ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

უილიამ შექსპირი, მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი

ნახვა: 848

ტეგები: qwellyland, არტი, ერთგულება, სონეტი, შექსპირი, ხელოვნება

elene vadachkoria: სექტემბერი 1, 2012||3:08pm

ვინ თვლით გენიოსად შექსპირს? რამე თუ წაგიკითხავთ მისი და რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ? მე ვთვლი, რომ გენიოსია! 

ლაშა: სექტემბერი 1, 2012||3:10pm

ელეეეეეეეეეეე.... ხშირად გამოგვიარეეეეეე... სუპერ მაგარი იყო!!!

ლაშა: სექტემბერი 1, 2012||3:12pm

ელე, შენ გაქვს სამი კი და კიდე მთელი მსოფლიოს კი - შექსპირი მართლა გენიოსი იყო... :)))) თავისი დროის გენიოსი... :)

archil kvinikadze: სექტემბერი 1, 2012||3:16pm

ეს სიტყვებია თენგიზ აბულაძის ფილმ ,,მონანიებაში'' ბატონი არავიძე ამბობს მხატვართან სახლში

elene vadachkoria: სექტემბერი 1, 2012||3:20pm

კი არჩილ მართალი ხარ, უბრალოდ ბოლო 2 სტრიქონს აღარ ამბობს

ლაშა: სექტემბერი 1, 2012||3:22pm

ბოლო ორს ვერც იტყოდა ელენე... ;) ;) ის ხომ ვერ გაიქცეოდა აქედან...

თათია: დეკემბერი 7, 2013||7:15pm

და კიდევ რამდენ რადგანს დავუმატებდით...

mariami: მაისი 3, 2016||2:19pm

კაცობრიობის ჭეშმარიტი ნაყოფი, ყველა დროის გენია ))

ლაშა: მაისი 3, 2016||6:45pm

mariam kubaneishvili, ვისზედ ამბობ მაგას? :D

mariami: მაისი 3, 2016||7:57pm

ლაშა შენი აზრით? :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters