2019 წლის 17 იანვრის დღის მთავარი ამბავი, საწუხაროდ, ტრაგიკულია და 4 გარდაცვლილსა და რამდენიმე დაშავებულ ოჯახზე იუწყება - ეს დღე, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო გლოვის დღედ გამოცხადდა. დღეს უავდრობაც დაემატა და გრიპის ვირუსს წითელას ეპიდემიაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 იანვარი, 2019/

      გლოვის დღე - შსს-მ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კახა კალაძე - დიდი ტრაგედია დატრიალდა, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. ივანე ჩხაიძე - დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაცია პაციენტთან, სადაც მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო და მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად არ ფასდება. ირაკლი კობახიძე - უმძიმესია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს. მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე დიდ დიღომში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ანალოგურად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დღეს დილით დილით აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში დატოვეს. დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორივე პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა. დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიამ დაზარალებულები დააბინავა. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობდა. ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში აფეთქების საკითხის შესწავლა დაიწყო და ახსნა-განმარტებას „ყაზტრანსგაზისგან“ მოითხოვს. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი - აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლებს საკუთარი ნივთების ასაღებად ცოტა ხნით დღესაც შეუშვეს. დავით სერგეენკო - აფეთქების დროს დაშავებულ ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება. დიდ დიღომში დაზიანებული კორპუსის გვერდით მდებარე კორპუსის მცხოვრებლების განცხადებით, აფეთქების შედეგად მათი ბინებიც დაზიანდა. ანა დოლიძე - დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქვეყანაში. დიმიტრი ხუნდაძე - მთავარია დადგინდეს მიზეზი, რა არის გამომწვევი მიზეზი დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების და ანალიზის შემდეგ დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები. დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „სისხლის ბანკმა“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა, რასაც, მინისტრი სერგეენკო ასე გამოეხმაურა - სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და პროდუქტი შემდგომ კომერციულად გაყიდოს. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას შეუძლებელია სისხლის დეფიციტი გამოეწვია. „სისხლს ბანკის“ დირექტორი - ქვეყანაში რომ სისხლის კომპონენტების დეფიციტია, გუშინდელ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც განვაცხადეთ. სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორი დღეს გამოკითხვაზე მეორედ დაიბარეს. ადვოკატი - სამწუხაროდ, პოლიცია არ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეალურად მომხდარზე ბრალდებული პირი გამოიკვეთოს. კახა კალაძე - დედაქალაქის მასშტაბით, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. ირაკლი ხმალაძე - მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს. ადვოკატი - დიდი ალბათობით, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ცდილობს პასუხისმგებლობა სამშენებლო კომპანიაზე გადატყდეს. პოლიციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, გამოიკვეთა თუ არა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ვინმეს ბრალეულობა.

      უამინდობა - ნაქერალას უღელტეხილზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გომბორის უღელტეხილზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ავტობანზე ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა, საბოლოოდ, ჯამში ოცზე მეტი ავტომობილია შეჯახებული

      შეზღუდვები ჭონქაძეზე - დღეიდან თებერვლის ბოლომდე ჭონქაძის ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს.

      მომსამართლეთა სია - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა სიის საკითხზე „ევროპულ საქართველოს" წევრებს ხვდებიან. სულხან სალაძე - თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა იქნება, ღირსეულ კანდიდატებს არ აქვთ შანსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ. დავით ჭიჭინაძე - თუ ვიღაცას საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია. „ევროპული საქართველოს" წევრები მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეკა ბესელიას ინფორმაციით, ერთი პროექტი იქნება, რომელსაც „მხარს ყველა დაუჭერს, იმ ადამიანების გარდა, ვინც მოსამართლეთა სია დაწერა“. ნაზი ჯანეზაშვილი - მუშაობას გავაგრძელებთ, რომ დავიზღვიოთ თავი ჩინჩალაძის მეგობრების თუ მისი ჯგუფის წევრების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოხვედრისგან. დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, თითოეულ პატიოსან მოსამართლეს საშუალება ჰქონდეს „კლანის" გარეშე დაწინაურდეს.

      ძლიერი ქარი ზღვისპირეთში - ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

      ევროკავშირის დაფინანსებული ანაკლია - ევროკავშირმა ანაკლიის პორტის 233 მილიონი ევროთი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

      ახალი ეპიდემია - წითელა - ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. 1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა.

საზღვარგარეთულები:

      დენუკლეარიზაცია კორეაში - მაიკ პენსი – აშშ კვლავ მოელის ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს დენუკლეარიზაციის კუთხით.

      პრემირად დარჩენილი ტერეზა - ტერეზა მეიმ პრემიერის პოსტი შეინარჩუნა.

      ვენესუელას ამბები - ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რონ მაიკ პომპეო თავისი განცხადებებით ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ხელს უწყობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 177

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters