ოსტერის და კუტზეეს მიმოწერა, რომელიც სპორტული თამაშების ტელევიზორში ყურებას შეეხება, არა ერთ სოციოლოგიურ ნიუანსს მოიცავს. სპორტული თამაშების განხილვის ფონზე იკვეთება მათი ყოველდღიური ცხოვრების ასპექტები, მასობრივი კომუნიკაციები (მასმედია), კულტურული ფაქტორები, და ასევე გენდერული დასწავლის ფაქტები.
პოლის მიერ დაწერილ წერილში, სინანულის მსგავსი განცდები იკვეთება. იმის გამო, რომ მას, მისივე შეხედულებით, ტელევიზორში სპორტული თამაშების ყურებისთვის ნორმაზე მეტი დრო აქვს დათმობილი. ოსტერი შეწუხებულია რადგან მთელ დღეს სპორტული თამაშების ყურებაში ატარებს, წიგნებს კი არ კითხულობს. მოგვიანებით კი აღნიშნავს, რომ წიგნები ერთმანეთს გავს, თუმცა ყველა მატჩი, რომელიც უნახავს განსხვავებულია ერთმანეთისგან. ასევე მიუხედავად იმისა, რომ პოლი საკუთარი დროის სპორტული თამაშების ყურებაში დაკარგვით უკმაყოფილოა, უკვე დარდობს იმის შესახებ, რომ მორიგი მატჩის გამოტოვება მოუწევს. მის წერილებში ირკვევა, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს იმით, რასაც აკეთებს, რატომ უნდა უჩნდებოდეს ადამიანს დანაშაულის გრძნობა იმის კეთებისას, რის კეთებაც მას სიამოვნებას ანიჭებს? შესაძლოა ეს ყოველივე „საშუალო ასაკის კრიზისს“ დავუკავშიროთ, როცა ასაკს მიღწეული ადამიანები დარდობენ საკუთარ განვლილ ცხოვრებაზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც ვერ გამოიყენეს. ოსტერის შემთხვევაშიც, ვფიქრობ ლოგიკურია სპორტული თამაშების ყურებაში დროის დაკარგვასთან დაკავშირებული სინანული, ამავე დროში რაიმე უკეთესის, უფრო მნიშვნელოვანის გაკეთების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას უკავშირდებოდეს.
კულტურა, კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც, ჩემი აზრით, ოსტერი საკუთარი თავისუფალი დროის საკუთარი სურვილისებრ განკარგვაზე დარდობს. კულტურა დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მათი ცხოვრების წესს სრულიად მოიცავს. სხვა და სხვა კულტურაში, სხვა და სხვა ღირებულებების მქონე ადამიანებს ვხვდებით. მათი გარკვეული ნაწილი მასმედიას, ამ შემთხვევაში, ტელევიზორში სპორტული თამაშების ყურებას, დროის ფუჭ კარგვად და არაფრის მომცემ ქცევად მიიჩნევს, ანდაც სრულიად უსაქმურობად. ვფიქრობ დასაშვებია, რომ პოლზე სწორედ ამგვარ კულტურაში, ამგვარი შეხედულებებისა და დამოკიდებულებების მქონე ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდ სიამოვნებას იღებს მატჩების ყურებისას და მიაჩნია, რომ წიგნები უფრო ხშირად არის ერთფეროვანი, მაინც თვლის, რომ კითხვაში დროის გატარება მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო ტელევიზორის ყურება დროის კარგვა. აქვე მინდა ვისაუბრო პოლის იმ გრძნობაზე, რომელსაც ის „დანაშაულის გრძნობანარევ სიამოვნებას“ უწოდებს. უკვე აღვნიშნე, რომ კულტურა და საზოგადოება, რომელიც ამ კულტურას ექვემდებარება დიდ გავლენას ახდენს ცალკეულ ადამიანებზე, ართმევს მათ ინდივიდუალობას და თავისუფალ არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ ხდება საზოგადოდ მიღებული ღირებულებების, ქცევის ნორმების გათავისება, ადამიანები გარკვეულწილად ინარჩუნებენ საკუთარ იდენტობას. მათ გააჩნიათ საკუთარი, ინდივიდუალური სურვილები და მიდრეკილებები. ამ შემთხვევაში პოლი, რომელიც დაინტერესებულია სპორტული თამაშების ყურებით, შესაძლოა თავის ამ ქცევას „ამოვარდნილად“ მიიჩნევს მის გარემოცვაში მყოფი ადამიანების ქცევებისგან. სწორედ ეს იწვევს დისკომფორტს და დანაშაულის გრძნობას მასში.
ახლა კი, მინდა ისევ ასაკის საკითხს დავუბრუნდე. პოლი წერილში საკუთარ ბავშვობას იხსენებს, წერს იმ სურვილებსა და ოცნებებზე, რომლებიც მის ადრეულ ასაკს უკავშირდება. აღნიშნავს, რომ იმ სპორტის ყურებით არის დაინტერესებული, რომელთანაც შეხება ჰქონია. თუმცა განასხვავებს მის ამჟამინდელ დამოკიდებულებებს სპორტისადმი ბავშვობის დროინდელისგან. ოსტერის მიერ საკუთარ ასაკზე და შეხედულებების შეცვლაზე მკვეთრი ხაზგასმა, ვფიქრობ შეიძლება ასაკ მიღწეულ ადამიანებთან მჭიდრო კავშირში არსებულ „საშუალო ასაკის კრიზისს“ მივაწეროთ, როცა ადამიანები განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან მიუღწეველ მიზნებს და ბავშვობის განუხორციელებელ ოცნებებს. იმის მიუხედავად, რომ პოლი საკუთარი ასაკიდან გამომდინარე ამას უარყოფს, მის ინტერესს სპორტული თამაშებისადმი, ისევე როგორც ჯონისას, ვფიქრობ სწორედ ეთიკური საფუძველი აქვს.
და ბოლოს, ოსტერისა და კუტზეეს წერილებში, იკვეთება გენდერის და გენდერული დასწავლის საკითხები. ჯონი აღნიშნავს, რომ სპორტი მამაკაცებისთვის უფრო საინტერესოა ვიდრე ქალებისთვის და აქვე წერს, რომ სპორტსმენი ქალები, ისევე როგორც მამაკაცები უკადრისობენ ისეთი სიტყვებით შექებას, როგორითაც ქალებს აქებენ. ეს ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ქალები, რომლებიც სპორტსმენობას ირჩევენ კარგავენ ფემინურობას, ანდაც იმიტომ ირჩევენ ამ სფეროს, რომ სხვა ქალებთან შედარებით ნაკლებად „ქალურად“ აღიქვამენ და გრძნობენ თავს. ასევე ჯონის წერილი, მისი შინაარსით ახლოს დგას საზოგადოებაში სტერეოტიპულად გავრცელებულ მოსაზრებებთან, რომ მაგალითად ფეხბურთი მამაკაცებისთვისაა შექმნილი, ბალეტი კი ქალებისთვის. მოგონილი „ნორმების“ მიხედვით მათი გადანაწილება ხსენებულ სფეროებში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება პოლის წერილს, ის მისი შვილების მიერ გენდერული დასწავლის შემთხვევებს აღწერს. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ადამიანების ვიზუალი, ტანსაცმელი და სურნელები გაცილებით მარტივად აღსაქმელია ვიდრე სხვა დანარჩენი. იმ ასაკის მიღწევამდე, როცა მათ შეუძლიათ გაიაზრონ, რომ სქესი არ იცვლება, გამუდმებით ცდილობენ მის ხელოვნურად შენარჩუნებას სხვების მიბაძვით. მაგალითად გოგონები დედას ცდილობენ დაემსგავსონ და მასავით ქალურები იყვნენ, ხოლო ბიჭებისთვის ასეთი მისაბაძი ადამიანები მამები არიან. პოლის შვილების შემთხვევაშიც, მათი გამძაფრებული სურვილი დამსგავსებოდნენ „ნამდვილ“ ქალს და მამაკაცს, ვფიქრობ სწორედ სქესის შეცვლის შიშიდან გამომდინარეობდა.
ქეთევან პოპიაშვილი.
გამოყენებული ლიტერატურა
პ. ოსტერი, ჯ. კუტზეე, აქ და ახლა, წერილები (2008-2011), დიოგენე, თბილისი, 2013 წელი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია