ბასილაშვილმა ფედერერს მოუგო და პროკურატურა მასალებს ითხოვს ტვ პირველიდან

      როგორც იქნა კარგი ამბავი შეგვიძია დავპოსტო - ნიკოლოზ ბაზილაშვილმა, საქართველოს სახელით, როჯერ ფედერერი დაამარცხა. ქვეყნის შიგნით კი ამბები კვლავ ოპოზიციასთან ურთიერთობების დალაგებას ეხება, ამ კვირაში დასაწყებ ვაქცინაციას და მთავარი ხმაური - „ტვ პირველში შეჭრა უნდათ!“ თუმცა, არავინ არსად შეჭრილა და როგორც პროკურატურა ამბობს, არც შეიჭრება. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 274045, ბოლო დღე-ღამეში - 395; გამოჯანმრთელებული - 267421, ბოლო დღე-ღამეში - 310; გარდაცვლილი - 3622, ბოლო დღე-ღამეში - 9; კარანტინის რეჟიმში - 252. დოლარის ფასი ლარში - 3.3241.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 594 ტესტი ჩატარდა. 9 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტიდან შემოვა. პრემიერი - პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია - ვთხოვ მოსახლეობას, ეს მარტივი წესი დავიცვათ, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება. ხელისუფლებას მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს. ჯანდაცვის მინისტრი - ვაქცინაცია საქართველოში არის ნებაყოფლობითი, ასევე, მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა. ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერებით მანიპულირება და ასევე, ნებისმიერი მსგავსი ჩანაწერის ფალსიფიკაცია. ვაქცინაციას დავიწყებთ „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერის“ დალოდება არ მოხდება. პირველ რიგში ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ ჯგუფები აიცრებიან - გადანაწილება თავიდან დიდ ქალაქებში მოხდება. რეგულაციების შესრულება მნიშვნელოვანია, რომ მესამე ტალღამდე არ მივიდეთ. თამარ გაბუნია - ვაქცინაცია დაიწყება მალევე, როგორც კი ვაქცინას მივიღებთ, 15 მარტის კვირაში. თენგიზ ცერცვაძე - ვვარაუდობთ, რომ 15 მარტიდან ვაქცინაციას დავიწყებთ - მომარაგებული გვაქვს ყველა მედიკამენტი და აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია, თუ გართულებების ერთეული შემთხვევები მოხდა.

      ოპოზიციის ბლოკი - მიხეილ სარჯველაძე - ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2012 წლამდე უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებოდით და სანქციები არ გვინახავს, ახლა რაიმე სანქციებზე საუბარი გამორიცხულია. მხარეები საკუთარ ხედვას გააცნობენ მედიატორს - ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს მოტივირებული, რომ მოლაპარაკების ეს ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს. ზაალ უდუმაშვილი - თუ ხელისუფლება არ წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე, იქნება მასობრივი საპროტესტო ტალღა. ნიკოლოზ სამხარაძე - რიგგარეშე არჩევნებს დასაბუთება სჭირდება, თუ ეს დასაბუთება გამოჩნდება, შეიძლება შეიცვალოს, თუ ასეთი არ იქნება, ვერ შეიცვლება. დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი სჯობს იმ რჩევებს მიჰყვეს, რაც ევროპელ კოლეგებს აქვთ - შეწყვიტონ დემოკრატიის ნგრევა! გიგა ბოკერია - ნაბიჯი, რომელიც პროკურატურამ და სასამართლომ „ტვ პირველთან“ დაკავშირებით გადადგა, არის თავიდან ბოლომდე უკანონო. ლევან იოსელიანი - იმედით ვუყურებ ამ პროცესს და მგონია, რომ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტამდე შეთანხმება მიიღწევა. ირაკლი ქადაგიშვილი - მოლაპარაკებებზე მივდივართ იმ ოპტიმიზმით, რომ ეს მოლაპარაკებები შედგება და შედეგიც ექნება. სოზარ სუბარი ოპოზიციაზე - როცა ჩვენი მოკავშირეების მტკიცე პოზიციის პირისპირ დგებიან, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, იძულებულები ხდებიან მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი - ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს და რჩევას, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას. დავით ზალკალიანი - უახლოეს პერიოდში გაიმართება პარტიებს შორის მოლაპარაკება - ეს კომპლექსური პროცესია და არ უნდა ველოდოთ, რომ დაგროვილი თემატიკა სრულად დაიფარება და შედეგები მიიღწევა პირველივე რაუნდის დროს. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - იქნებ შეძლონ უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. გიორგი ვაშაძე - “სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებობანას თამაშს არ აპირებს - თუკი “ქართული ოცნება“ მაგიდასთან ისევ არაადეკვატური პოზიციით დაჯდება, ნიშნავს, რომ მაგიდის აყირავება უნდათ.

      რუსეთთან მეზობლობა - დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილონ. დავით ზალკალიანის შეფასებით, სერგეი ნარიშკინის განცხადება პროვოკაციული და ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია. სოზარ სუბარი - გავრილოვები, ნარიშკინები, დაუნები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული „ნაცმოძრაობისთვის“.

      ნებართვა ტვ პირველის მასალებზე - „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. გიგი უგულავა - გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ირაკლი კუპრაძე - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ტვ პირველში“ შესვლით, ნუ შექმნის დამატებით წინაღობას უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკების პროცესში. გენერალური პროკურატურა განმარტავს, რა მიზანს ემსახურება „ტვ პირველიდან“ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება - „გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები - მიმდინარე წლის 9 მარტს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება „TV პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. დავით მათიკაშვილი - პირველ რიგში, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით, თუ რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა. კახა კოჟორიძე „ტვ პირველზე“ - პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს განჩინება იმ დამახინჯებული საგამოძიებო ხაზის გაგრძელებაა, რაც ორიოდე დღის წინ დაგვიანონსა პროკურატურამ. ლევან იოსელიანი - ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას. სოზარ სუბარი - „ტვ პირველში“ არანაირ შეჭრაზე არ არის საუბარი, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა. ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა მხარე, რომელიც არის კანონმორჩილი და დარწმუნებული ვარ, მედიაც კანონმორჩილია, ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია. მამუკა ხაზარაძე - „ლელო“ „ტვ პირველსა“ და ყველა დამოუკიდებელ მედია საშუალებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კახა კახიშვილი - დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს განმეორდება ტელეკომპანიებში შეღწევა. აქტივისტები „ტვ პირველის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და იმისთვის, რომ დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები, თავად ექსპერტიზას ესაჭიროება პირველადი მასალა. ალუდა ღუდუშაური - ვერ დაამოდელირებთ 2007 წელს, როდესაც მაშინდელი რეჟიმი დამოუკიდებელ მედიაში შევარდა - ასეთი პარალელები არის წყლის ნაყვა და თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებთ. პროკურატურა - ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს „ტვ პირველში“ შეჭრას, არის სიცრუე - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას. პროკურატურა - "ტვ პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. ვატო წერეთელი - არ ვაპირებ მივმართო ქვეყნის პრემიერს, არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს - მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. „ტვ პირველის“ ადვოკატი - განჩინების გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით ვეცდებით, თუ ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ სტრასბურგს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც „TV პირველთან“ დაკავშირებით გაიცა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. ოპოზიციური პარტიები - ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება თავს დაესხას დამოუკიდებელ, კრიტიკულად განწყობილ მედიას, ავტორიტარიზმის საშიში ნიშანია, რომელსაც არ შევეგუებით. საქალაქო სასამართლო - დათქმა, რომლის თანახმადაც, დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას. მამუკა მდინარაძე „ტვ პირველზე“ - შეჭრაზე საუბარი მოგონილი ამბავია - ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა თუ საპანიკო, გასანერვიულებელიც კი არაფერია.

      სანაია გამოძიებაში - ვახო სანაია მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის მასალების გასაცნობად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. ადვოკატი - ვახო სანაიასთან ერთად სრულად გავეცნობით მასალებს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. ვახო სანაია - ბრალდებულების მიმართ უფრო კრიტიკულ შეკითხვებს ვისურვებდი -მაშველები, რომლებიც დაგვეხმარნენ, არ ამბობენ მთავარს, რომ იქ ფიზიკური შეურაცხყოფა იყო.

      ნავთობი - ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში.

      „საქსტატი“ - 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52.9 პროცენტით შემცირდა.

      იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მიიღეს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - Bloomberg - ვაქცინაცია მსოფლიოს 121 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 326 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 748 და გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საავადმყოფოები გადაიტვირთა. რუსეთში კორონავირუსის 9 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 459 ადამიანი გარდაიცვალა.

      მიხეილ სააკაშვილი - უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს ინვესტორებში „გადამგდების“ რეპუტაცია აქვს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 135

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

James Harden is balancing currently being Batman and Robin for the 76ers

გამოაქვეყნა Sabrinas_მ.
თარიღი: სექტემბერი 13, 2025.
საათი: 7:29am 0 კომენტარი

The Philadelphia 76ers pulled out a exciting 116-115 victory more than the Boston Celtics upon Sunday afternoon. The get tied the moment spherical collection at 2-2 going into Recreation 5. The 76ers are not down 1-3 essentially since of James Harden, who experienced just one of the suitable online games of his playoff job, completing with 42 details and the recreation-profitable a few-pointer with underneath 20 seconds still left inside extra clutch Harden It was Harden's instant 40+…

გაგრძელება

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters