ტანად საშუალო სიმაღლის, ალბათ პუტკუნა :))(პრინციპში იქნებ არც, მაგრამ მირჩევნია ასე ვიფიქრო:) სიარულის მანერა??? ეს იმის შესაბამისად, თუ სად მივდივარ, მაგრამ ძირითადად ჩქარი და რიტმიდან ამოვარდნილი, რამეთუ ხშირად მაგვიანდება შეხვედრაზე და შესაბამისად ყოველთვის სადღაც მეჩქარება.

      თითები...ოოოო... აი პიანისტი, რომ ვყოფილიყავი ჩემი თითები სილამაზით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ, (ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პიანისტებს გრძელი, გამხდარი და ჰაეროვანი თითები უნდა ჰქონოდათ, სწორედ ამიტომ მივატოვე მუსიკის პედაგოგთან სიარულიც, თუმცა ეჭვი მეპარება ჩემში რომელიმე შოპენი ან მოცარტი ყოფილიყო მიძინებული:)) მაგრამ არც ის იფიქროთ, რომ უშნო, უხეში ან ტლანქი თითები მქონდეს, სულაც არა... მამაჩემს მასაჟებს ვუკეთებ ხოლმე და ხშირად მეუბნება "გემრიელი" ხელი გაქვსო :)) მაგრამ სწორედ ამ ხელების "სიმწარეც " უგემიათ ზოგიერთებს....:)) ამიტომ იმის იმედითაც ნუ იქნებით, რომ თითქოსდა საჭირო დროს არ შემეძლოს ვინმეს დამსახურებული სილა აუნაზღაურებელი დავუტოვო :)

       თმები ისეთივე, როგორც მე ვარ... არც ძალიან კარგი, არც ძალიან ცუდი. ნახევრად სწორი, ნახევრად ტალღოვანი. ერთმანეთს ეწინააღმდეგება არა? სწორედ ისევე, როგორც ჩემი ხასიათის ელემენტები... მიუხედავად ზოგი უარყოფითი რამისა, მე შემიძლია შევხედო სიმართლეს თვალებში და შევიცნო თუ როგორია რეალობა, ამის გამბედაობა ყოველთვის მყოფნის, რაც ყველაზე მთავარია შემიძლია დამარცხების აღიარება, მაგრამ არა მასთან შეგუება...

       თვალების ფერი – თაფლისფერი, მწვანე ელფერით. გამოხედვა დამოკიდებული ობიექტზე!.. :)

      თვალები ვერასოდეს მალავენ ჩემი გულის ნადებს, გრძნობებს და ემოციებს. როცა მეტირება ისინიც ტირიან, როცა მეცინება ისინიც იღიმებიან, როცა აღფრთოვანებული ვარ ვერ მალავენ ამ აღფრთოვანებას, როცა მოწყენილი ვარ ისინიც ჩემთან ერთად მოიწყენენ, მაგრამ არასდროს ქრება მათში ის პატარა ნაპერწკალი, რაც ჩემში ცოცხლობს, იმედის და რწმენის!.. ამდენად ხშირად ვიმეორებ: "თუ მიზნის მიღწევა გინდა არ დანებდე მაშინაც კი, როდესაც იმედი გადაწურული გაქვს!.."

       დღე კარგად იწყება, როცა ვიღიმები. ღიმილი იმის მანიშნებელია, რომ მზად ვარ ყველა დაბრკოლება გადავლახო!.. თითქმის ყოველ დღე ასე ხდება. იშვიათად ვარ მოწყენილი და უხასიათოდ, ეს მართლაც გასაოცარი ფაქტია ხოლმე... დღის წესრიგი არასოდეს შემიდგენია, არასოდეს ვგეგმავ... არ მაქვს გატვლილი საათები, წუთები და წამები, რადგან როცა დილა თენდება, თავისთავად იწყება დღე... მე კი ვცდილობ ფეხი ავუწყო ამ ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელშიც აუცილებლად მოხდება რამ გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი, სასიამოვნო, თუ უსიამოვნო ფაქტი, რომელიც რაღაც აზრს აძლევს ცხოვრებას, ამ ერთფეროვან ცხოვრებას... იქიდან გამომდინარე, რომ არ მიყვარს მონოტონურობა, ყოველთვის ვცდილობ ჩემი ცხოვრების გამრავალფეროვნებას, რისი წინაპირობაც ჩემი მშფოთვარე სული და დაუდგრომელი ხასიათია...

        არ მინდა უფერულად მიილიოს და ჩარქეს ჩემი ცხოვრების პატარა მანათობელი ვარსკვლავი ,რომელიც იმის მანიშნებელია, რომ ვარსებობ! არ მინდა ისე წავიდე იმ ქვეყნად, საკუთარ თავს ვეკითხებოდე, გავაკეთე კი რამე??? შეიძლება ამბიციურ ადამიანადაც ჩამთვალოთ, მაგრამ არა... არც ის იფიქროთ საკუთარი თავისგან რაღაცის ან ვიღაცის შექმნას ვცდილობდე, მე სალომე ვარ და ყოველთვის ვიქნები, არა აქვს მნიშვნელობა, წლების შემდეგ ჩემი ტვინი უფრო დანაოჭდება თუ ნაკლებად :)))

       ბევრი ჩანაფიქრი მაქვს და ამ ყველაფრის განხორციელებას ვეცდები...(იმედია გამომივა) მე კი ის დამაკმაყოფილებს სანამ მივიძინებდე, ვიცოდე, "რომ შევძელი და ფინიშს მივაღწიე!"                            

       p.s. აღარც მახსოვს როდის იყო... : ))

ნახვა: 338

თათია: ოქტომბერი 25, 2012||11:27pm

სალომე მომწონხააარ :* მიხარია , რომ ხარ აქ :* გისურვებ შენი ჩანაფიქრების განხორციელებას :)

salome: ოქტომბერი 25, 2012||11:38pm
გაიხარე ჩემო კარგო:* :* მიხარია რომ ბევრი შემოქმედი ადამიანია აქ;) ეს ჩემი ბავშვობაა ისე...: ) რედაქტირება ვერ მოვასწარი ისე მივპოსტე... უნდა გავასწორო :))
ცისია: ოქტომბერი 25, 2012||11:49pm

shenii tvaleebii.. me moomeewoona....

salome: ოქტომბერი 25, 2012||11:53pm

 : ))) :*

ლაშა: ოქტომბერი 26, 2012||7:54am

მშვენიერი CV შეადგინე რა გინდა... :) :) :) :) 

მე მომწონს! ;)

salome: ოქტომბერი 26, 2012||9:54am

მადლობა ლაშა : ))  და cv-ის ნაცვლად ეგ ხო არ გავაგზავნო ხოლმე? : )))))

ლაშა: ოქტომბერი 26, 2012||2:37pm

მგონი გამოდგება... გააჩნია ვაკანსიას... ;) ;) :) :) :) :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters