ადამიანები იცვლებიან!

წერენ ასე და ცხოვრობენ სხვაგვარად!!!

არ ვიტყვი, არაფრის დიდებით არ ვიტყვი ამას!

არც კი ვიცი რამდენჯერ დავწერე ისეთ საზოგადოდ-საყვარელ თემაზე როგორიცაა სიყვარული…

მაგრამ მაინც…

ყველამ გაიგოს ვისაც კი ჰყვარებია ანდა ფიქრობს რომ უყვარს…

ვიცი რაც გაიფიქრე ამის წამკითხველო, ნამეტანი ხომ არ მოსდის ავტორს როცა ყველას მიმართავსო, მაგრამ ასე მოვინდომე და ნუ დამძრახავ მაინცდამაინც… :)

ჩემო კარგო, თვალებს რომ ღლი და გაინტერესებს სიყვარულზე რას ვწერ, აგერ გიპასუხებ ახლა…

რატომ არ შვენის სიყვარულს სიტყვა “მიყვარდა”

იმიტომ რომ…

სიყვარული არ არის ისეთი რამ რაც მოდის და მიდის…

სიყვარული არ არის წარსულში…

სიყვარული არ კვდება…

სიყვარული არ ნიშნავს მხოლოდ ურთიერთობას…

სიყვარული არ ნიშნავს რაიმეს მიწიერს…

სიყვარული არ ნიშნავს რაიმე ობიექტს. და თუ სიყვარული მხოლოდ შეგრძნება ანდა ჰორმონების რაღაც ნაყოფია, მაშინ სიყვარული მოკვდავია… არა მეგობრებო სიყვარული უკვდავია და ამიტომ არ შვენის სიტყვა “მიყვარდა”

როგორ უნდა შეძლო, შეიგრძნო და გამოთქვა: მე შენ მიყვარხარ ადამიანო? და მერმე ამისა თქვა მე შენ მიყვარდი ადამიანო…???

არა ჩემო კარგებო…

სიყვარული თუ ასეთი გგონიათ, იცოდეთ რომ ტყუვდებით…

სიყვარული არ სრულდება…

სიყვარული არ ნელდება… მხოლოდ გამოხატულება და ჩვენი აღქმა-ურთიერთობა იცვლება…

სიყვარული რჩება და საკმარისია ვინმემ იავნანა უმღეროს რომ ამოინთქმება და მოგედება, მაგრამ არ დაგწვავს და არც ვნებით შეგიპყრობს… გეყვარება და გაგათბობს… მაგრამ არაფერი მეტი…

სიყვარული ასეთია…

შემოდგომის სიყვარული ასეთია…

ყველაზე ლამაზი და სპეტაკი… უქარიშხლო და უვნებო… უკოცნელი და უგულისფორმო… მრგვალი და დაუსრულებელი…

ამიტომ ნურასდროს იტყვით ვინმეზე – “მიყვარდა”… ნუ იტკენთ გულს და ნურც სხვას ატკენთ…

სტატია დაკოპირებულია და ავტორი არ მომთხოვოთ! 

იდუმალად ვტოვებ :(

ნახვა: 249

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სიყვარული, ღალატი

vako: ივნისი 10, 2013||4:48pm

me vici visi naweric ari es

xelweraze etyoba  tu ginda piradshi getyvi mere :D 

mamrobiti sqesis warmomadgenelia metic kargad vicnobt yvela :DDDD

Tamila Moshiashvili: ივნისი 10, 2013||6:32pm

ვფიქრობ აქ საიდუმლოდ დატოვება ჯობს და დანარჩენი პირადში გავარკვიოთ ვაკო :D 

ლაშა: ოქტომბერი 1, 2013||4:18pm

თამილ... თურმე ცდებოდა ამ პოსტის ავტორი :D :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters