ნატო ისევ დამალობანას გვეთამაშება, თან კიო თან არაო - მოკლედ, უფრო დაახლოებისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ ზედმეტ დაახლოებასაც არ აპრიებს. ამას გარდა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი იყო საოკუპაციო ხაზი და კიდევ რამდენიმე გატაცებული ქართველი, ეკონომიკური ინიციატივების შეფასებები, ახალაიასთვის დამატებული 9 წელი და სხვა ამბები. ასევე სომხური გამარჯვება - აქციებმა შედეგი გამოიღეს, ახლადარჩეული პრემიერი გადადგა!
ლეკობა ოკუპაციის ხაზზე - საოკუპაციო ხაზთან ახლოს ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აფხაზეთში - 16, ხოლო ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს. მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე აშშ-ში ვიზიტის დროს მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრებს. ირაკლი კობახიძე - რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონული უსაფრთხოებისათვის. ლევან იზორია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს, ამიტომ ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან, რუსეთია პასუხისმგებელი. გიორგი მარგველაშვილი - საქართველო დაძლევს რუსული მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, ისე, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი.
საქართველო საერთაშორისოდ - მიხეილ ჯანელიძე - ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს. მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის პროგრესია ასახული, რომელიც საქართველოში გატარდა. მარია ზახაროვა - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება. სალომე სამადაშვილი - რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით და მის მიერ გატარებული პოლიტიკით. საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მანამდე კი უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა. ირაკლი კობახიძე - ევროკავშირმა და ნატო-მ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთის პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც. საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს მასპინძლობს. სოფიო ქაცარავა - დარწმუნებული ვარ, ალიანსი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ძალისხმევას და შესაბამის გადაწყვეტილებებში წინ წასწევს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხები განიხილა.
ეკონომიკური ინიციატივები - მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ ინიციატივის, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას უკავშირდება. ტაო ჟანგი - კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია. მამუკა ბახტაძე – ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას. ფინანსთა სამინისტრო - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს. ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრას.
წამების საქმეზე დადანაშაულებული ახალაია - სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბაჩო ახალაიას მიმართ განაჩენი გამოცხადდა. ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სერგო თეთრაძის მეუღლე - ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რომელიც ბაჩო ახალაიას მიესაჯა. ბაჩო ახალაია - რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. პროკურორი - სასამართლომ ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა.
ტყიბულის შახტები - ტყიბულში უკრაინელი ექსპერტები ჩავლენ, რომლებიც შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ.
პეკინში წარმატებული ქართული კინო - პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართულ ფილმებს გადაეცა.
ბარნოვის მკვლელობა - ნათია მეზვრიშვილი - ბარნოვის ქუჩის ტრაგედიამ გამოავლინა, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვალდებულებები და ფუნქციები სრულად უნდა გააცნობიერონ.
მოსაყდრის ბოდიში - სასულიერო აკადემიის რამდენიმე კურსდამთავრებული პატრიარქის მოსაყდრისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. „ჩვენ ვითხოვთ, რომ საქმეში ჩაერიოს პროკურატურა და ვითხოვთ პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების გამოძიებას. ჩვენ მოვითხოვთ ასევე პატრიარქის მოსაყდრემ შიო მუჯირმა მოიხადოს ბოდიში, რადგანაც მან ჩვენ ცილისმწამებლებად დაგვასახელა ისე, რომ არ გადაუმოწმებია ფაქტები“,- განაცხადა აკადემიის კურსდამთავრებულმა გიორგი ტიგინაშვილმა.
საბაგიროს შეწირულობა ანუ თბილისური საქმეები - მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის დასაწყებად მეცნიერებათა აკადემიის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, 11-მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და შეხვდნენ, ოღონდ ვიცემერს. ირაკლი როსტომაშვილი - თბილისის ტროტუარები დედაქალაქის ეკონომიკის ხერხემალია.
ოცნების ხმა - ირაკლი კობახიძე - თითოეული ჩვენგანი წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს. პრემიერი - ქვეყნის გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი, გონივრული საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკურად გაძლიერება. კახა კალაძე - კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდნენ - ეს ძალადობა წარსულს ჩავაბარეთ. ირაკლი კობახიძე - გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი. ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტოდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში, გვექნება დაახლოებით, ორი წელი, რათა პარტიის შემდგომ განვითარებაზე ვიზრუნოთ.
აითვისეთ თორემ გავასხვსებთ! - ოთარ დანელია - თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ აითვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, არ გამოვრიცხავთ, დავავალდებულოთ, რომ გაასხვისონ.
ჯანდაცვა - ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით გამორჩეული არ არის. ამირან გამყრელიძე - ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები.
პრეზიდენტი ეთერში - გიორგი მარგველაშვილი - მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ - ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი? გიორგი მარგველაშვილი - რამდენიმე საკითხია, სადაც ძალიან გული მწყდება, რომ მე და “ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოვახერხეთ კოორდინირებული მოქმედება. გიორგი მარგველაშვილი - დეპუტატების მხრიდან გარკვეული მწვავე თემების აგრესიით გადაფარვის მცდელობა ჩემთვის ახალი არ არის.
აფრასიძეების საქმე - დოდო აფრასიძე - მე ჯერ კიდევ იმედით ვცხოვრობ, რომ სამართლიანობა აღდგება. გია ბარამიძე - კატეგორიულად მოვითხოვ პროკურატურისგან, გამოიძიონ აფრასიძეების საქმე და უთხრან საზოგადოებას სიმართლე. დოდო აფრასიძე - სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი.
საზღვარგარეთულები:
სომხური საპროტესტო აქტიურობა და ერთობის ძალა - ერევანში დილიდან ოპოზიციის მსვლელობები განახლდა. ლენა ნაზარიანი აქციის მონაწილეებს - გამოაცხადეთ გაფიცვა, არ იაროთ უნივერსიტეტებში და დილიდან ყველგან აქციები დაიწყეთ. არმენ სარქისიანი - სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური - გარკვეული ჯგუფი სომხეთში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას გეგმავს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაცით, სომხეთში საპროტესტო გამოსვლებს სამხედროებიც შეუერთდნენ. სომხეთის პოლიციამ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 37 ადამიანი დააკავა. სერჟ სარგსიანი გადადგა. სერჟ სარგსიანი - ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი. ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე! სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს. სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა.
პარაგვაის ახალი პრეზიდენტი მარიო აბდო ბენიტესი გახდა.
ეგეც ევროკავშირი - ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრი, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების ლობირებისთვის ქრთამს იღებდა. უკრაინული გამოცემა - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო, საგანგებო რეზოლუციას მიიღებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია