მიქელანჯელო

იქ დამამკვიდრე, მეუფეო, სადაც აფრიან
ნავს ანანავებს გაელვება უცხო მშვენების,
თვალს ადევნებენ ფერიები სულთა ბენეფისს
და ზეციური მხედრობანი შუქში დაქრიან.

დავთმოთ ყოველი, ცხოვრებაში რაც გვიზღაპრია

- მოძმის ღალატი, მოძალება ავი ენების,
თუმც, დამერწმუნე, სინანული აუხდენელის
მზის მიდრეკისას ერთიორად უფრო მძაფრია.

ხელთაღმპყრობელო, ამისრულე თხოვნა ურიცხვის

- მეც შემამზადე საუკუნო საზღაურისთვის:
ცის სასანთლიდან დამანათე შუქი მოსანთლის,
კვლავ შეივედრე გატანჯული ჩემი გენია
და ზეციერთან წარმადგინე სამსჯავროსათვის,
როგორც აქამდე არაერთი წარგიდგენია...

ნახვა: 246

ტეგები: michelangelo, poetry, qwelly, გენია, გენიოსი, ზღაპარი, მიქელანჯელო, პოეზია, ქველი, ქროლვა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters