დღეს მინდოდა პოზიტიური qwellynews დამეწერა, კარგი ამბებით მაგრამ რეალობა ცოტა გულსატკენია, თუმცა არა ყველა რეალობა. მაგალითად, დღის მთავარი ამბავი, რომელიც ამ წუთებშიც კი ყველა ტელევიზიის მეინსტრიმს იკავებს, პრემიერის წლიური ანგარიში და პარლამენტის ბოლო სესია იყო. პრემიერის საქართველოში მართლაც ყველაფერი იდეალურად არის. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 30, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია მთელი დღე მეინსტრიმში იყო სანქციების თემა და შემფასებელთა არანეგატიური დასკვნები, ასევე ძალადობის ფაქტები და ამ ფაქტების გამართლება პროვოკაციებით, სიწმინდეზე აპელირებებით და ა.შ., მაგრამ დღის ბოლოს როგორც ოდესღაც ყველა გზა რომში მიდიოდა, ამჯერად ამერიკაში დამშვიდდა. 4 ივლისის კვირეული დაიწყო და შესაბამისად ელჩმა დელეგატებს უმასპინძლა. რკინიგზა რუსეთიდან სომხეთისკენ აფხაზეთის გამოვლით, ზახაროვამ გაააქტიურა. დღეს 1 აშშ დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 29, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმიანი თვის ბოლო უკვე დაიწყო. ახლა თქეშია და ივლისის პირველამდეც ასე გაგრძელდებაო. დღის მთავარი ამბავი ამინდზე ბევრად საინტერესო მაინც არ გამოდგა, რადგან შეურაცხყოფასა და ძალადობაზე რეპლიკებისგან გაჯერებული ნიუსები იყო და გადაწყდა - თუ დაგარტყეს, შენც დაარტყი - შეგაგინეს, შეაგინე და ა.შ. პოლიტიკა თმენის ვალდებულებისგან იცლება. დღეს ასევე სანქციებთან შეერთების ნიუსები გამეინსტრიმდა და ბოლოს პრეზიდენტის ინტერვიუ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია წვიმები ანონსდება, მაგრამ ივნისის ბოლო დღეები საკმაოდ ცხელი გამოდგა, ამიტომ ტემპერატურამ დახურულ კარს მიღმა პარლამენტსა თუ მთავრობაში ცივ კონდიციონერს ვეღარ გაუძლო და დაიწია. დღის მთავარი ამბები ევროპის გზაზე სტატუსის მიღება და ამ უსტატუსობაში ერთმანეთის დადანაშაულება იყო. ასევე სანქციებთან შეერთების წესი და რიგი განიხილეს ევროპელებთან ერთად. ცხადია, ცესკოს ამბებს პრეზიდენტის ვეტო და მისი დაძლევის საპარლამენტო გამოაცდილებაც აქტუალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ევროკოვისარმა ზეპირი მოხსენება და შეფასებები გააჟღერა და საშინაო დავალების შესრულების დონე და ტემპები დაგვიწუნა - 25% გაქვთ შესრულებული მხოლოდ და ძალიან ცოტააო. დღის მთავარი ამბავიც სწორედ ეს იყო და ოპო-პო კამათები ამ თემის გარშემო ტრიალებდა, რაც არავის გაკვირვებია. სამაგიეროდ საკვირველი აღმოჩნდა დღის ბოლო ნიუსი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. კინოში ისევ არეულობაა და მიშა უკრაინიდან ქართულ პოლიტიკაში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო დღეების მზიანი დილა და ავდრიანი შუადღე საღამო თურმე შესავალი ყოფილა, რადგან მომდევნო სამი დღე, 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი კიდევ გაუარესდებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. შესაბამისად, თბილისში ჩამოსული ჭიათურელი მაღაროელები რამდენიმე დღეს წვიმიან რუსთაველზე გაატარებენ კარვებში. მათი პროტესტი დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ცხადია ოპოზიციის გეგმები და პოზიციის ძალაუფლებაც მეინსტრიმშია, ასევე დაბრუნდა სააკაშვილი და არსად წასულა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახლა კარგი ამბები მხოლოდ სპორტიდან ისმის - თამაზ ბოჭოიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია. სხვა ამბები სტატუსის მიღების შესახებ დაუსრულებელ ბჭობას და ბრუნვას ეძღვნება და გამოუვალი მდგომარეობის, უშველებლობის აღქმას ბადებს საზოგადოებაში. ცხადია, ოპო-პოს კინკლაობის ფონზე. სხვა ამბავი იყო ევროკავშირის ელჩის ბლოკი, პრეზიდენტის ინტერვიუ და წვრილ-მსხვილი მსოფლიო-ქართული ნიუსები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6118 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრაგედიის წლისთავი და მოგონებები 8 წლის წინანდელი წყალდიდობიდან. დღის მთავარი თემა კი ვენეციიდან მოდიოდა და მისი დასკვნების ქართულ განხილვას წარმოადგენდა. ცხადია, დასკვნის საფუძველზე უკვე ხშირად ნანახი და გაგონილი ურთიერთბრალდებები და კინკლაობებიც ისმოდა პარლამენტარებს შორის. მთავარი ამბავი იყო ეროვნული ბანკის ბანკირის ირგვლივაც და კულტურის სფეროში წულუკიანის „დიქტატურის“ ფორმებზეც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6026…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სტუმრობა საქართველოში მართლაც სასიამოვნოა, განსაკუთრებით თუ მთავრობა გმასპინძლობს. ევროპელი სტუმრები არ ეკლდა დღევანდელ დღეს. თუმცა დღის მთავარი თემა ჯანმრთელობის კანონცვლილებები იყო, ასევე ოპოზიციის ვერგაგუნდურება, ეროვნული ბანკის ამბები და განცხადებების კომენტირება. ასევე მხოლოდ ახალი ავტომობილები ქვეყანაში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6034 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არც ისე ცხელ და წვიმებით გაჯერებულ ზაფხულს მდორე დინება მისდევს პოლიტიკურ სარბიელზეც, ამიტომ დღის ნიუსები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევიან, თუმცა ერთი ვრცელი და აქტუალური თემა მაინც იყო - ევროპის გზაზე და ევროპისკენ მსწრაფ პოლიტიკას ევროპელებისგან კრიტიკა და სჯა-ბაასი, განხილვ-გამოხილვა მოჰყვა. შესაბამისად, ადგილობრივი კომენტარებიც. ოპოზიცია დაულაგებელია, უკრაინა კი ომის ახალ-ახალ ფორმებში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6102…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უქმეების კარგი ამბებით დავიწყოთ ახალი კვირის თუ თვის პირველი ქველინიუსი - ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია - პრიზი ოფიციალურად გადასცეს. ჩვენთან კი დღის მთავარი ამბავი მთავრობის ანგარიში იყო, რომელშიც საუბარია თუ რამდენად კარგად შესრულდა ყველაფერი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეების სტუმრობა, პრემიერის საქართველო და ერთი რესტორნის ხმაურიანი ამბავი. ცხადია, კადიროველების შავ-ბნელი მერსედესებიც არ გამორჩა არავის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 29, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი საინფორმაციო კვირა იმით დაიწყო, რომ ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული გალობის და სიმღერის ოვაციები და პროტესტი დღის მეინსტრიმად იქცა. გადი-გამოდი გუთანო, შენ ხარ ვენახი, კირიე ე ლეისონ, ლაშარის გზაზე და არაერთი სხვა შედევრი მიქელანჯელოს „ცის ქვეშ“ მართლაც შთამბეჭდავი იყო. დღის ამბები ჩვენ ქვეყანაში კვლავ პრემიერის და მისი ვიცე პრემიერის ტრიბუნის გარშემო ტრიალებს, ასევე სასამართლო, ოპოზიციის არჩევნების მოთხოვნები და ა.შ. ლარის ამბავი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა ევროპა სტატუსზე უარს გეუბნება, პრობლემის მოგვარება საკუთარ თავში უნდა ეძებოო, ნათქვამი მთიელთა სიბრძნეებში. მაგრამ მთლად ასე მართივადაც არ არის საქმეო, თქვეს ქართულ მთავრობასა და ოპოზიციის პოლარიზებულ სექტორებში. დღეს იაქტიურა პრემიერმაც და მას ცალკე ბლოკი დაეთმო. ცხადია, აქციის განახლებაც გვქონდა დღეს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9360 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა რუსთაველზე ათასი, ათიათასი და ასიათასი ადამიანი იკრიბება, ცხადია დღის მთავარი თემა სწორედ ეს აქციაა და მის გარშემო გამოხმაურებები რომლებიც დღეს მრავლად დაგროვდა. პოლარიზაცია პრობლემააო, ამბობენ ეროპელები, მაგრამ ამ პოლარიზაციას ჯერ არავინ ებრძვის, გარდა გუშინ შეკრებილი ხალხისა. პრემიერმა დღეს ნატოში შესვლის ამბავიც განილიხა ყატარში და მაგის აქცია როდის იქნება, ჯერ არაა ცნობილი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9239 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთლად ევროკავშირში ვერ შეგიშვებთ, მეტიც ვერც რეკომენდაციას მოგემთ სტატუსის მონიჭებაზე რომ ჰა და ჰა შეხვალთ მალე, მაგრამ ევროპულ პერსპექტივაში კი გხედავთ უბრალოდ ეგ პერსპექტივა სად იქნება ან როდი ეგ თქვენზეა დამოკიდებულიო. ასე გვითხრეს მაგრამ რეალურად როგორ იქნება კაცმა არ იცის. ცაზე ისეთი ამბავია, 22 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აი, პოლარიზაციას რა შეამცირებს ან დეოლიგარქიზაცია რაღაა ჯერ მაგაზე არ გვეფიქრება.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩვენ აქციებით უნდა ვაჩვენოთ ევროპას რომ გვინდა ევროპა, ხოლო ხელისუფლებამ აქციებზე ადეკვატური მოქცევით. ალბათ ესაა მიზანი. დღეს ევროპისკენ მიმართული პირველი აქცია შედგა, ორ დღეში კიდევ ერთი აქცია იქნება და კიდევ ორ დღეში, ოპოზიციური დიდი აქციაც შედგება. მოკლედ, წრეზე ვტრიალებთ და გასასველი ევროპისკენ ჯერ კიდევ არ ჩანს. მსოფლიო მთავარი ამბავი კვლავ უკრაინის ომია, რომელმაც ეს ევროგზა ააჩქარა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9358…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2022 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
ზაფხული ცხელი იქნება, ყოველშემთხვევაში პირველი დღე ძალიან ცხელი გამოდგა, როგორც მაისის ბოლო კვირიაკე. დღეს საპირველივნისო ამბები იყო მთავარი, ასევე დაუსრულებელი ომი, ჩვენი ევროპული გზის პრობლემები და მოულოდნელი გარდაცვალება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0307 ლარია.
პირველივნისობა ანუ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 1, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.
კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2020 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
პრემიერის მადლობით დაიწყო დღე - ამჯერად, მადლობა ლუგარის ლაბორატორიას და მის მკვლევარებს გადაუხადა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ესაა და მასთან ერთად, ცხადია კორონა ვირუსიც. გახმაურებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების იდუმალი საქმე, სადაც შესაძლო დანაშაულებებზე მიუთითებენ მოწმეები, ასევე ოპოზიციაში მაჟორიტარების გაყოფის თემა და ლიდერად მოვლენილი რურუა და მის გარშემო ეპისტოლარული ჟანრი. ცხადია, გაბუნიას საქმეც არ მიჩქმალულა. ამინდს რაც…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•