არჩევნები კოვიდის შიშით და პირველი წარმატება პარაოლიმპიადაზე

      ცხელი აგვისტოს დღეები მდორედ მიედინება. ტოკიოში პარაოლიმპიადა დაიწყო და პირველსავე სატურნირო დღეს, ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - დღის სიხარული ეს იყო. სხვა ამბები პოლიტიკას და კოვიდს უკავშირდებოდა და მათ გადაჯაჭვულობას. მოახლოებული არჩევნები კვლავ პანდემიის პრიზმიდან იცქირება და სიახლეები მთლიანა კოვიდით არის გაჯერებული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1305 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 25 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 58 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 5041. საქართველოში ჯამში 1 038 292 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.2%. ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტი მკურნალობს. ნინო ლომჯარია - ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას. მივმართავ პრემიერს, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს, შეაფასონ ის რისკები, რაც შეიძლება არჩევნების ჩატარებას ახლდეს. თამარ გაბუნია - ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებო რჩება - დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 50%-ია, საკმაოდ მაღალია მობილობის მაჩვენებელიც. პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან. პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა ჟანგბადის კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, დღეს ნამდვილად არ არის, თუმცა ლოჯისტიკური მართვის მექანიზმი არის ძალიან რთული. პედაგოგების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის, გასული კვირის მონაცემებით, ერთი დოზით 40%-მდე პედაგოგია ვაქცინირებული - 80%-ის მიღწევა რეალურია. მოქალაქეს რჩება არჩევანი, წარადგინოს აცრის მოწმობა, ტესტირების პასუხი ან ცნობა გადატანილი დაავადების შესახებ, რაც არ ნიშნავს, რომ ვინმე ზემოქმედებას ახდენს, მან აცრა ჩაიტაროს. თუ სხვადასხვა ქალაქში საველე ჰოსპიტლების მობილიზება გახდება საჭირო, ამის რესურსი არსებობს. ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო. არჩევნების ჩატარებისას პანდემიასთან დაკავშირებული „რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“. პრემიერი - 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ კიდევ შემოტანაზე ვმუშაობთ. ადამიანები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ ეკონომიკა გაგვეხსნა, დღეს გამოდიან, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ - ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, მაგრამ ეს არის გამოსავალი? ნიკა მელია - არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს - ეპიდემიოლოგებმა უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ.

      არჩევნები კოვიდის პირობებში - ჩატარება თუ გადადება, სადარდებელი აი ეს არის - შალვა პაპუაშვილი - „ნაცმოძრაობის“ კამპანიის მიზანია მომზადებული ჰქონდეთ საბაბი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად ან მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ არჩევნები ეპიდვითარების გამო მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს. მამუკა მდინარაძე - ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა - ოპოზიცია ეძებს საბაბს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ მათ ეს მოუწევთ. "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ისინი საუბნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმს გადააყოლა ადამიანების სიცოცხლე, მათ პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნეს, შემდეგ კი ფორმალობად აქციეს რეგულაციების დაცვა. იაგო ხვიჩია - ინიციატივა არჩევნების გადადების შესახებ, ოპოზიციისთვის წამგებიანია. სერგო ჩიხლაძე - პასუხისმგებლიანი პარტიები დასვამენ კითხვას - ისეთ პირობებში, როცა 5 000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პირველ ადგილზე ვართ გარდაცვლილთა რაოდენობით, მზად ვართ არჩევნების ჩასატარებლად? გიორგი ვაშაძე - მივმართავ ამირან გამყრელიძეს, თქვენ არ ხართ „ოცნების“ წარმომადგენელი, გამოდით და გვითხარით - გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დავამტკიცეთ, რომ ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება ვართ. კოდორის ხეობა სააკაშვილმა მოღალატეობრივად გადასცა მტერს - „ქართული ოცნების“ 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას ომი არ ჰქონია. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა გააუქმა არჩევნები, თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი არ გაგვიკვირდება, ვიცით რა მათი ხელწერა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების თავისუფალ, კონკურენტულ პირობებსა და კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე. „ნაცმოძრაობის“ კვლევით, 4 ქალაქიდან თელავსა და რუსთავში მერობის მათი კანდიდატები ლიდერობენ, ქუთაისსა და ბათუმში კი „ქართული ოცნების“. „ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევით, „ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში მარცხდება. გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო - რამდენად უპრინციპო უნდა იყო, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო პანდემია. გიგა ბოკერია - მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ფიგურის, როგორიც ღარიბაშვილია, რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფნა, არათუ პრემიერ-მინისტრობა. გიორგი გახარია - არჩევნების გადადებაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა - დღეს თუ ვინმეა არჩევნების გადადებით დაინტერესებული, ეს „ქართული ოცნებაა". რა თქმა უნდა, თბილისში გვეყოლება მერობის კანდიდატი - ძალიან საინტერესო კანდიდატი გვეყოლება.

      სანაიას საქმე - ვახო სანაია - სამარცხვინო სასამართლო გვყავს, სისტემამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოძალადეები გარეთ გამოუშვა - ეს ადამიანები ხელისუფლებას საარჩევნოდ სჭირდება. ადვოკატის განცხადებით, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის გიორგი სახელაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ვახო სანაიას ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო სასჯელის ნაწილში განსაკუთრებით ლმობიერი იყო. ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. ვატო შაქარიშვილი - თანამედროვე ბოლშევიკ სანაიას არ გაუვა სპეკულაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლება ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისების მორიგი მცდელობაა. გიორგი თარგამაძე - ცუდი სასამართლო, ცუდი მმართველობა კლავს.

      სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი განუხილველი დატოვა.

      ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ორგანიზატორები დაუსჯელები არიან და საგამოძიებო ორგანოებს კონკრეტული წინადადებებით მიმართავს.

      წუნია პრეზიდენტი - ესტონეთის პრეზიდენტი უკრაინა-მოლდოვა-საქართველოზე - გულწრფელად რომ ვთქვა, არც ერთი ასრულებს წევრობის კრიტერიუმებს - სამივე ქვეყანას პრობლემები აქვს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - აზერბაიჯანი მედიკოსებსა და 60 წლის ზემოთ ასაკის პირებს ე.წ. „ბუსტერ“ დოზას სთავაზობს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 634 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 10 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 19 536 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 809 ადამიანი გარდაიცვალა.

      მოირიგებლობა - დიმიტრი პესკოვი - რუსეთ-თურქეთს შორის ყირიმის თემა უთანხმოების საკითხებს შორისაა.

      ავღანეთი - „თალიბანი“ ქვეყნიდან დოლარისა და ანტიკვარული ნივთების გატანას კრძალავს. გაერო - ავღანეთში მილიონობით ადამიანს, მათ შორის 2 მილიონ ბავშვს შიმშილობა ემუქრება. ქაბულში ბანკებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა მოქალაქეებს დიდი თანხის გატანის შესაძლებლობა არ აქვთ. ანგელა მერკელი - ევაკუაციას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება იმ ავღანელების დასაცავად, რომლებიც ჩვენთვის მუშაობდნენ. თეთრი სახლი - ავღანეთიდან 82 300 ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ავღანეთის საკითხზე ისაუბრეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 201

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Unlocking EA FC 26 New Moves:A Guide by MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 11:51am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters