ერთხელ, მაღაზიაში ყოფნისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ბიჭუნამ, დაახლოებით 6 წლის იქნებოდა, ხელში ჩაებღუჯა თოჯინა, მოლარე კი მას დაჟინებით უმეორებდა:“–ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შენი ფულით ამ თოჯინას ვერ იყიდი“უცებ, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა:

„–თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფული მართლაც არ არის საკმარისი?“. ღიმილით დავუთვალე ფული.

„–ბიჭუნა, მოლარე მართალია, ეს ფული მართლაც არ გეყოფა, რომ ეს თოჯინა იყიდო“–ვუთხარი მე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიჭი ხელიდან არ დებდა სათამაშოს. მისმა სიჯიუტემ გამაკვირვა... დარწმუნებული იყო, რომ საკმარისი ფული ჰქონდა...ისევ მივუახლოვდი და ვკითხე, მაინც ვისთვის უნდოდა საჩუქარი.– "ეს თოჯინა, ჩემ დაიკოს ძალიან მოსწონდა და უნდოდა, რომ მისთვის ეყიდათ...მე ძალიან მინდოდა დაბადების დღისთვის მეჩუქებინა... ახლა კი, დედას უნდა გავატანო მასთან...ჩემი და ღმერთთან წავიდა...მამა ამბობს, რომ დედაც მალე წავა ღმერთთან, ამიტომ ვიფიქრე ვუყიდდი და მას გავატანდი... იქნებ გადასცეს" გულისცემა მომენტალურად გამიჩერდა. ბავშვმა ისევ ამომხედა: "– მე მამას ვთხოვე დედა არ გაუშვას ჩემს დაბრუნებამდე." შემდეგ მან მაჩვენა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყო მისი სახე ... ღიმილიანი და ბედნიერი."–მე მინდა რომ ეს ფოტოც გავატანო დედას, არ მინდა ~ დაიკოს დავავიწყდე!" მცირე პაუზის შემდეგ მან დაამატა: „მიყვარს დედიკო და არ მინდა რომ დამტოვოს, მაგრამ მამა ამბობს, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს ჩემ პატარა დასთან.“შემდეგ ისევ შეხედა თოჯინას ნაღვლიანი თვალებით.მე სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან საფულე და შევთავაზე ხელახლა გადაგვეთვალა მისი ფული.–„შენ ხომ გჯერა, რომ გაქვს საკმარისი ფული?“–ვკითხე მე–„ კი, მე მჯერა“ –თავი დამიქნია.მისგან შეუმჩნევლად დავამატე ფული და გადათვლის შემდეგ ვუთხარი, რომ ის არ ცდებოდა და მართლაც შეეძლო ეყიდა თოჯინა.ამის გაგონებაზე ბავშვმა თქვა: „–მადლობა ღმერთო რომ გაიგონე ჩემი თხოვნა! გუშინ, ძილის წინ ვთხოვე, რომ მოეცა საკმარისი ფული... ასევე, მინდოდა თეთრი ვარდიც მეყიდა დედისთვის, მაგრამ ღმერთისთვის ეს აღარ მითხოვია. მაგრამ ახლა შემიძლია ვიყიდო ორივე. დედიკოს უყვარს თეთრი ვარდები!“სახლში დაბრუნების შემდეგაც, დიდხანს ვფიქრობდი ამ ბავშვზე. შემდეგ, გამახსენდა 2 დღის წინ, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ: მძღოლი რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სატვირთო ავტომობილის საჭეს, დაეჯახა დედა–შვილს. ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დედამისი, როგორც სტატიაში ეწერა, იმყოფებოდა კომაში. ოჯახს უნდა გადაეწყვიტა, გამოერთო თუ არა სასუნთქი აპარატი, რადგან აღარ იყო ახალგაზრდა ქალის გადარჩენის შანსი.“ ნუთუ ეს ტრაგედია, იმ ბიჭუნას ოჯახს ეხება?“–არ მასვენებდა ამაზე ფიქრი.2 დღის შემდეგ, ისევ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იუწყებოდა კომაში მყოფი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ...ოჯახის წევრების თანხმობით მას გამოურთეს სასუნთქი აპარატი.დაკრძალვაზე მივედი...ახალგაზრდა ქალის ცხედარი ესვენა სიკვდილის სარეცელზე ... ერთ ხელში თოჯინა და ფოტო ჰქონდა, მეორეში კი – თეთრი ვარდი. მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა... ვერასდროს შევძლებ დავივიწყო პატარა ბიჭის სიყვარული დედისა და დის მიმართ.

წყარო: ,,მსოფლიო რელიგიები,ისტორია და მეცნიერება“

ნახვა: 366

ტეგები: history, qwelly, ერთხელ, მაღაზიაში

მანო: ივლისი 18, 2013||5:03pm

sayvareli bichi........:////

ლაშა: ივლისი 18, 2013||5:29pm

საოცარი ისტორიაა... 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters