ქეთევან პოპიაშვილი

      მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ხელოვნება და ყველაფერი ის რაც ხელოვნებას უკავშირდება , უნდა ვაღიარო, არც თუ ისე ბევრი ვიცი მის შესახებ და რადგან მხოლოდ ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე შემიძლია შევაფასო რომელიმე ხელოვანი ან ხელოვნების ნიმუში, არმგონია ჩემი შეფასებები კომპეტენტურად ჩაითვალოს. თუმცა მაინც გამაჩნია ჩემი მოსაზრებები (შესაძლოა რეალობას აცდენილი) და ერთერთი ასეთი მოსაზრება რომელიც თამამად შემიძლია გამოვთქვა ის არის, რომ ვთვლი ხელოვნება ერთადერთი რამეა რაშიც ადამიანს შეუძლია სრულყოფილებას მიაღწიოს.

      ელ გრეკოს შესახებ ასე დეტალურად პირველად სწორედ სერგეი ეიზენშტეინის - „ელ გრეკო და კინო“ -დან შევიტყვე. ამ ტექსტში მისი ნაშრომები პროფესიონალურ დონეზეა განხილული და შეფასებული , ყოველი დეტალი ხაზგასმულია და დიდი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. ალბათ გადაჭარბებაში არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი, ხელოვნების „მოყვარულის“ დონეზე მყოფი ადამიანისთვის არც თუ ისე მარტივად გასაგებია. თუმცა რადგან ყოველი სახის სიახლე და ახალი ინფორმაცია სასიამოვნო და მისაღებია, მეც დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით გავეცანი ელ გრეკოს „განხილვას“.

      ჩემი აზრით, ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს შეუძლებელია ერთი შეხედვით და ერთხელ გაცნობით ჩაწვდე, ის რაც ზედაპირულია ჩემთვის უკვე საკმაოდ შორს დგას ხელოვნებისგან. ელ გრეკოს ნამუშევრებმა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ იმ „სიღრმით“ მოახდინა რაც მათში ჩანს. არ არის საკმარისი არც ერთი, არც ორი და ზოგადად არცერთი შეხედვა მისი ნახატების შეცნობისaთვის, მათ არ უნდა უყურო, უნდა შეიგრძნო. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი იმ სიღრმეებში გაიკვლიო გზა და შენს წინაშე გაცოცხლდება ყველაფერი რასაც მხატვარი ხედავდა, გრძნობდა და განიცდიდა ხატვის დროს.

      ელ გრეკოს ნახატები არ არის უბრალოდ ნახატები, მათზე არ არის აღბეჭდილი უბრალოდ სცენა, მე მათ კადრებს უფრო შევადარებდი. თითოეული ნახატი კადრია, რომელიც არ მოძრაობს თუმცა, როგორც აღვნიშნე, ადამიანის წინაშე ცოცხლდება, „ითრევს“ მას და მისტიურ სივრცეში გადაჰყავს. ეს ის განსაკუთრებული თვისებაა მხატვრის, რომელიც მე შევნიშნე და მგონია რომ არ ვცდები.

      რაც შეეხება მის ინდივიდუალიზმს, მიუხედავად იმისა რომ ელ გრეკო როგორც მივხვდი , რაღაც დეტალებს მუდმივად ითვისებდა და იღებდა სხვა მხატვრების შემოქმედებიდან, მათი შეერთებით თვითონ მაინც რადიკალურად განსხვავებულს ქმნიდა და ვთვლი, რომ ეს ნამდვილად კიდევ ერთი დასაფასებელი თვისებაა.

      წლების წინ , როცა პირველად ვუყურე მიკ დეივისის ფილმს „მოდილიანი“ ძალიან იმოქმედა ჩემზე შემოქმედებითი პროცესის სცენამ და დარწმუნებული ვარ რეალურად გაცილებით უფრო ემოციურები, საკუთარი თავიდან გამოსულები და სადღაც სხვა სამყაროში გადასულები არიან მხატვრები ხატვის დროს თუ ეს გულწრფელი შემოქმედებაა. რადგან ვერ წარმომიდგენია იმ ემოციებისა და განცდების გამეორება რომელიც, მაგალითად, მხოლოდ ერთი ნახატის შექმნას უკავშირდება , წარმოუდგენელია ჩემთვის ნახატის სრული სიზუსტით გამეორებაც. არ ვამბობ იმას, რომ ელ გრეკო გულწრფელ განცდებსა და ემოციებს არ დებდა საკუთარ შემოქმედებაში, არც მაქვს ამის თქმის უფლება და მიმაჩნია, რომ ასე რომ ყოფილიყო, მისი ნახატები ასეთი განსაკუთრებული ვერ იქნებოდა, თუმცა მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მუდმივად დახვეწასა და გაუმჯობესებაზე იყო კონცენტრირებული და მისთვის ხატვა უფრო პროფესიად იყო ქცეული. მე განვასხვავებ პოეტების ორ კატეგორიას, ისინი ვინც წერენ ე. წ „გულიდან“ წამოსულს თუნდაც გაურითმავს, და ისინი ვინც მუშაობენ ლექსზე მისი ჟღერადობის დასახვეწად დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა უპირატესობას პირველ კატეგორიას ვანიჭებ. ასევე მხატვრობაშიც, ჩემთვის უფრო მაღალ ადგილს იკავებს მხატვარი, რომლის ნამუშევარშიც არ არის არც ძალიან დახვეწილი ფორმები, არც ძალიან გამორჩეული ფერები, თუმცა რაღაც ხასიათი ჩანს, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, რომ არ შეიმჩნიო და არ აღფრთოვანდე. ჩემთვის ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ელ გრეკოს გამეორებულ ნახატებშიც სხვადასხვა ხასიათს ვხედავ და ვერანაირად ვერ აღვიქვავ მათ „ხელოვნურად“.

      აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ელ გრეკო ფორმების ზუსტი გამეორების პარალელურად ცვლიდა შუქ-ჩრდილებს და შესაბამისად ზოგად ხასიათსაც. ჩემი აზრით ამით ხაზს უსვამდა შუქ-ჩრდილების დიდ მნიშვნელობას და ადგილს მხატვრობაში.

      ეს ნახატები ყველაზე მეტად გამოვარჩიე ელ გრეკოს ნამუშევრებიდან (ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე) და ვთვლი, რომ ზემოთ თქმული შუქ-ჩრდილების დატვირთვა ამ ორ „გამეორებულ“ ნახატშიც ძალიან მკაფიოდ ჩანს.

      ელ გრეკო ინდივიდუალური და განსაკუთრებულია ყველაფრით - დახვეწილი ფორმებით , საუცხოო ფერებით, როგოც აღვნიშნე იმ „სიღრმის“ შექმნის შესაძლებლობით, რაც მის ყველა ნამუშევარში ჩანს, შუქ-ჩრდილების განსხვავებულად გამოყენებით და მათი საშუალებით ნახატების აბსოლუტური გარდაქმნით, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი რამით, რაც ჩემთვის უცხოა და არ შემიძლია გადმოვცე. დილეტანტიც რომ იყო ხელოვნების სფეროში, ელ გრეკოს მაინც გამოარჩევ ყველა მხატვრისგან.

ნახვა: 1324

ტეგები: ეიზენშტეინი, ელგრეკო, კინო, კინოაზროვნება, ხელოვნება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters