პრეზიდენტის ანტიპიარი, არაქურდული გადაწყვეტილებები, სახელმწიფო უსაფრთხოება და შანტაჟის მართლმსაჯულება

      ქვეყანა ამინდებით გამოიკეთა, მაგრამ პოლიტიკურ სარბიელზე ჯერ გამოდარება არ ჩანს. პრეზიდენტი ისევ იძახის ანტიპიარს ეწევიანო, შეწყალება და შემწყნარებლობა ისევ აქტუალური თემაა, შვილმკვდარი მამა პირად გამოძიებას აკრძელებს, საქართველო ჯიუტად მიიწევს ნატოსკენ, ნატო კიდევ იქით იწევს, პარლამენტში კანონებს იღებენ და უმრავლესობა სხდომას ელოდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 აპრილი, 2018 /

      ოკუპირებული საქართველოს თემა - დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას.

      პრეზიდენტის ანტიპიარი?! - გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოებამ ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. ოთარ კახიძე - თუ პრეზიდენტი სინანულს და შეცდომებს გრძნობს და აღიარებს, მაშინ რატომ გვესხმოდა თავს, ჩვენთვის გაუგებარია.

      არაქურდული საქციელი მთავრობისგან და სხვა კანონსიახლეები - “ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ნორმები გამკაცრდა. გვარის შეცვლა კანონით გამკაცრდა. პარლამენტმა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც ”მრეწველთა” პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.

      სახელმწიფო უსაფრთხოება პარლამენტში - ვახტანგ გომელაური - შევეცადე დახურულ ფორმატში გახსნილი ინფორმაცია მაქსიმალურად მიმეწოდებინა. ვახტანგ გომელაური - სუს-ისთვის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სამწუხარო და მძიმე იყო. ვახტანგ გომელაური - არ ვიცი ოპოზიციას რა კითხვებზე არ აქვს პასუხი, ეს კითხვები დახურულ სხდომაზე არ დასმულა. პარლამენტის დადგენილებით, სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეფასდა.

      ოჯახში ძალადობა - ანა ნაცვლიშვილი - ოჯახში ძალადობის მიმართულებით შსს-ს მუშაობა არაეფექტურია და სისტემური კრახის აღიარება უნდა მოხდეს. შსს-ს წარმომადგენელი - ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ შემოტანილი განცხადება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ინფორმაციას, რომ შესაძლოა მოძალადე საშიში ყოფილიყო. ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ.

      შემწყნარებლობა - ზვიად ქორიძე - ჩვენ არ ვართ ბრალდების რეჟიმში, ისევე, როგორც არ მივიღებთ არანაირ ბრალდებას, რომელიც უსაფუძვლოა. გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის შეწყალების პროცესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კახა კახიშვილი - პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში, შეწყალების კომისიის წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზეპირი გასაუბრების საშუალება ექნებათ. კახა კახიშვილი - მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა დაზღვეული იყოს ტრაგიკული მოვლენებისგან. კახა კახიშვილი - შეწყალების კომისიის წევრი შესაძლოა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც გახდეს.

      საქართველო ნატოსკენ - მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ნატო-ში წევრობამდე მივყავართ. მიხეილ ჯანელიძე - კახეთი იქნება ის რეგიონი, სადაც პირველად ჩამოყალიბდება ევროატლანტიკური კლუბი. გიორგი კვირიკაშვილი - უმნიშვნელოვანესია ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მომდინარეობს ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან და გენერალური მდივნისგან.

      საპარლამენტო დაპირისპირებები - დავით მათიკაშვილი - რაგბიზე ვსაუბრობდით, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ნუკრი ქანთარია მათიკაშვილისა და აბუსერიძის დაპირისპირებაზე - ერთი ამბობდა - მესი, მეორე - რონალდუ, ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა ლაპარაკი იციან.

      უმრავლესობის სხდომა - გია ვოლსკი - უმრავლესობის შეხვედრა არ არის ის შეხვედრა, რა სკანდალური მოლოდინიც ზოგიერთს გააჩნია. გედევან ფოფხაძე - ჩვენთვის პრინციპულია, უმრავლესობის შეხვედრა შედგეს და კონკრეტული შედეგებით დასრულდეს. ბიძინა გეგიძე - უმრავლესობის სხდომის გადადება ერთადერთი სწორი, ადეკვატური და პრაგმატული გადაწყვეტილება იყო. არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის სხდომა, პრაქტიკულად, იმ სამუშაოების შეჯამება იქნება, რომელსაც ჩვენ ამ დღეებში ვატარებთ.

      პანკისური აქციები - მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე პირადად აქციების მომხრე არ ვარ, თუმცა ამას ხეობის მცხოვრებლები ფიქრობენ.

      ეკონომიკა და ფინანსები - მამუკა ბახტაძე - ახალი პროგრამები, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, მეტ არგუმენტს მოგვცემს, გავზარდოთ დაფინანსების ხაზები საქართველოსთვის. გიორგი კვირიკაშვილი - მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით.

      მორიკონე საქართველოში ჩამოვა - ენიო მორიკონე მსოფლიო ტურნეს საქართველოდან დაიწყებს.

      დაქორწინებული ბავშვები - კვლევის თანახმად, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა.

      შანტაჟის მასშტაბები - ზვიად კუპრავა - მირზა სუბელიანს გააჩნია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები, ამ კადრებით აშანტაჟებს სუბელიანი პროკურატურას ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე. ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - დარწმუნებული ვარ, რომ მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენება შესაძლოა, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა მისცეს. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტები და სასწრაფოს ექიმი დაიკითხებიან. პროკურორის განცხადებით, ზვიად კუპრავა ცრუობს. ზაზა სარალიძე - არ დავუშვებ, რომ ეს საქმე ასე დარჩეს, დამიჭერენ? დამიჭირონ! მომკლავენ? მომკლან! ვიღაც მაინც გამოჩნდება, რომ ეს საქმე ბოლომდე გააგრძელოს. მოკლული მოზარდის მამა - გამიზნული ჰქონდათ ვიღაცების დაჭრა, მაგრამ ამას რა შედეგი მოყვებოდა, თვითონაც არ იცოდნენ. ზვიად ფხაკაძე - აბსურდია, რომ პროკურატურა მირზა სუბელიანმა დააშანტაჟოს. ზვიად ფხაკაძე - ზაზა სარალიძე მოითხოვს, რომ დავიჭიროთ კიდევ ორი პირი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე დაკავებული ორი პირი გავათავისუფლოთ.

      სამოქალაქო ჩართულობა პარლამენტში - მოქალაქეები პარლამენტისთვის პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენას შეძლებენ

საზღვარგარეთულები:

      თურქეთი საგანგებო მდგომარეობაში - თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა.

      სომხური უკმაყოფილება - სერჟ სარგსიანი - უკმაყოფილება მაინც იქნება, რაც უკეთ ცხოვრობს ადამიანი, მით მეტი უნდა. ერევანში სამთავრობო შენობის ბლოკირების დროს ათეულობით მომიტინგე დააკავეს. სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

      ამერიკულ-ებრაული მეგობრობა - ტრამპი და ნეთანიაჰუ მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და ისრაელს ერთმანეთზე უკეთესი მეგობრები არ ჰყავთ.

      აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთს აქვს სახელმწიფო დონეზე ორგანიზებული მკვლელობების განხორციელების გამოცდილება. NBC - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, შესაძლოა, შვეიცარიაში გაიმართოს.

      მშვიდობა ჩრდილოეთთან - სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 287

ტეგები: qwellynews, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

vako: აპრილი 23, 2018||11:34am
უსაქმურების ჯგრო,რომლებიც ბიუჯეტს აზიან
Giorgi: აპრილი 23, 2018||11:07pm

ვის გულისხმობ?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

What Makes LEGO Batman: Legacy of the Dark Knight a Must-Play for Fans and Gamers

გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am 0 კომენტარი

LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters