აფეთქება დიდ დიღომში, მერიის ტრიბუნა, მოსამართლეების სია და გახსნილი მონასტერი

      მთელი დღე ჩვეულებრივვ, რიგით ამბებად ჩაივლიდა, რომ არა საღამოს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. არიან დაშავებულები. ამას გარდა დღესაც ისმოდა საუბრები მოსამართლეებზე, მერის განცხადებები და კომენტარები პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ თემებზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუსი - ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 იანვარი, 2019/



      აფეთქება დიდ დიღომში - დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. თეიმურაზ კუპატაძე - ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი. შსს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად არასრულწლოვნის გარდაცვალებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს. დიდ დიღომში აფეთქებების ადგილზე მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე მივიდნენ. დავით სერგეენკო - იაშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვიდან მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება. კახა საბანაძე - ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია და მიმდინარეობს ტერიტორიის სრულად შესწავლა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში მივიდა. ივანე ჩხაიძე - იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 3-4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 7 ბავშვია დაშავებული. დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. „ყაზტრანსგაზ თბილისი“ არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომ დღის განმავლობაში მათმა თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი შეამოწმეს და დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. „იმედის კლინიკაში“ მოთავსებული 4 წლის პაციენტს სიცოცხლის შემანარჩუნებელი ინტენსიური მკურნალობა უტარდება. საბურთალოს გამგებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლებს საკუთარი ნივთების ასაღებად ცოტა ხნით შეუშვებენ.

      მოსამართლეთა სია - მაია ცქიტიშვილი მოსამართლეთა სიაზე - დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება. არჩილ თალაკვაძე - მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით კანონს უკუძალა ექნება - შესაბამისად, პარლამენტში წამოდგენილი სიის გაწვევა-არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. „ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას უნდა გაიწეროს დამატებითი კრიტერიუმები. დიმიტრი ხუნდაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიიდან მოსამართლეთა ნაწილი ჩემთვის მიუღებელია, ნაწილი - მისაღები. თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს-ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი. ეკა ბესელია - არასდროს მდომებია მოსამართლეობა, ამიტომ შევეშვათ ასეთი არასერიოზული თემებით მანიპულირებას.

      ახალი პარტია - თაკო ჩარკვიანის თქმით, მისი პარტია ქართულ პოლიტიკაში ანტიკორუფციული გეგმით „შემოაბიჯებს“.

      დაკეტილი მონასტერი - მიხეილ გიორგაძე - ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება მალე მოგვარდება - სამინისტრო მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს, სად გადაიყვანენ გარემოვაჭრეებს. მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეები მზად არიან იქ გააგრძელონ მუშაობა, სადაც შესაბამის პირობებს შეუქმნიან. ლევან აბაშიძე - თუ ეკლესიის დაკეტვით კანონი დაირღვა, დამრღვევი უნდა დაისაჯოს, არ აქვს მნიშვნელობა ანაფორა აცვია თუ არა. დიმიტრი ხუნდაძე - ჯვრის მონასტრის დაკეტვა პრობლემის მოგვარების აბსოლუტურად მიუღებელი ფორმა იყო - არსებული პრობლემის მიზეზი დღემდე მოქმედი მორატორიუმია.

      მერიის ტრიბუნა - კახა კალაძე მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმართავს, კორუფციასთან ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ. დაგეგმილი და განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები გვაფიქრებინებს, რომ მიმდინარე წელი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე 2018 წელი. კახა კალაძე „უპასუხისმგებლო კომპანიების“ „შავ სიაში“ შეყვანას არ გამორიცხავს. კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდა. კახა კალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობას უხდის. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქლაქის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ის 1 მილიარდ ლარს აღემატება. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გაზრდილი ბიუჯეტით მერია 2019 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. კახა კალაძემ ქალაქში უკვე განხორციელებული პროექტების დროს თბილისის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. თბილისის ვიცე-მერი - ბექა ოდიშარიას პროექტზე მერიას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ქალაქს არ დააზიანებს.

      მისალმება უკრაინას - არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. დავით ზალკალიანი - გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

      განათლების მომავალი - მიხეილ ბატიაშვილი - უმაღლესი განათლება და მეცნიერება უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი. თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი. წარმოუდგენელია მოსწავლეების განვითარება ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე.

საზღვარგარეთულები:

      მხარდაუჭერელი ბრექსიტი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელი - ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ემანუელ მაკრონი „ბრექსითის“ თაობაზე ახალი მოლაპარაკების შესაძლებლობას გამორიცხავს. ევროკომისიის წარმომადგენელი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადების გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავთ, თუ ლონდონი ოფიციალურად მოგვმართავს.

      ცივი ომის გადმონაშთი - ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია.

      ევროპის საფრთხე - მაიკ პომპეო - ირანი თავისი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს, რაც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს უქმნის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 196

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters