1 ღამეც უვაქცინოდ და ხვალ უკვე საქართველოს ვაქცინა ექნება. როდის დაიწყება ან კიდევ უფრო მთავარი - როდის მორჩება ვაქცინაცია ჯერ არ ანონსდება, მაგრამ მთავარია ვაქცინიანების რუკაზე მოვინიშნებით. ქვეყნის შიგნით დასალაგებლად კიდევ ჩამოვიდნენ დოპლომატ(იან)ები და პოზიცია-ოპოზიცია-ნეიტრალებს შეხვდნენ. მინისტრი ისევ იწონებს ნამახვან ჰესს და კალაძე კვლავ თავდაჯერებულია. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 274377, ბოლო დღე-ღამეში - 332; გამოჯანმრთელებული - 267764, ბოლო დღე-ღამეში - 343; გარდაცვლილი - 3634, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 245. დოლარის ფასი ლარში - 3.3232.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 26 700 ტესტი ჩატარდა. 12 ადამიანი გარდაიცვალა. ვახტანგ კალოიანი - ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია უსაფრთხო და პანდემიის შეჩერების ერთადერთი გამოსავალია. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გვერდითი მოვლენები შესაძლოა ყველა ვაქცინას ჰქონდეს, მაგრამ ეს მოსახლეობას და სამედიცინო პერსონალს არ უნდა აშინებდეს. ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში კომერციული ვაქცინის შემოტანის წინააღმდეგი არ არის. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვა
ოპოზიციიასთან ახალი მომგვარებელი - კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ვიოლა ფონ კრამონი - იმედი მაქვს, რომ დანიელსონი წარმატებას მიაღწევს - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, უფრო გონივრულად მოიქცეს, დაბლოკვისა და ბოიკოტის გარეშე. კრისტიან დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დღეიდან გამართავს. კრისტიან დანიელსონი - დღეს მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილი - სრული მზაობა მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ბრიუსელში ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი და რეფორმები, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ. მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის ხელისუფლების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გია ვოლსკი 6-პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტზე - ამას ვერც გეგმას დავარქმევთ და ვერც ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს. სერგო ჩიხლაძე - ვფიქრობ, რომ ექვსივე საკითხზე პროდუქტიული დიალოგი შედგება, „ოცნება“ იძულებული იქნება წამოვიდეს კომპრომისზე, ისევე როგორც ოპოზიცია მზადაა კომპრომისისთვის. კრისტიან დანიელსონი არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს და კახა კუჭავას შეხვდა. ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს. ხათუნა სამნიძე - შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარე იმარჯვებს ამ პროცესში, იმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ვახტანგ მეგრელიშვილი მოლაპარაკებების შედეგებზე - შეუძლებელია ივარაუდო, გიჟს რა დაესიზმრება და მეორე დღეს რას გააკეთებს. კრისტიან დანიელსონი - ჩვენი მხრიდან შეშფოთებაა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული - ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ ჩვენი დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი. ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა - საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება განსჯის საგანია, ამაზე ვიმსჯელებთ. ვახუშტი მენაბდე დანიელსონთან შეხვედრაზე - ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე არ გვისაუბრია, ვუთხარით, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია ერთჯერადი გამოსავალი, ჩვენ გჭირდება უფრო მყარი ქმედებები. ეკა გიგაური - იმისთვის, რომ განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ. ირაკლი კობახიძე - ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით - „წითელ ხაზებზე“, „ყვითელ ხაზებზე“ თუ „ლურჯ ხაზებზე“ ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას. „ქართული ოცნება“ დგას ძალიან მყარად - სათითაოდ იშლება „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ - ჩვენ მოვუვლით ჩვენს პარტიას, მათ მოუარონ თავიანთ პარტიას. არჩილ თალაკვაძე - სამართლიანი პრინციპების ფარგლებში გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს. სალომე სამადაშვილი - არსებობს პუნქტები, რომლებზეც მოუწევს დათანხმება „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც, იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით. ხათუნა სამნიძე - შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - აქ არ არის მოგებული და წაგებული მხარე.
აუდიოჩანაწერების პოლიტიკა - ირაკლი ღარიბაშვილი - ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია, კარგად გვესმის საიდან მომდინარეობს, ეს არის სააკაშვილის მცდელობა. ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებს „11 წლის წინანდელი საუბრის ფაბრიკაციას“ უწოდებს და განმარტავს, რატომ ეუბნებოდა ბერა ივანიშვილი, რომ „მინისტრები დაურეკავდნენ“. დაზარალებული ჩვენ ვართ, პირადად მე. აკაკი ბობოხიძე - ირაკლი ღარიბაშვილმა უმჯობესია უპასუხოს კითხვას, რატომ არ აღძრა საქმე პროკურატურამ იმ ჩანაწერის შინაარსზე, რაც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა. აშშ-ს საელჩო - საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ირაკლი კობახიძე - როცა ჩანაწერების არც ავთენტურობა იცი, არც შინაარსი და დიალოგის ჩაშლაზე საუბრობ, მეტყველებს იმაზე, რომ დიალოგის ჩაშლა მათთვის იყო თვითმიზანი, თუმცა ვერ მოახერხეს. არჩილ თალაკვაძე - ადგილი ჰქონდა დაგეგმილ, შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ- ამის უკან დგანან ადამიანები, ვინც საზოგადოებაში ზიზღს ავრცელებენ.
ნამახვან ჰესის ამბავი - ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება. ვარლამ გოლეთიანი - მინისტრები ათი წუთით ჩამოვიდნენ, რა მიზანს ემსხურებოდა ეს ჩამოსვლა, გაუგებარია, ასეთი განცხადება თბილისში არ შეეძლოთ, რომ გაეკეთებინათ? ნათია თურნავა - 5 -მილიონიანი ახალი ფონდი მოემსახურება არამარტო ჰესის არეალში, არამედ წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში მდებარე სოფლებს. „ნამახვანი ჰესი" არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით. იყო წუხილი ეკოლოგიასა და უსაფრთხოებაზე? გადავდეთ კაშხლის მშენებლობა და ვთქვით, დავიწყოთ ერთად შესწავლა - იყო წუხილი, რომ არ არის კარგი კომუნიკაცია? ქართველი დირექტორი დაინიშნება.
შეჭრა, არ შეჭრა - პრემიერი ტვ „პირველზე“ - ტელევიზიაში არავითარი შეჭრა არ იგეგმება, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს. კახა კალაძე ტვ „პირველზე“ - ძალიან ბევრი საკითხი იყო გაზვიადებული, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. კრისტიან დანიელსონი „ტვ პირველზე“ - ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში.
მერობა - გავრცელდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება. კახა კალაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე - მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებთ და სიცრუეს ტირაჟირებთ. გია ვოლსკი - ახალი თემა მოიგონეს, რომ ხელები ვასავსავოთ - პოლოლიკაშვილის თემა არის მოგონილი, რომ კახა კალაძის თემა წამოვიდეს წინა პლანზე. კახა კალაძემ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია - ჯერ ძალიან ადრეა გავაკეთოთ კომენტარები მერობის ჩვენ კანდიდატთან დაკავშირებით.
აიერაის ანგარიში - “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას ასახავს. როგორც IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აღნიშნავს, "გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა". შალვა პაპუაშვილი IRI-ს ანგარიშზე - მხოლოდ ჩვენი ოპონენტების ჯგუფია დარჩენილი, რომელიც ჯიუტად ცდილობს არჩევნების შედეგები არ აღიაროს. დავით ზალკალიანის განცხადებით, IRI-ის ანგარიში დასტურია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას კითხვები არ აქვს საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ნათია თურნავა - IRI-ის საბოლოო ანგარიში ცალსახა დასტურია, რომ ეს იყო საუკეთესო არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში. ლევან იოსელიანის განცხადებით, IRI-ის დასკვნა მიუთითებს, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს. დავით მათიკაშვილი - ჩვენი ევროპელი კოლეგების, თუნდაც IRI-ის დასკვნა, კიდევ ერთ სტიმულს მისცემს ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომ მათ საღად შეაფასონ გარემოებები.
მხარდაჭერა - პიტერ სიიარტო - მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილის და პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის, განათლების სფეროში, მემორანდუმები გაფორმდა. პიტერ სიიარტო - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანი - პრემიერისა და პიტერ სიიარტოს შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებს, პრემიერმა უნგრული მხარისგან მიწვევა მიიღო.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 818 და გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში კორონავირუსის 9 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 486 ადამიანი გარდაიცვალა. ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირის შიგნით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თანაბრად გადანაწილება არ ხდება. აზერბაიჯანში კორონავირუსის 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყირიმის დაბრუნების სტრატეგია „ცარიელი განცხადებაა“.
ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხები განიხილა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია