დღის აღმოჩენა იყო ვაქცინაციის მოსიაურლი ცენტრები - ავტობუსებში „ჰოსპიტალები“ მოაწყეს და ჯერ მხოლოდ 3 ავტობუსი და 3 ლოკაცია დაიკავეს. უფრო მეტი იგეგმება. კოვიდი ჯერ არ წასულა და დღიური გარდაცვალება 8 ათეულს აღწევს უკვე. გუშინდელი ტერაქტი, დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავია მთელს მსოფლიოში და ცხადია, საქართველოშიც. არჩევნები მალე ჩატარდება და უფრო მეტ აქტუალობას იძენ ეს თემა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1248 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4031 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 73 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 4585. საქართველოში ჯამში 1 095 069 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%. ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედანზე ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს. შრომის ინსპექცია ახდენს ყველა იმ დაწესებულების დალუქვას, რომელიც დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, მაინც ახორციელებს საქმიანობას. ბოლო დღეებში კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით სტაბილიზაციაა, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის კლება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება სრულიად შესაძლებელია - გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა. ტრანსპორტის აღდგენაზე - ამ ეტაპზე ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ დადებითი პასუხი გითხრათ. ეპიდვითარების კუთხით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „საგანგაშო პროცესი არ მიმდინარეობს“. ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტებს არ დაკლებიათ არც ერთი თეთრი, რომელიც მათ სჭირდებოდათ. ამირან გამყრელიძე - თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში პამდემიას. ახალგაზრდები ხართ, მოდით, ცოტა ხანი თავი შევიკავოთ კლუბებში სიარულისგან და ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ. საქართველოში კორონავირუსით 13 ორსულია გარდაცვლილი. ავტობუსები, რომლებშიც აცრის პუნქტი მოეწყობა, თბილისის გარდა შესაძლოა, სხვა დიდ ქალაქებშიც განთავსდეს. სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება. აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება, ამ ეტაპზე დიღმის საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება საჭირო აღარ არის, ეს პოზიტიური ნიშანია. ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება და ისინი ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან. საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს. რაც მეტს ავცრით, ქვეყანაში მით უფრო ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება და ახალ წელს შევხვდებით ძველებურად. ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრან. ამ წინასაარჩევნო პერიოდში აცრა უნდა იყოს ყველაზე ზეპარტიული საკითხი. მომავალი სამი თვის განმავლობაში საქართველოში მთავარი სიტყვა უნდა იყოს აცრა, აცრა, აცრა. კახა კალაძე - ახლა ვაქცინაცია 3 ავტობუსშია შესაძლებელი, თუმცა მათი რაოდენობა 10-მდე გაიზრდება. საფრანგეთმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეიყვანა. თენგიზ ცერცვაძე - როცა გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი, გარდაცვალების პიკს უნდა ველოდოთ 2-3 კვირაში და ვფიქრობ, რომ ახლა არის სწორედ ეს პიკი.

      ავღანეთის ქართული გამოხმაურება - სალომე ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს. დავით ზალკალიანი - საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ ძალადობის დასასრულებლად, საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგას. მამუკა გამყრელიძე - საქართველოს ჩართვა საევაკუაციო პროცესში და ჩვენი ქვეყნის რეგიონალური სატრანსპორტო ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შელახული საერთაშორისო რეპუტაციის ფონზე. ირაკლი ღარიბაშვილი - ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

      დაუხმარებლობის შიში - იაგო ხვიჩია - მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს - გასაგები მოწოდება იყო, რომ ვისაც ხელი აქვს მოსაწერი მიშელის შეთანხმებაზე, მოაწეროს, ვისაც შესასრულებელი აქვს, შეასრულოს. გურამ მაჭარაშვილი - მაკროფინანსურ დახმარებას საფრთხე არ ემუქრება. ლევან იოსელიანი - თუ საქართველომ მაკროფინანსური დახმარება ვერ მიიღო, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება - ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებდა.

      #არჩევნები2021 - ცესკო-ს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს ორგანოს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების გადადება-არ გადადებაზე, თუმცა, თუ იქნება ასეთი გადაწყვეტილება, კანონდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ. კახა კალაძე - ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, ეს არის „ქართული ოცნება“. გურამ მაჭარაშვილი - ოპონენტებს ვურჩევდი, ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტონ, მობილიზება გააკეთონ რესურსების, რომ როგორმე "ნაციონალური მოძრაობა" ჩაანაცვლონ ოპოზიციაში. პაატა მანჯგალაძე - უსინდისო მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან თითქოს ჩვენ არჩევნებისთვის მზად არ ვართ. შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძე არის მთავარი ადამიანი ამ არჩევნების დროს. „ნაცმოძრაობის“ კვლევაზე - უბრალოდ ხდება მანიპულაცია და რიცხვების შეთხზვა, გავიხსენოთ წინა არჩევნები, ყოველ ჯერზე ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი - მას შემდეგ, რაც შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს, ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების საშუალებით დაიწყო ზეწოლა. გიგა გაბელაია - მზად ვარ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საკუთარი ქვეყნისა და მხარის წარმატებაზე ზრუნვა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. „ქართული ოცნების“ კვლევით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47.7% მხარს მმართველ პარტიას დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.2%. „ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, მერის არჩევნებზე კახა კალაძეს მხარს გამოკითხულთა 60.1% დაუჭერს, ნიკა მელიას კი 29.2%. მამუკა ხაზარაძე - ქართველი ხალხის, ამომრჩევლის „გადაგდებით“ და მოტყუებით ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია - სანქციები უნდა დაწესდეს იმ ადამიანებზე, ვინც ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში შეიყვანა.

      პრემიერ-მინისტრმა კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, სოფლის მეურნეობის მინისტრს საკითხზე მუშაობა დაავალა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 19 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 798 ადამიანი.

      გუშინ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები მოხდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 170-მდე ადამიანის, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროს, სიცოცხლე ემსხვერპლა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - „თალიბანთან“ 3.5-საათიანი დიალოგი გავმართეთ, თუ საჭირო იქნება, დიალოგის საშუალება კვლავ გვექნება. დიმიტრი პესკოვი - უმკაცრესად ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. თეთრი სახლი - ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული. მედია - „თალიბანი“ დროებითი ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

      მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 167

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Unlocking EA FC 26 New Moves:A Guide by MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 11:51am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters