძველი მეგობრებიც მიმომეფანტნენ და ამიტომ მოვედი შენთან რჩევის საკითხავად. არავინ მყვავს ისეთი- დარწმუნებული რომ ვიყო, ჩემს გასაჭირს გულთან მიიტანს და სწორ პასუხს მეტყვის. ამიტომ მომისმინე შენ.
ბერმა ღიმილიანი სახე მოატრიალა და თქვა: - გისმენ!
- ერთი ქალი შემიყვარდა, რომელიც ამ ღამით სხვა ქალაქში უნდა წავიყვანო მანქანით, სამსახურებრივი დავალებაა. ეს ჩემი ერთადერთი შანსია სიყვარული ავუხსნა მას. ოღონდ უარი არ უნდა მითხრას. ღამით ვიღაც შეყვარებული მძღოლის გვერდით რომ აღმოჩნდები თუ არ მოგწონს შეიძლება მანქანიდან ჩამოხტე და საერთოდ შეიზიზღო ის. მე კი არ მინდა, ასე რომ მოხდეს. მითხარი ბერო: როგორ მივხვდე, ღირს თუ არა სიყვარულის ახსნა?
_ ადვილი მისახვედრია, თქვენ ხომ ღამით უნდა იმგზავროთ? თუ საუბარი გაგიბა მხიარულად და ენერგიულად - შანსი გაქვს რომ შეუყვარდე, რადგან ადამიანთან ურთიერთობისა და გულის გახსნის სურვილი მისი შეყვარების წინაპირობაა. შენ დააკვირდი - თუ დაიმორცხვა და დაინახე რომ მთელი გზა დაძაბული ზის რაღაცის მოლოდინში - უყვარხარ და ზუსტად იმ ერთადერთი შანსის დაკარგვის ეშინია, რის გამოც ჩემთან მოხვედი. მაგრამ, თუ ჩაჯდა და მალევე ჩაეძინა, იცოდე, რომ მისთვის ის ჩევულებრივი მძღოლი ხარ, რომლის პროფესიონალიზმსაც უბრალოდ ენდობა. წადი ახლა. აბა, შენ იცი... ღვთის წყალობა იმ ბნელ გზაზე!
კაცს გაუკვირდა, ასე მომზადებულივით რომ დახვდა ბერი, მაგრამ სამაგიეროდ კმაყოფილი წამოვიდა მისი სენაკიდან.
და აი ღამეც მოახლოვდა. კაცი აბაზანიდან გამოვიდა, ის კოსტუმი ჩაიცვა, რომელზეც ყველაზე ხშირად უთქვამთ: გიხდებაო! მანქანაში ჩაჯდა და გაეშურა. მისი ქალბატონი ახლაც ისეთი ნაზი, ლამაზი და სევდიანი მოეჩვენა, როგორიც ყოველთვის. უკან ჩაჯდა. კარი რომ მოხურა, კაცმა ამოიხვნეშა და ისე მიესალმა შეხედვა ვერ გაბედა. მანქანა დაძრა, თითქოს რაღაც დასრულდა და ახალი რაღაც იწყებოდა, თავბრუსხვევით, მუხლების კანკალით, დაცვარული შუბლით და აჩქარებული გულისცემით მანქანის ძრავის გრუხუნის ფონზე...
ოცი წუთი გავიდა. ქალი ხმას არ იღებდა, კიდევ ერთი საათი გავიდა, 4 საათი და 35 წუთი უნდა ემგზავრათ, დათვლილი ქონდა. ბერის ნათქვამი გაახსებდა: თუ ჩუმად ზის და დაძაბულია- შეიძლება უყვარდეო და უკან მიხედვა დააპირა. მიიხედა და ეძინა საყვარელ ქალბატონს. მშვიდად და სრულიად უშფოთველად. კაცი იმდენად არ ელოდა ამ სურათს, რომ თვალები ქალის მძინარე სახეზე გაუშტერდა და გაფიქრებაც ვერ მოასწრო: როგორ მომექცა ასეო?!.- დიდ ხეს შეასკდა.
საავადმყოფოში გამოეღვიძა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო და წვეთოვანი ედგა. ჰო, ალბათ საავადმყოფო იყო. - ექიმო, გადაარჩინეთ! მოესმა საყვარელი ქალის ხმა და ესიამოვნა, გაეღიმა, ძალა მიეცა. - გადაარჩინეთ ექიმო, გთხოვთ! - კიდევ გაიგონა... - ექიმო, ეს კაცი სულ მიყვარდა, მთელი ცხოვრება და ძლივს, როგორც იქნა, ცხოვრებაში ერთხელ აღმოვჩნდი მის მანქანაში, მის გვერდით მარტო. სამწუხაროდ ჩამეძინა, იმიტომ, რომ მთელი კვირა ვემზადებოდი და რამდენიმე ღამეა საერთოდ არ მძინებია. ღმერთო, რამ დამაძინა, რომ არ დამძინებოდა, იქნებ გადამერჩინა, მე მაინც დამენახა ის ოხერი ხე.
იმ საღამოს კაცს ბერი დაესიზმრა, თითქოს ამხნევებდა და ეუბნებოდა: - შენს გულს კითხე ყოველთვის, რადგან ღმერთი გულებში ცხოვრობს და არა ცაშიო.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია