და როგორც ყოველთვის შეშინებული და გულაცრუებული ვიწყება რაღაცაზე წერას, დანამდვილებით არასოდეს ვიცი რა გამომივა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ვატარებ, პატარა თეთრი ვირთხასავით ტვინის ყველა უჯრედს რომ უთვალიერებენ და მიკროსკოპით ტვინს რომ უკვლევენ მას ვგავარ. რთულია როდესაც რაღაც გაწუხებს, გინდა დაწერო, მაგრამ ხვდები რომ ცივი გონებით უნდა მიუდგე ამას, ისე უნდა ისაუბრო და გამოხატო შენი სათქმელი, რომ ვიღაცის თვალში გაღიზიანება არ გამოიწვიო.
ზოგადად ყველამ იცის, რომ ცხოვრება ძალიან რთულია. ერთეულებისთვის არის იოლი მისთვის ალღოს აღება, რადგან ეს ერთეულები ყველაფერზე წამსვლელები არიან წამიერი ბედნიერებისთვის. ძალიან მიკვირს ერთი რაღაც ამ ცხოვრებაში, თუ წუთისოფელი დროებითია და ყველა წამსვლელი ვართ აქედან და თუ წუთისოფელი ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებს, ხომ შეიძლება ისე მოაწყოს, რომ სრული სიმშვიდე და იდილია იყოს?! მაგრამ რაღათქმაუნდა არა! რა აზრი ექნება მაშინ ცხოვრებას თუ იდილია და სიმშვიდე იქნება?! ხო, მართლა რა აზრი ექნებოდა ასე რომ ყოფილიყო?! ხანდახან ხომ უნდა გეტკინოს, რომ მიხვდე და იგრძნო რისთვისაც ხარ დაბადებული. ბევრ ჩემზე ჭკვიან ადამიანს აქვს ამ თემაზე ნაფიქრი და რაღათქმაუნდა ნასაუბრებიც. ზოგი ფიქრობდა, რომ ადამიანი ამ ქვეყანაზე მოვლენილია იმისათვის, რომ სადღაც მაღლა, კოსმოსში, სადაც ღმერთია იქ დიდი შეცდომა დაუშავეს და აქ გამოუშვეს ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ზოგი ადამიანი რომელიც ახალგაზრდობაში იღუპება მალევე ასწორებს ამ დანაშაულს, ზოგი კი ძალიან დიდხანს ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და იქ დაშვებულ შეცდომებს აქაურსაც უმატებს. ბევრი რამ აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით დაწერილი, ახალს ვერაფერს დავამატებ, მე მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ტკბილი და იოლი ნამდვილა არაა ცხოვრება, ხანდახან იმდენად დამაბნეველია, რომ აზზრსაც ვერ ვწვდებით, როგორ უნდა მოვიქცეთ, ხანდახან კი იმაზე იოლია ვიდრე წარმოგვედგინა, რაღაცნაირი გასაღები უნდა მოარგო ამ ყველაფერს, რომ გაღება შეძლო და ოდნავ მაინც შეიმსუბუქო ტვირთი, მაგრამ ერთი რაღაც მაინც გასათვალისწინებელია, იმაზე მეტ ტვირთს არ მოგცემს ღმერთი სატარებლად, რის ტარებასაც ვერ შეძლებ. ადამიანი ბედნიერი მაშინაა როდესაც მართალია, მართალი არა კონკრეტულ სიტუაციაში, არამედ ცხოვრების წესით. ბევრ დაბრკოლებას ვხვდებით ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა მოგვდრიკოს, წაქცეულზე ისევ უნდა წამოვდგეთ. ფენიქსივით უნდა აღსდგე ფერფლიდან და ხელახლა შეუდგე ცხოვრებას, იმდენჯერ უნდა სცადო, სანამ მიზანს არ მიაღწევ.
შეიძლება ვიღაცას ეს ჩემი ნააზრევი, უბრალო სიტყვების რახა-რუხად მოეჩვენოს,მ აგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამას. მე იმას ვწერ რასაც ვფიქრობ და კრიტიკის არ მეშინია, ასევე ისე ვცხოვრობ, როგორც სწორად მიმჩნია, თუ ვცდები მხოლოდ ჩემ თავთან ვცდები და ვცდილობ სხვა არ დავაზიანო ჩემი შეცდომით. შეიძლება ჩემი ასეთი შეხედულებაც არაა მიზანშეწონილი და ამაშიც ვცდები, მაგრამ მირჩევნია ჩემი აზრი გამაჩნდეს ვიდრე ვიღაც ვითომ "სნობს" დავემზგავსო, რომელიც მხოლოდ მიმბაძველობით ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში. რაღაცის ნაწილი, რომ იყო, ვთვლი რომ პირველ რიგში შენი თავი უნდა აქციო რაღაცად...!
კარგია,რომ გამოხატავ იმას,რასაც გრძნობ:)
ბოლოს თითქოს სადღაც სხვაგან წახვედი ანი :) ბოლო აბზაცში თითქოს გინდოდა წინასწარ გაგეცა პასუხი იმათზე, ვინც შენს კრიტიკას დაიწყებდა, მაგრამ არ მგონია პირველ ორ აბზაცზე ვინმეს რამე საწინააღმდეგო აზრი ჰქონოდა... კი, ცხოვრება ისეთია როგორსაც დავხატავთ. ლამაზი და ხატოვანი, არარეალური სიტყვებია მაგრამ თუკი დავიჯერებთ რომ შეგვიძლია ყოველი დღის მხატვრებად ვიქცეთ, მაშინ ყველაფერი უფრო საამური, მშვიდი და როგორც შენ ამბობ იდილიაში განვლილი იქნებოდა :)
ჩემი გულწრფელი მოწონება ამ პოსტს ! ♥
:*
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია