მართალია ჩვენ ამბებს, საღამოს კი არა, უკვე შუა ღამის ნიუსი ჰქვია, მაგრამ ივნისმა ისე აქტიურად დაიწყო ზაფხული და იმდენი სიცხე მოაფრქვია, მედია ნიუსიც გადატვირთვისა და გამოთიშვის საფრთხის წინაშე დადგა. ცხელი ზაფხულის ცხელი ამბები იწყება იმით, რომ დღეიდან 7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. დღევანდელი დღე გამორჩეული იყო ასევე ხორავას საქმით, თბილისის ვარდნითა და გახსნით, სასამართლოს გამრიგეებით და ავსტრიის ელჩის ახსნა-განმარტებებით.
ხორავას საქმის დამნაშავეები - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი - სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ბრალდების მხარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ადვოკატისთვის გაუგებარია, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან გ.ბ-ს რატომ დაუმძიმა სასჯელის ვადა სააპელაციო სასამართლომ. არასრულწლოვან გ.ჯ.-ს ადვოკატი - კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვინ არიან ის პირები, ვინც დავით სარალიძე მოკლეს. ომბუდსმენი - სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა ცხადყო, რომ დავით სარალიძე მოკლულია მინიმუმ ორი პირის მიერ, გამოძიების მიერ კი მხოლოდ ერთი პირია გამოვლენილი. გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე - განაჩენი, რომელიც აპელაციაში დადგა, გვაძლევს საშუალებას, თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები.
ვარდნა და აღმასვლა - ჟვანიას მოედანთან საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა და ადგილზე გაჩერებული სამი ავტომანქანა ჩაიყოლა. ჟვანიას მოედანთან წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დაიტბორა. „თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეფერხების მიზეზს განმარტავს - 3 ივნისს, დილის 06:00 საათზე კაიროს ქუჩაზე მდებარე თბილისის მიკროავტობუსების ავტოფარეხიდან სატრანსპორტო საშუალების სამუშაო ხაზებზე გასვლას შეექმნა პრობლემა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გასასვლელი ჩაკეტა კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც არ უკავშირდება კომპანიის მუშაობას. ამ დროისთვის ავტოფარეხიდან მიკროავტობუსების გასასვლელი გათავისუფლებულია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასობაში, კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას განახლებული ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნაზე იწვევს. კახა კალაძე - ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს ვერ ასრულებს. GWP-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი - მგალობლიშვილის ქუჩაზე ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღდგენამდე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. GWP მგალობლიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური ქსელის დაზიანებაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს. რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა. კახა კალაძე პრეზიდენტს - ქალბატონო სალომე, ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, თუ როგორი მომხიბვლელი და როგორი ლამაზია ჩვენი დედაქალაქი. სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს - ბატონო კახა, თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს და გახადეს თბილისი.
სამართლის გამრიგეები - კახა კალაძე შალვა თადუმაძეზე - თუ შალვას აქვს სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, რატომაც არა? - პრობლემას ვერ ვხედავ. ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა მსურველების სიაში შალვა თადუმაძის მოხვედრაზე - მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება აქვს. რომან გოცირიძე - შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმან, რომ 144 კაცი მონაწილეობს კონკურსში - ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ელენე ხოშტარია - შემზარავია, რომ მორჩილი თადუმაძე უნდათ, გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი. ზაზა თავაძე - მჯერა, რომ შემწევს უნარი, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ გაძლიერებაში. გია ვოლსკი ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გადანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ირაკლი კობახიძის ირონიული პასუხი ჟურნალისტებს - მე ვაპირებ უზენაეს სასამართლოში გადავიდე თავმჯდომარედ, ეს არის ჩემი უახლოესი გეგმა.
პრემიერის დოკუმენტი პარლამენტში - პრემიერ-მინისტრის 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დოკუმენტი პარლამენტში შევიდა. პრემიერის მოხსენების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაციის აღკვეთისა და უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის მუშაობა გრძელდება. პრემიერის მოხსენების თანახმად, რუსთავში ორი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება. პრემიერ-მინისტრის მოხსენების თანახმად, 2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, შემცირდა.
სარწმუნო განხადებები - ლევან ბოძაშვილი - მთავრობის მხრიდან განცხადებებს რომ სარწმუნოობა მოემატოს, საჭიროა ანაკლიის შესახებ სპეციალური კანონის მიღება.
საარჩევნო კამპანიები - მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ახალგაზრდები კამპანიას სახელწოდებით „გამოიხედე“ იწყებენ.
ანტიკოღო წამლობა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო.
ოკუპირებული ფეხბურთი - ვლადიმერ კონსტანტინიდი - ე.წ. ჩემპიონატში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საფეხბურთო გუნდების მონაწილეობა საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმურობის საფუძველი ვერ გახდება.
ბოცვანას ხმა - ბოცვანას საგარეო საქმეთა მინისტრი - ბოცვანას და საქართველოს კარგად ესმით, რომ თითოეული ხმა და ნებისმიერი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი.
განათლება თბილისში, ამერიკულად - სალომე ზურაბიშვილი - ამერიკელი პარტნიორების დახმარებით დავიწყეთ ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. ირინა აბულაძე - დაახლოებით 500 სტუდენტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ამერიკულ დიპლომს მიიღებს. სტუდენტებმა სტიპენდიების დაგვიანება გააპროტესტეს. ივანე მაჭავარიანი - ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა.
პენსიის დამგროვებლები - დაგროვებით საპენსიო სქემაში 700 ათასი ადამიანია ჩართული.
ავსტრიის ელჩი - ჩემი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, - ამის შესახებ ავსტრიის ელჩის არად ბენკოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ავსტრიის დიპლომატიურ წარმომადგენლობის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ გავრცელდა. ფაქტობრივად, ისინი ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ინტერვიუსი, რომელმაც ხაზი გაუსვა ფართო შესაძლებლობებს და განიხილა გამოწვევები ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის ენერგო და ტურიზმის სექტორში, სფეროებში, რომლებშიც ავსტრია ძალიან აქტიურია საქართველოში. ნება მიბოძეთ, გავიმეორო, რომ მე ნათლად აღვნიშნე ინტერვიუში, რომ კორუფცია არის დაბალი და კანონის უზენაესობა საქართველოში არის გარანტირებული. მე ასევე ხაზი გავუსვი იმას, რომ საქართველო არის მიმზიდველი ჰაბი მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. ავსტრიის ელჩი - პოლიტიკური გარემოს ახსნისას იყო გამოყენებული ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული.
საზღვარგარეთულები:
ბოდიში ბოშებს - რომის პაპი ბოშებს - პატიებას გთხოვთ, ისტორიის ყველა პერიოდისთვის, როდესაც თქვენს დისკრიმინაციას ვახორციელებდით.
ზელენსკი და უკრაინა - უკრაინელი პოლიტოლოგი - ზელენსკის გუნდში კარგად იციან, რომ სააკაშვილი შენელებული მოქმედების ნაღმივითაა, შეუძლია ხვალ სახიფათო მოწინააღმდეგედ მოგევლინოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია