ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში კითხვა დაუსვა ერთ სტუდენტს:

პროფესორი:
ღმერთი კარგია?
სტუდენტი:
დიახ.

პროფესორი:
ეშმაკი?
სტუდენტი:
არა.

პროფესორი:
მართალია. მაშინ მიპასუხე, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი:
დიახ.

პროფესორი:
ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ასეა?
სტუდენტი:
დიახ.

პროფესორი:
და ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი:

პროფესორი:
პლანეტაზე არსებობს სიმახინჯე, ავადმყოფობა, უვიცობა, კადნიერება. ეს ყველაფერი არსებობს, ხომ მართალია?
სტუდენტი:
დიახ, სერ.

პროფესორი:
ვინ შექმნა ისინი?
სტუდენტი:

პროფესორი:
მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა იმისთვის, რომ გამოიკვლიოს სამყარო. მითხარი, შვილო, შენ გინახავს ოდესმე ღმერთი?
სტუდენტი:
არა, სერ.

პროფესორი:
გაგიგია მისი ხმა?
სტუდენტი:
არა, სერ.

პროფესორი:
შეგიგრძვნია ოდესმე? გაგისინჯავს მისი გემო? გიყნოსია?
სტუდენტი:
ვშიშობ, რომ არა, სერ.

პროფესორი:
და შენ მაინც გჯერა მისი?
სტუდენტი:
დიახ.

პროფესორი:
მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებას შეუძლია განაცხადოს, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია რაიმეთი შეეწინააღმდეგო ამ განაცხადს?
სტუდენტი:
არა, პროფესორო, მე მაქვს მხოლოდ
რწმენა
.
პროფესორი:
სწორედაც! რწმენა – ეს არის მეცნიერების მთავარი პრობლემა.

სტუდენტი:
პროფესორო, სიცივე არსებობს?

პროფესორი:
ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ არასდროს შეგცივნია?
(სტუდენტებს ახალგაზრდას კითხვაზე გაეცინათ)

სტუდენტი:
სინამდვილეში, სერ, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, ის, რაც ჩვენ სიცივედ მიგვაჩნია, სინამდვილეში არის სითბოს არარსებობა. ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ იმაზე, აქვს და გადასცემს თუ არა ის ენერგიას. აბსოლუტური ნული (–273°C) არის სითბოს სრული არარსებობა. მთელი მატერია ხდება ინერტული და არ შეუძლია რეაგირება ამ ტემპერატურაზე. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა იმისთვის, რომ აღვწეროთ, რას ვგრძნობთ სითბოს არქონის დროს.

(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა).

სტუდენტი:
პროფესორო, სიბნელე არსებობს?

პროფესორი:
რა თქმა უნდა. რა არის ღამე, თუ არა სიბნელე?!

სტუდენტი:
თქვენ ისევ არ ხართ მართალი, სერ. სიბნელე აგრეთვე არ არსებობს. ის სინამდვილეში სინათლის არარსებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ სიბნელე – ვერა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა იმისთვის, რომ დავშალოთ თეთრი სინათლე მრავალნაირ ფერებად და შევისწავლოთ თითოეული ფერის ტალღის სიგრძე. თქვენ არ შეგიძლიათ გაზომოთ სიბნელე. სინათლის უბრალო სხივს შეუძლია შეიჭრეს სიბნელის სამყაროში და გაანათოს ის. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა დონეზე ბნელია ესა თუ ის სივრცე? ამისთვის თქვენ ზომავთ ამ სივრცეში სინათლის ოდენობას. ასე არ არის? სიბნელე ეს არის ცნება, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად, თუ რა ხდება, როცა არ არსებობს სინათლე.

სტუდენტი:
სერ, ბოროტება არსებობს?

პროფესორი:
რა თქმა უნდა. ჩვენ მას ყოველ დღე ვხედავთ. ადამიანებს შორის სისასტიკე, უამრავი დანაშაული და ძალადობა მთელს მსოფლიოში, განა ეს მაგალითები ბოროტების გამოვლენა არ არის?

სტუდენტი:
არა, სერ, ბოროტება არ არსებობს. ღმერთს არ შეუქმნია ის. ბოროტება არის ღმერთის არარსებობა. ის ჰგავს სიბნელესა და სიცივეს. ეს არის სიტყვა, შექმნილი ადამიანის მიერ ღმერთის არარსებობის აღსაწერად . ბოროტება არ არის რწმენა და სიყვარული, რომლებიც არსებობენ ისევე, როგორც სინათლე და სითბო. ბოროტება ეს არის ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არქონის შედეგი. ეს არის მსგავსად სიცივისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სითბო ან მსგავსად სიბნელისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სინათლე…

ამ სტუდენტს
ალბერტ აინშტაინი
ერქვა.

ნახვა: 519

ლაშა: მაისი 8, 2012||9:44pm

ბავშვებო ძალიან მაგარი რამეა...

ჩემი მოკრძალებული რჩევაა >> წ ა ი კ ი თ ხ ე თ !

აკაკი ლიპარტია: მაისი 8, 2012||9:46pm

 მეც ძალიან მომწონს 

tako tsirdava: მაისი 11, 2012||7:38pm

dzalian momewona :)

George: მაისი 23, 2012||9:50pm

AinshTains gaukvirdeboda, Tu gaigebda, rom es *dialogi* mas miaweres ))

აკაკი ლიპარტია: მაისი 23, 2012||10:14pm

:D:D:D visi sityebia batono giorgi es sityvebi?sadgac vnaxe da momewona da davakopire chemit ar damiweria:D tan tqvenc gvitxarit memgoni ert leqciaze magdagvari sityvebi

George: მაისი 23, 2012||10:30pm

1. es shetxzuli dialogia (anu realobashi is ar yofila) -studentobashi AinshTaini atheisti iyo (

2. *ბოროტება არის ღმერთის არარსებობა*( sisulele romelic gamowveulia cudi TargmaniT)

3. *magdagvari sityvebi* -sashineli frazaa(Rvtismetyvelebashi) - vinaidan yvela mwvalebloba iyo(aris)  dogmatebis magdagvari sityvebi !!(( 

აკაკი ლიპარტია: მაისი 23, 2012||10:39pm

gaixaret,madloba 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters