ღამეა, წვიმის ხმაურმა და ნოსტალგიურმა სურნელმა, ღამისეული სიმყუდროვე შემოაფრქვია ნაცრისფერი გარემოდან საძინებელში.. როგორც ყოველთვის ჩაფიქრებული ვარ, ბევრს ვფიქრობ და ვწყდები გარემოს.. რიტორიკული კითხვები კი თან დამყვება.. მაინც რა იწვევს ადამიანში სიცარიელეს?! მარტოობას?! როცა უამრავი ადამიანი გყავს გვერდით, რომლებიც სითბოთი და სიყვარულით განებივრებენ, მაგრამ თავს მაინც დაცარიელებულად და გრძნობაგამოცლილივით გრძნობ.. უცნაურია.. გაგეცინა არაა?? შენ ხომ სიცარიელე ყოველდღიურობაში გაქვს გამჯდარი.. რა ცივი და ცარიელი თვალებით მომშტერებიხარ.. მაინც გკითხავ რა იწვევს ადამიანში სიცარიელეს? სიცარიელე ხომ შენებური სამყაროა და მასში ხარ ფესვებგამჯდარი..

– მხიბლავს მარტოობა, სადაც მხოლოდ მე და ჩემი "მეები" დავტანტალებთ. აქ ვერ შეხვდები გულნაღრძობ და სულგათელილ ბრბოს, ვერ ნახავ სიყალბეთი შემოსილ ხალხს, ვერ ნახავ ღვარძლიან ადამიანებს.. აქ სიმყუდროვეა.. იყო მარტო, მოჩვენებითი ადამიანებისგან შორს, ძალიან შორს ეს ერთგვარი ფუფუნებაა, მართალია ჩემ სამყაროში ყველაფერი ნაცრისფერია და სიცივეა გამეფებული (რასაც უკვე შევეჩვიე), მაგრამ მეკომფორტება მაინც, ვარ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ, არ ვეძებ ადამიანებს, რომლებიც გამიგებენ.. ასე გაცილებით იოლია სულდგმულობა.. გაორებული ჩანხარ..

– მხოლოდ შენ შეგიძლია აღმიქვა და დამინახო ისეთი, როგორიც რეალობაში ვარ.. სწორად აღნიშნე, გაორებული ვარ.. ერთ მხარეს ღიმილ–მზიანი ადამიანები არიან, რომლებიც ზრუნავენ ჩემზე, გასიყვარულისფერებული სამყაროა, სადაც ყველა ბედნიერია და ერთმანეთის ბედნიერებით ბედნიერობენ.. და კიდევ ჩემი სახლია, სადაც ყოველთვის მემყუდროვება.. რა ხდება მეორე მხარეს?? აქ ყველაფერი გაუგებრობაში და სიყალბეშია გახვეული.. აქ მუდამ დარდი და სინანული მსდევს აჩრდილივით.. აქ ყველაფერი მარტოობისფერია.. არაფერში შთანთქმული ყველაფერია.. ჰო ჰოო, არაფერში შთანთქმული ყველაფერი.. ამ ორ მხარეს შორის გადებულ სიცარიელეს ვერ ვავსებ.. არ შემწევს უნარი გავაერთიანო ეს ყველაფერი ერთმანეთში და სამუდამოდ განვაგდო ჩემი სამყაროდან სიცარიელე.. მღლის ეს გაორება.. სულს მიკაწრავს და ღრმა კვალს ტოვებს სიცარიელის შეგრძნება..

– მოგეწონება აქაურობა დამიჯერე

– რატომ ფიქრობ, რომ მომეწონება?

– ვიცი, რომ სიცარიელეში თავს კარგად გრძნობ

– არა, არა..! ცდები, შენს სამყაროში ძალიან ცივა!

– ცივა? სიცივე ერთგვარი ხიბლია სიცარიელისა და მარტოობისა

– არ მიყვარს სიცივე, არ მინდა სიცივე, მე სითბოს ნაჩვევი, ჰარმონიულ სამყაროში მოხეტიალე ადამიანი ვიყავი..

– მაშ შეეცადე გათბე, ჩაიცვი სითბო და გაათბე შენი სამყარო

– მცივა.. ძალიან მცივა.. სიცარიელით გაჟღენთილი მარტოობა შემოვიკეცე და ჩავთბი, გავათბე ჩემში უნებართოდ შემოჭრილი არეული სამყარო..

გესმის ჩემი?? მიპასუხე რამე.. გესმის??

ხედავ შენც არ შეგიძლია ჩემი გაგება..

02.06.2014    03:47

Qwelly, ადამიანი, ბლოგი, დღიური, მარტოობა, მელანქოლია, ურთიერთობა, ფიქრი, ღამე

ნახვა: 1219

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ბლოგი, დღიური, მარტოობა, მელანქოლია, ურთიერთობა, ფიქრი, ქველი, ღამე

diik kartozia: ივნისი 3, 2014||11:45am

 ამან მე ეს გამახსენა, კარგია :)) 

"არასოდეს ისე მარტო არ ვგრძნობ თავს, როგორც მეგობართან გულის გადაშლისას, რადგან ამ დროს ბევრად უკეთ ვხედავ გადაულახავ ბარიერს. აქვეა ადამიანი, ვხედავ ჩემკენ მომართულ მის ნათელ მზერას, რომლის მიღმაც ჩემთვის უცნობი სულია. მისმენს. ნეტა რას ფიქრობს? ჰო, რას ფიქრობს? გეცნობა ეს ტანჯვა? იქნებ ვეზიზღები? ვეჯავრები, ან იქნებ აბუჩად მიგდებს? ფიქრობს ჩემს ნათქვამზე, მკიცხავს, დამცინის, მადანაშაულებს, ნორმალურად ან გიჟად მთვლის. როგორ გავიგო, რას ფიქრობს? როგორ გავიგო, მასაც ისევე ვუყვარვარ თუ არა, როგორც მე მიყვარს? რა აზრებითაა მოცული ეს ციცქნა, მრგვალი თავი? რამხელა იდუმალებაა სხვათა დაფარულ და უსაზღვრო ფიქრებში, რომლებსაც ვერ ამოვიცნობთ, ვერ ვმართავთ, ვერ დავიმორჩილებთ, რომელზეც ვერ გავიმარჯვებთ!
მე ძალიანაც მინდა სრულიად გავხსნა საკუთარი თავი, გავაღო სულის ყველა კარი, მაგრამ ბოლომდე ამას ვერასოდეს ვახერხებ. შორს, სულის სიღრმეში ,,მეს" საიდუმლო სამყოფელია, სადაც ვერავინ ჩაღრმავდება, ვერავინ შეაღწევს და ვერავინ ვერაფერს აღმოაჩენს, რადგან არავინ მგავს, რადგან არავის არავისი არ ესმის."

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters