გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ პირქუშ ღამეს მოვიდა ის, შავ მოსასხამში, წითელი თვალებით, ბოროტი ღიმილით და ცულით ხელში, გეგონებოდა საფრთხობელაზე შემოუცვავმთ მოსასხამი და ძლებზე კანი გადაუკრავთო, სახე კი თითქოსდა ჰგავდა ადამიანისას და ამავდროულად განსხვავდებოდა მისგან, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, ნახევარი სახისა სიკეთეს ასხივებდა, მეორე ნახევარი კი ბოროტებას, ეს ყველაფერი მეტად საზარელი იყო, მის დანახვაზე გამაჟრჟოლა და გულში გავიფიქრე, ნუთუ ეს ის არის-მეთქი , მან კი თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და გადაიხარხარა....

როცა წამოვხტი უკვე გვიანი იყო... ერთიანად დამშვიდებულიყოო...  „ის“ საწოლზე იწვა, მაგრამ მხოლოდ სხეული...  არც კი სუნთქავდა და ხელი რომ შევახე გაყინული იყო, სული კი ვინ იცის სად იყო იმ წამს. დიდხანს ვერ ვუყურე... გარეთ გავედი და ტირილი დავიწყე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რეალურად მომხდარს... მას შემდეგ საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ მისი უკანასკნელი ამოსუნთქვის დროს მის გვერდით არ ვიყავი...

კარგად მახსოვს უკანასკნელი დღეც... ვიცოდი რაც ხდებოდა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი რომ ეს შესაძლებელი იყო, ვინაიდან მისი დაკარგვისთვის არ ვიყავი მზად, თუმცა ადამიანი არასდროს არ არის ძვირფასი ადამიანის დაკარგვისთვის მზად...

ის განსაკუთრებული იყო ჩემთვის, შეიძლება ეგოისტურადაც გამომივიდეს, მაგრამ მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მუსიკა და მე.....

კარგად მახსოვს მისი სახე, სიარულის მანერა და სათნო ღიმილი. რაც თავი მახსოვს თეთრი თმები ჰქონდა და პატარა ულვაშებს ატარებდა, პირს ყოველთვის იპარსავდა მამაჩემისგან განსხვავებით და ასე ამბობდა ლოყა პრიალა უნდა მქონდეს რომ კოცნის დროს არ გიჩხვლიტოსო, სიარულის დროს დათვივით დაბაჯბაჯებდა, ყოველთვის საქმეში იყო და ფუტკარივით ხან სად ფუსფუსებდა, ხან სად... მამაჩემთან ხშირად მოსდიოდა კამათი, მაგრამ მისი უმცროსი ძმა ქვეყანას ერჩივნა და ასეთი ბუზღუნა და ბრაზიანიც კი საყვარელი იყო... ცოლ-შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებდა და ყოველ ღამით კი ღმერთს ავედრებდა ჩვენს თავს...

შენნაირები ცოტანი არიან და შენნაირად ბევრს არ შეუძლია უყვარდეს!

ყველაფერი მახსოვს, ყველა დეტალი, რაც შენ გიკავშირდება „ბუძა“, ჩემო ყველაზე ფუმფულავ და თბილო, მაგრამ ის დილა... ის დილა ყველაზე სევდიანი იყო ჩემთვის. იმ დღეს გამიფრინდი... და ამ დღიდან უკვე 8 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც ისევე ძვირფასი ხარ ჩემთვის, როგორც მაშინ....

შენს მერე რამდენიმე ხანს შენი გამოხედვა და თვალები დამდევდნენ თან... ის გამოხედვა, რომელიც მე უკანასკნელად ვიხილე. მიყურებდი მხოლოდ მე, თვალს არ მაშორებდი და ხმას კი არ იღებდი.  მინდოდა ჩაგხუტებოდი და  მეკოცნა ბევრი, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ არც ეს გავაკეთე...  მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერც ეგ მოვახერხე... ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი....

მაპატიე!..

რამდენჯერ მინატრია ამ ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც ჩაგხუტებოდი, ფეხები შემომეწყო შენს ღიპზე,  ან მეტყაპუნებინა შენთვის ლოყაზე, როგორ მაშინ... თუნდაც მხოლოდ სიზმარში, მაგრამ არა...

არ ვიცი რატომ მაინცდამაინც გუშინ, მაგრამ ეს გუშინ მოხდა.

გუშინ სიზმარი ვნახე ფერადი.... ჩემს შავთეთრ სიზმრებს შენ მიეცი ფერი...

მე შენ ისევე ცხადად გიხილე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავ ადამიანებს, თუმცა კი შორს იყავი ჩემგან, მაგრამ ისეთივე თბილი და ღიმილიანი, როგორიც ახსოვს შენს სალამურას....

.........................................

მომენატრე... ჩემებურად, მაგრამ ძლიერ მომენატრე...
თუმცა ყოველთვის მენატრებოდი, მაგრამ შენ მუდამ ჩემთან, ჩემს გონებაში იყავი... შენ ის ერთადერთი ხარ, რომელსაც დაუსრულებლად შემიძლია ველაპარაკო ყველაფერზე, რაც მიხარია და მახარებს, მტკივა და მაწუხებს... შენ ხომ იმაზე მეტად გიყვარდი, ვიდრე ეს არის შესაძლებელი და ალბათ გიყვარვარ ჯერ კიდევ...
შენ ჩემი სევდა და სიხარული ხარ ერთდროულად...
მადლობა ყველაფრისთვის!! პირველ რიგში შენი უპირობო, უზარმაზარი სიყვარულისთვის და სითბოსთვის!!!
მიყვარხარ სამუდამოდ, ისევე ბავშვურად და წრფელად, როგორც ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში!!
გმადლობ იმ ფერადი სიზმრისთვის და შენი არსებობის შეხსენებისთვის!

მიყვარხარ!

მენატრები!

მე შენ გიხილავ!..



ნახვა: 527

ტეგები: qwelly, qwellyland, ბავშვობა, სიზმარი, ფერადი

თათია: ოქტომბერი 29, 2015||11:24pm

ჩემგანაც გაფრინდა ასეთი ადამიანი, და მის ყოფნას ჩემს ცხოვრებაში, მეც ზღაპრულ სიზმარს ვეძახი. ♥

 

salome: ოქტომბერი 30, 2015||1:18am
როგორ მომენატრა!!! ერთ-ერთი ყველაზე ფუმფულა ადამიანი,რომელსაც
ძალიან უყვარდა სიცოცხლე და თავისი პატარა ძმისშვილი♥ ♥ ♥
თათი,რაც მთავარია, მარადიულ ზღაპრულ სიზმარად დაიდებს ბინას გონებაში:***

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters