საშუალო სიმაღლის, ათლეტური აღნაგობისა და მწვანე თვალების მატარებელი ადამიანი. რა თქმა უნდა უარყოფითებს ცოტა მოვუკლებ და რაც არ დამიწერია თქვენით გადაწყვიტეთ რომელი იქნება უარყოფითი.
სახელი: თომა
გვარი: ანთიძე
ეს სახელიც და გვარიც ფსევდონიმია რიკანდრო კი ფსევდონიმის ფსევდონიმი. ეგრეთ წოდებული ნიკი. ანონიმური ბლოგის ავტორი და სხვა პრემიების მფლობელი. ბუნებით რომანტიკოსი, მაგრამ რეალისტურად განწყობილი ცხოვრების მიმართ. ზოდიაქოთი თევზები, სახლში წყნარი, მეგობრებთან ამბიციური, ბოლო დროს ნერვოზიანი და საბოლოოდ კიდევ უფრო ნერვოზიანი, თუმცა ნერვოზი უკვე უნერვოზობაში გადაიზარდა და ყველაფერს გულგრილად ვხვდები, თუმცა სიყვარული მკლავს და მასუსტებს. ერთი სიტყვით რომ მთხოვოთ დახასიათება საკუთარი თავის ალბათ გიპასუხებდით: “სიყვარულის ადამიანი”. ბევრი იფიქრებს რომ ბედნიერებაა, უსაზღვრო სიყვარულის ნიჭი, მაგრამ დიდი დოზით არაფერი ვარგა. რას ვიზამთ თუ ესეთი ვარ საბოლოოდ ჩემმა სიყვარულის მორევმა ბევრი დაახრჩო და ამ ბოლო დროს ჩემ დახრჩობასაც აპირებს. მყავს გოგო, რომლითაც ვცოცხლობ და მას ამ სიყვარულის მორევში ვანებივრებ, მაგრამ ხშირად ვერ ხვდება რომ ოკეანეში ცურავს და არა აუზში, რაც ამ ოკეანეს აღელვებს და მასაც დასახრჩობად იმეტეს, რომ მოკლას სიყვარულით და ჩაითრიოს მთელი მისი არსება ვნებისგან აქცეულ ზვირთებში, ხშირად ორივე ვეთრევით ამ ზვირთებში და დილას ვიღვიძებთ ორნი: ნაპირზე გამორიყული დაქანცული სხეულები. ოკეანე დამშვიდებულია ისიც ისევ თამამად შედის ამჯერად უკვე მოალერსე ციცქნა თბილ ტალღებში, ტალღები ევლებიან მის შიშველ სხეულს და ეალერსებიან მის თითოეულ ნაწილს. მაგრამ მაინც ვერ ხვდება თუ რა შეუძლია კიდევ ამ უსაზღვრო ოკეანეს.
ასაკით თინეიჯერობას გადავცდი ახლახანს, პროფესიით ვცდილობ მხატვარი ვიყო, თუმცა ბოლო დროს დიდხანს არ მიმუშავია და მგონია რომ ისიც კი დამავიწყდა როგორ უნდა დავიჭირო ფუნჯი ხელში. ხანდახან როგორ მსურს რომ დავხატო ჩემი ფანტაზიები და გადავიტანო ყველაფერი ტილოზე, მაგრამ როგორც გითხარით დიდი ხნის უმუშევრობისგან ტილოზე მხოლოდ პირველ კლასელის დასმული ხაზები ჩანს, რაც კიდევ უფრო მიტეხავს გულს და მიბიძგებს ფუნჯის გადაგდებისკენ. ეს პრობლემა პრობლემად რჩება და ალბათ ცოტა დიდხანსაც გაიწელება.
ბოლო დროს ცეკვის მიმართაც გამიჩნდა ინტერესი, მაგრამ არა ქართული, ან ჰიპ-ჰოპი, არამედ ისეთი ცეკვის მიმართ რაც გამოხატავს ადამიანის სურვილს, თუნდაც ხელების მოძრაობით ან ტანის. ამ საკითხში რატომღაც უფრო მონდომებული ვარ და ზოგჯერ საათობით ვდგავარ სარკის წინ ხელების, ტანის და თავის მუსიკად ქცევისთვის, რთული საქმეა გადმოსცე მუსიკა ხელების მოძრაობით. თქვენც სცადეთ მეგობართან ერთად. ან თქვენ ან თქვენმა მეგობარმა ყურსასმენებით მოუსმინოს მუსიკას და შეეცადოს ეს ხელების ან ტანის მოძრაობით გადმოგცეთ ეს. თქვენც შეეცადეთ მიხვდეთ როგორი მუსიკა შეიძლება იყოს, წყნარი ჰარმონიული თუ დინამუირი.
რაც შეეხება ჩემ ცხოვრებას აქ იმ პერიოდში ვარ სადაც ვფიქრობ რომ ფერადი ცხოვრება მქონდა 5-6 წლის წინ. ნელ-ნელა ვიაზრებ მაინც რომ ეს ცხოვრება ფერადია და ადამიანების უმეტესობა მას შავ-თეთრად ატარებენ. ამასთან ის პერიოდიც მაქვს რომ ვხვდები თუ რა მაგრად დამენძრა მომავალში, მაგრამ მაინც: შავ-თეთრად გატარებულ ფერად ცხოვრებას მირჩვენია, ფერადად გატარებული შავ-თეთრი ცხოვრება.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია