შემოდგომის აციება ზამრის სუსხმა და ყინვამ შეცვალა, მაგრამ ქალაქი მაინც საცობებში, ოხშივარსა და პოლიტიკურ შრომაშია ჩაფლული. განსაკუთრებით წინასაარჩევნო აქტიურობა პიკს აღწევს და კამათებიც უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.
არჩევნებამდე 4 დღით ადრე - ეკა ბესელია - „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს. დავით უთმელიძე - ჩვენი გუნდის მიზანია თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად. ეკა გიგაური - წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემური საკითხი საჯარო მოხელეების მობილიზაციაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის უკანონო ბრძანებების გაცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ირაკლი კობახიძე - კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, რომ ისაუბრონ ფაქტებით. ლელა ქებურიას ინფორმაციით, მის მეუღლეს და პარტიის მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კახა კალაძე - თუ კონკრეტულ კანდიდატებთან შეხვედრაზე ხალხი არ გამოდის, ეს "ქართული ოცნების" და ჩემი პრობლემა არ არის. გიორგი გახარია - კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია. ირაკლი კობახიძე - კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ ერგეტაში პროვოკაცია ”ევროპულმა საქართველომ” მოაწყო. ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს. საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს. საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს.
ბუნებასთან მხოლოდ შედეგებზე ვრეაგირებთ - ზურაბ ალავიძე - რამდენი ნალექი მოვა, ხანძრები სად გაჩნდება, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით უძლურები ვართ, მაგრამ რეაგირებისთვის აბსოლუტურად მზად ვართ. ძლიერი ქარის შედეგად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის სახურავი და ფასადის მინები დაზიანდა. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენები განვითარდა
დღევანდელ დღეს აფხაზეთიდან გადმოსვენებული 24 ქართველი დაკრძალეს სამხედრო პატივით. ირაკლი ალასანია - ეს 24-წლიანი ჭრილობა დღეს, მართლაც დაიხურა, აქ ყველა გმირია. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრის, ვახტანგ გეგელაშვილის ნეშტი რუსთავში დაკრძალეს. საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. სოზარ სუბარი - ქართული და აფხაზური მხარეები შევთანხმდით, რომ პოლიტიკური განსხვავებები გადავდოთ და ვიხელმძღვანელოთ ჰუმანიტარული მიზნებით. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენით მიმართა. ირაკლი კობახიძე აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებზე - ასეთმა გმირებმა მოუტანეს საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობა. სოზარ სუბარი - დღეს მიწას მივაბარებთ იმ 25 გმირს, რომელთა ცხოვრება და თავდადება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მაგალითია. დავით ბაქრაძე - დღეს საშუალება გვაქვს, დავემშვიდობოთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დათმეს სოხუმი. გიორგი კვირიკაშვილი - ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შევრიგდებით და ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია. ილია მეორე - იმ ძმობას, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების მანძილზე იყო, ვერავინ დაარღვევს. გიორგი მარგველაშვილი - დღეს მშობლიურ მიწას საბოლოოდ მივაბარეთ 25 გმირი, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს ერთიანობას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
იუნისეფი ბულინგის მატების სტატისტიკას აქვეყნებს - UNICEF - 109 სკოლაში მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ ხშირია მასწავლებლის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის, ასევე თანატოლებს შორის ბულინგის შემთხვევები. უჩა ნანუაშვილი - ზოგიერთი მოსწავლე და მასწავლებელი ძალადობად არ აღიქვამს ცემას, თავში წამორტყმას, ყურის აწევას, რაც პრობლემას წარმოადგენს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში სკოლებში ძალადობის და ბულინგის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა. ლია გიგაური - თუ დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, ის ამ პროფესიიდან უნდა წავიდეს
პარლამენტის რეაბილიტაცია ბიუჯეტში - პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეაბილიტაცია მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შსსც იხდის ჯარიმებს - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - შსს-ს 2011 წლის 26 მაისის აქციაზე დაზარალებულის სასარგებლოდ 30 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
არაკომფორტული სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი - ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველი ხელისუფლებისთვის ყოველთვის არაკომფორტული იყოს. ჰოდა, თუ არაკომფორტულობა გინდოდა, აგერ - პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
გინდ მოაწერეთ, გინდ არაო - ირაკლი კობახიძე - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მთავარია, რომ ის აუცილებლად შევა ძალაში.
თბილისის პარლამენტში პრეზიდენტს ფლიგელი აღარ ექნება - თბილისის პარლამენტის შენობის A კორპუსში, საპრეზიდენტო ფლიგელის გამოუყენებელი სივრცე საკონფერენციო და სასემინარო შეხვედრებისთვის.
თხუთმეტმილიონიანი მწერი - სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
მარათონი შეჩერდა - თბილისის მერია - „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა და არა დედაქალაქის მთავრობამ.
ექსტრემისტი მოწმეები - ე.წ.სამხრეთ ოსეთში „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.
სოფლად მცხოვრები ქალების დღე - დუისში სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს.
საზღვარგარეთულები:
კბილი-კბილის წილ და თვალ-თვალის წილ და არც უარყვია ამ ხალხს ეს რჯული - ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი პოლიტიკა ნათელია - ნებისმიერი, ვინც შეეცდება ჩვენს დაშავებას, საპასუხოდ დაშავდება.
ლონდონი ვერ მშვიდდება - ლონდონში, მეტროსადგურ „პარსონს გრინთან“ მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მიშას აქციებიდან - კიევში დაგეგმილი აქციის წინ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მონაწილეობას, სამთავრობო უბნის მიმდებარე ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას - ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო, მე, მიხეილ სააკაშვილი მარგინალური ჯგუფის ლიდერი არ ვარ. პეტრო პოროშენკო დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისთვის პარლამენტს სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე აქციაზე - იქამდე არ დავიშლებით, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს. მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე აქციაზე - პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე. პეტრო პოროშენკო - გაგებით ვეკიდები აქციებს, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ. კიევში, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებმა კარვების გაშალეს. უკრაინის რადასთან 50-მდე კარავია გაშლილი, მოხდა მცირე შეხლა-შემოხლაც.
მოდი გადაწყვიტეთ და გვირილობანას შეეშვითო, ერდოღანმა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ გინდათ ევროკავშირში თურქეთის მიღება, გვითხარით, თუ არ გინდათ - ესეც გვითხარით. თურქეთში პოლიციის ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
შევაკავოთ რუსეთი - დევიდ კრემერი - მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ, რომ პუტინს და მის რეჟიმს ვუყურებთ, როგორც საფრთხეს. აშშ სათავეში უნდა ჩაუდგეს რუსეთის შეკავების პროცესს. რუსეთის ცესკოს ხელმძღვანელი - ალექსეი ნავალნი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას 2028 წლის შემდეგ შეძლებს.
ინფორმაცია ფული ღირს - ჯულიან ასანჟი აცხადებს, რომ მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთებზე და შემსრულებლებზე ინფორმაციის სანაცვლოდ 20 ათას ევროს გადაიხდის.
არ უარყო ჰოლოკოსტი! - გერმანიაში 88 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
მარტო ჩვენ არ ვართ უძლურნი სტიქიასთან - პორტუგალიასა და ესპანეთში ორი დღის წინ გაჩენილ ხანძრებს 39 ადამიანი ემსხვერპლა.
ამერიკა კორეის სიახლოვეს - დონალდ ტრამპი ვიზიტით სამხრეთ კორეას ეწვევა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Brissett20_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Rome, Georgia, got its name due to the fact that, like its Italian equivalent, the city was constructed within seven hillsides and the rivers that run in between them. At a ball park occasion on Thursday evening, Rome's Minors Baseball team further strengthened the connection between the two apparently disparate Rome Emperors have begun their Rome stays Atlanta's High-An associate, the brand-new Emperors age marks the initial time in franchise history that the club has not been…
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია