ქველზე მოღვაწეობის კრიტერიუმები
ყველას კარგად მოეხსენება რას წარმოადგენს ჩვენი დროის www. ესაა გაუფილტრავი, გადაუმუშავებელი მასალა, უდიდესი რაოდენიობით მიყრილ-მოყრილი ერთი და იგივე ინფრომაცია, ღირებული ან უღირსი!
ქველი - შეიქმნა 2012 წლის გაზაფხულზე და მისი შექმნის დღიდან, ერთ-ერთ მიზნად დაისახა დასუფთავებული, მოწესრიგებული, გაფილტრული სოციალური ქსელის სტატუსი ჰქონდეს, თავისი არსებობის მანძილზე!
ამიტომ, ქველზე მოღვაწეობისას, თითოეული წევრი ვალდებულია რამდენიმე კრიტერიუმი დააკმაყოფილოს!
პოსტის თემატიკა.
1. Search;
2. photo;
3. video;
4. Blog post / Forum;
5. Music;
6. Share.
1. Search!
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ინტერნეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ისაა რომ ერთსა და იმავე ინფორმაციას შეხვდებით უამრავჯერ! ქველი ცდილობს თავის სივრცეში დააყენოს „ფილტი“, რომ პოსტები, სტატიები, ვიდეოები არ განმეორდეს!
გარდა იმისა რომ ადმინისტრაცია თქვენდა დამოუკიდებლად წაშლის მასალას რომელიც ერთხელ უკვე იყო საიტზე, გთხოვთ თქვენც ყურადღება მიაქციოთ იმ პოსტს, რომელსაც აქვეყნებთ!
დაძებნეთ, ეგებ უკვე გამოაქვეყნა ვინმემ. დაძებნეთ სათაურით, აღწერილობით, შესაძლო საკვანძო სიტყვებით.
ფოტოების შემთხვევაში დაძებნა ცოტა გართლდება, თუმცა ეცადეთ ინტერნეტში გაპიარებული, გაცვეთილი ფოტოები არ გამოაქვეყნოთ და შესაბამისად თანხვედრაც არ იქნება! იყავით ორიგინალურები! ნუ დადებთ იმ მასალას რომელიც სხვამ შექმნა! გაავრცელეთ თქვენი და იქნებით შემოქმედები!
2. Photo
ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა თქვენს მიერ ატვირთულ ფოტოს, წინასწარ, კომპიუტერშივე გაუკეთდეს სათაური. უსახელო, უსათაურო ფოტოები წაიშლება ქველის ადმინისტრაციის მიერ. მომხმარებლებს კი მივმართავ, ვიდრე გამომქვეყნებელი არ დაასათაურებს ფოტოს, არ გამოეხმაუროთ არც კომენტარით და არც მოწონებით!
შესაძლებელია უკვე ატვირთული ფოტოებისთვის სათაურის შეცვლაც:
ფოტოების ატვირთვის რამდენიმე გზა არსებობს.
1. ფოტოს ატვირთვა მთავარ გვერდიდან:
ნაბიჯი პირველი:
ნაბიჯი მეორე:
2. ფოტოს ატვირთვა თქვენს პირად გვერდიდან:
ნაბიჯი პირველი:
ნაბიჯი მეორე:
ნაბიჯი მესამე:
ნებისმიერ შემთხვევაში, დამატებული ფოტოები გამოჩნდება თქვენს პირად გვერდზე.
ვიმეორებ, აუცილებელია ფოტოებს წინასწარ გაუკეთდეთ დასახელება.
3. Video
4. Blog post / Forum
მოგეხსენებათ ქველზე პოსტის გამოქვეყნების ორი საშუალება არსებობს. ერთი - პირად ბლოგში/დღიურში და მეორე თემატურ ჯგუფებში ფორუმის გახსნის სახით.
პირველ რიგში, ისევე როგორც ვიდეოების შემთვევაში აქაც ყურადღება უნდა მივაქციოთ თემატიკას. თუ პოსტი რომლის გამოქვეყნებასაც ვაპირებთ შეესაბამება რომელიმე თემატურ ჯგუფს, აუცილებელია დავპოსტოთ იქ. თუ არცერთს არ შეესაბამება ანდა პირადი თემებია განხილული, განვათავსოთ ჩვენს ბლოგში!
ორივე მათგანს ერთ და იგივე ინტერფეისი აქვს, ერთნაირი ღილაკები და მანევრირების ერთნაირი საშუალებები.
იხილეთ >> ფოტო ინსტრუქცია
დაპოსტვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა!
5. Music
ქველს სხვა მრავალი ღირსებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს მუსიკალური ფლეერში, რომელშიც სიმღერების დამატება ხდება სხვისი ფლეერებიდან, ინტერნეტიდან ლინკების საშუალებით და კომპიუტერიდან ატვირთით. იხილეთ დამხმარე ვიდეოები, სადაც ეს ყოველივეა განხილული.
ვიდეო 1 - სიმღერის დამატება ჩვენს ფლეერში
# ----------------- #
ვიდეო 2 - Link_ის საშუალებით სიმღერის დამატება
# --------------------- #
6. Share
ქველს აქვს სხვადასხვა ცნობილი სოციალური ქსელების მხარდაჭერა, რაც გამოიხატება გაზიარების ავტომატური, ანდა მექანიკური ფუნქციით. ყველა მასალას რომელიც კი ქველზე არის განთავსებული, იქნება ეს ფოტო, ვიდეო, ბლოგი, ფორუმი გააჩნია share_ს ღილაკი, რომელიც პოსტის ქვემოთ არის, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა რომ ზოგჯერ ჩვენ ვაწვებით Facebook_ის Like გამზიარებელს, მაგრამ რეალურად პოსტი არ გაზიარდება ჩვენს Facebook კედელზე.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მიჰყევით ინსტრუქციას:
საიტის ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძლებეს დამატებითი ინსტრუქციების განახლებას და გაუმჯობესებას!
შეკითხვები დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებენ ან შეტყობინების, ან კომენტარის სახით.
ramdeni giishroomia laashiko :*
გენაცვალე ცის, მთავარია ნაყოფი ;)
ლაშა არ ეპუება ქველის წევრების განათლებას :D
მერანი გინდა ლაშა? :)
kargiaaa yochaggg :)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია