შევდივართ სასახლეში.
წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით.
ჰაერი სიკვდილით დაფარეს...
განდეგილ ცხოვრებით დღეგრძელი მოხუცი ცხოვრობდა აქ ერთ დროს.
ვინ იყო? სახელი არავინ იცოდა.
ათასგვარ წამლით და შელოცვით ეძებდა ბედნიერ სამკვიდროს
და მუდამ ფარული ღელვებით იწოდა...
მის თვალწინ ქარივით დგებოდენ ყოველღამ ფერმკრთალი ქალები:
სანთლების, წიგნების წყევლა და ვედრება!
ისინი ტიროდენ, ისინი რეკავდენ თვალების რკალებით.
რისხვა! ამხედრება!
აქ ხშირად ვხედავდი საყვარელ აჩრდილებს:
უეცარი გახელა, საოცარი შენობა,
როგორ მოვანდომინო.
მესმის უცხო სახელი, მტანჯავს მე უშენობა,
იდუმალო დომინო!
არაფერი ეშველა: ნიღაბები წითელი,
ნიღაბები ათასი!
მაგრამ მე მომეჩვენა ჩემი ცა უწინდელი
უფრო უდიადესი.
ლანდად სჩანდა ხელები და გეძებდი თვალებით,
დაღალული თვალებით!
რეკდენ ცისარტყელები ფერის ჩუმი ცვალებით
და მძაფრი გამალებით.
წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,
რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.
თეთრი კვამლი ზღაპრების,
ამართული კანკელი.
მესმის ამ გამძაფრების
წამწამების კანკალი.
ქალთა ხმაში ფარული
ყვავილები სუროთი,
თოვლის ფერ-უმარული -
გაფითრების სურათი!
და თვალების წყვდიადი
და სიცილის ფერება -
როგორც ყრუ ბაიათი -
ფიფქით დამემტერება.
ოჰ! ვიცი: სიცივიდან
ტერფამდე ვარ: დიდება!
მასთან ალებს მივიტან,
ვეტყვი... არდარიდება!
ვიცი: ფრთასაც ვერ ახებს
იდუმალად ბეჯითი,
თითების გრძელ ზამბახებს
დაჩრდილული ბეჭედი.
ლანდივით მაქვს ნახული
ბეჭდის თვალში მოლები:
მოტეხილი ზაფხული
და ოხვრის პაროლები.
წმინდაო, დამიცევ! სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით
ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,
რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს.
დარბაზში ისმოდა: დომინო! დომინო!
გამოჩნდა დ ო მ ი ნ ო.
1916
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია