სხვადასხვა სუროგატის სახით და ტემპერემენტის მიხედვით ჩვენი აზრი,გრძნობა და ვარაუდი სულს ყველგან და ყოველთვის გულისხმობს.ახალგაზრდობაში ერთგვარი დაურწმუნებლობით,მაშინაც კი,როცა ისეთ საქმეს ვაკეთებთ,რაც აუცილებელია,ხანდაზმულ ასაკში გვიკვირს რა ცოტა შევძელით იმ საქმეთაგან,რაც მიზნად გვქონდა.შუახნის ასაკში ამით ვიმშვიდებთ:მერე რა,რომ ცალ-ცალკე აღებულს ყველაფერს ვერ გავამართლებთ,რასაც ვაკეთებთ ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველაფერს-ჩვენ მაინც მაგრები ვართო,ან თავად სამყაროც ხომ ისეთი არ არის,როგორიც უნდა იყოსო და საბოლოო ჯამში ის ყველაფერი,რაც ხელიდან გავუშვით სამართლიან კომპრომისს წარმოადგენს.დაბოლოს,სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბევრი ღმერთზეც ფიქრობს,რომელსაც ჯიბეში სწორედ ის უდევს,რაც მათ ასე ძლიერ აკლიათ.განსაკუთრებულ ადგილს მხოლოდ სიყვარული იკავებს,რადგან მსგავს გამონაკლის შემთხვევაში ამ პირველ ნახევარს მეორე შეეზრდება.როგორც ჩანს,ის,ვინც გვიყვარს,იქ დგას,სადაც ყოველთვის რაღაც საკმარისი არ არის.სულები,ასე ვთქვათ,dos a dos ერთდებიან და ამასთან ზედმეტნიც ხდებიან.ამიტომ ყრმობის სიყვარულის გავლის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა სულის ნაკლებობას ვერც კი ამჩნევს და ეს ეგრეთწოდებული სისულელე კეთილშობილური სოციალური დავალების შემსრულებელი ხდება.

ღმერთმა იცის,მაინც რა არის ეს სული! უდავოა,რომ მწველი სურვილი,ყური დავუგდოთ მის ხმას,შედეგად მოქმედების განუზომელ თავისუფლებასა და ნამდვილ ანარქიას ტოვებს.იმის მაგალითებიც არსებობს,რომ დანაშაულს სწორედ, ასე ვთქვათ ქიმიურად სუფთა სულები სჩადიან.საკმარისია,სულმა მოვალეობისა და მშვენიერეის სფეროში ბურჟუაზიული განათლებითა და იდეალებიათ გაღრმავებული მორალი და ფილოსოფია შეიძინოს,და მასაც მაშინვე წესდების,მითითებებისა და ინსტრუქციების მთელ რიგ სისტემას წაუყენებენ,რომლის შესაბამიობადაც იგი უნდა იქცეს.სანამ იმაზე დაფიქრების უფლება მიეცემა,რომ ის მნიშვნელოვანია,და გავარვარებული ღუმელივით გამოსცემს მხურვალებას.შემდეგ უკვე მხოლოდ მის განმარტებასთან დაკავშირებული ლოგიკური კითხვებიღა რჩება:ემთხვევა თუ არა ესე თუ ის მოქმედება ამა თუ იმ მცნებას და სულიც გადატანილი ბრძოლის ველივით მშვიდ პერსპექტივას იძენს,სადაც დახოცილები წყნარად წვანან და,თუ სადმე სიცოცხლის ნამცეცი გმინავს ან ფეთქავს,მაშინვე ამჩნევენ.ამიტომაც ადამიანი ამ გადასასვლელს შეძლებისდაგვარად სწრაფად გაივლის.თუ რელიგიური ეჭვები ღრღნის,როგორც ხანდახან,ახალგაზრდობაში ხდება ხოლმე,მალევა ურწმუნოთა დევნას იწყებს,თუ სიყვარულმა თავგზა აურია,მას ქორწინებად გადააქცევს,თუ სხვა რამ გზნებამ მოიცვა,მისი ცეცხლისგან თავის დასაღწევად ამ ცეცხლისთვისვე აგრძელებს სიცოცხლეს.დღის უამრავ წუთს,ყოველი მათგანი შინაარსს და იმპულს,რომ საჭიროებს იდეალურ მდგომარეობას ადგენს,ამავე მდგომარეობისათვის ათასნაირი საქმიანობით,ანუ მიზნისკენ მიმავალი საშუალებებით,დაბრკოლებებითა და ინციდენტებით ავსებს,რაც სრული გარანტიაა იმისა,რომ ამ მიზანს ვერასოდეს მიაღწევს.სულელს,სულით ავადმყოფს ან აკვიატებული იდეების მქონე ადამიანის გარდა,გზნების ამ ცეცხლს მუდმივად ვერავინ უძლებს.ჯანმრთელი კი მხოლოდ იმ განცხრომას უნდა დასჯერდეს,რომ ამ იდუმალი ცეცხლის ნაპერწკალის გარეშე სიცოცხლე არაფრად უღირს.

ნახვა: 144

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters