ადამიანები თავისუფლად იტყუებიან პირით, მაგრამ ის სახე მიმიკა, რომელიც მათ ამდროს ააქვთ დაჭერილი, მაინც სიმართლეს ღაღადებენ. ექიმი ლაიტმანი – სერიალიდან “სიცრუის თეორია” ადამიანზე მისი ჯდომის მანერაც კი საუბრობს. თუ ის ირჩევს არაბუნებრივ პოზას და ვერ ჯდება კომფორტულად, ეს მიგვანიშნებს იმაზე რომ, ამ ადამიანს იქ არსებული სიტუაცია ან სასაუბრო თემა არმოწონს. მატყუარა ადამიანები ხშირად მოძრაობენ (ხვანცალებენ), ვერ ჩერდებიან ერთ ადგილას, აჯვარედინებენ ფეხებს და ხელებს, ხშირად უშეშდებათ თვალები სხვადასხვა ნივთებზე. თუმცა, ადამიანები რომლებიც სიმართლეს ამბობენ, იშვიათად იცვლიან პოზას, ყოველთვის დგანან ან ზიან გამართულად ერთ ადგილზე და ისე პასუხობენ დასმულ შეკითხვებს. გამონათქვამში “სიმართლე გითხრა” არავითარი სიმართლე არარის ჩვენი საუბარიც არანაკლებ მოქნილია, როგორც ჟესტებისა და მიმიკების ენა. თუ პირდაპირ დასმულ კითხვაზე მიიღებთ არაპირდაპირ პასუხს, რომელსაც თან ახლავს გამონათქვამი “სიმართლე გითხრა…“, მაშინ ყურადღებით მოუსმინეთ მოსაუბრეს. გამართლებული იქნება რომ, ეჭვქვეშ დააყენოთ მისი გულახდილობა, მითუმეტეს თუ ის იყენებს ისეთ ფრაზებს როგორებიცაა: • უბრალოდ უნდა დამიჯერო… • დამიჯერეთ, სიმართლეს გეუბნები… • ხომ მიცნობ, მე ტყუილი არმიყვარს… • მე ბოლომდე გულახდილი ვარ შენთან… “თქვი ერთხელ – დაგიჯერე, გაიმეორე და ეჭვი შემეპარა, მესამეთ თქვი და მივხვდი რომ მატყუბდი” ამბობდნენ აღმოსავლეთში ბრძენები ” ცრუ ნაამბობში უფრო მეტი პაუზაა, ვიდრე ნამდვილში”, – ასეთი დასკვნა გააკეთა პროფესორმა რობინ ლიკლიმ. ძალიან დეტალურად მოყოლილი ისტორიაც საეჭვოა – ზედმეტი დეტალები მხოლოდ ქმნიან სიმართლის ილუზიას. სიცრუის გამოააშკარავება შესაძლებელია მაშინაც, როდესაც ადამიანი ლაპარაკის დროს, ან ხმის ტემბრს ცვლის, ან საუბრის რიტმს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს, ჟესტებით მხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს ემოციას. მიმიკა და ჟესტი ყოველთვის ემთხვევა ლაპარაკის ტემპს. ჟესტები რომლებიც არ ჯდება საუბრის ტემპში, მიგვანიშნებს იმაზე რომ, ადამიანი რომელიც საუბრობს, წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც რეალურად ფიქრობს, ანუ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გვატყუებს. თუ თქვენ ფიქრობთ რომ მოსაუბრე ცრუობს: • ისეთივე პოზა დაიჭირეთ როგორიც თქვენ მოსაუბრეს უჭირავს, გაიმეორეთ მისი მიმიკები და ჟესტები. ამ “სარკის ეფექტით” თქვენ მოიპოვებთ მის ნდობას, ასე უფრო მეტად გაურთულდება ტყუილის თქმა. • არ გამოააშკარაოთ მისი ტყუილი და არ დაიწყოთ მისი დადანაშაულება. მოიქეცით ისე თითქოს კარგად ვერ გაიგეთ რა მოჰყვა და სთხოვეთ გაიმეოროს. მიეცით მოსაუბრეს კიდევ ერთი შანსი რომ თქვას სიმართლე. • უმეტესად დაუსვით პირდაპირი და მოკლე კითხვები. აქტიურად გამოიყენეთ მიმიკები და ჟესტები, რაც მოსაუბრეში საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს. საინტერესო ფაქტები, იმის შესახებ თუ როგორ ვცრუობთ კორნელის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორმა, ჯეფრი ხენკოკმა, ერთი კვირის განმავლობაში კოლეჯის 30 სტუდენტზე დაკვირვებით, გამოიკვლია რომ, ადამიანები ყველაზე ხშირად ტელეფონის საშუალებით იტყუებიან. ტელოფონით საუბრისას ადამიანები 37% შემთხვევაში იტყუებიან. შემდეგ მოდის პირადი საუბრები (27%), ინტერნეტ და მესენჯერები (21%), ელექტრონული ფოსტა კი (14%), დაწერილზე ადამიანი უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე ნათქვამზე. კონტაკტური ადამიანები უფრო ხშირად იტყუებიან, ვიდრე თავის თავში ჩაკეტილი ადამიანები. ცნობილია რომ ქალები და კაცები ერთნაირი სიხშირით იტყუებიან. ქალები იტყუებიან იმიტომ რომ, მოსაუბრეს თავი უფრო კომფორტულად აგრძნობინოს, კაცები კი იტყუებიან, რათა საკუთარი თავი, უფრო კარგად წარმოაჩინონ. მეცნიერებმა დაადგინეს რომ, ადამიანები ტყუილის თქმას მაშინ იწყებენ, როდესაც მათი აზროვნება გარკვეულ განვითარების დონეს აღწევს, საორიენტაციოთ ეს ხდება 3-4 წლის ასაკში.

ნახვა: 263

ტეგები: :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters