ყოფნა-არ ყოფნა და მასზე ფიქრი იქცა ადამიანის მთავარ პრობლემად, რა არის ყოფნა? რა არის არ ყოფნა? ეს ის ორი კითხვაა, რომელიც გულს უსერავს და გონებას ულპობს ადამის ძეს გაჩენის დღიდან, რადგან შეუცნობელი დარჩა დღემდე, აზრი ყოფნის და აზრი არ ყოფნის.

მას ვისაც არ ახსოვს გარდასული დღეები და ვერ ხვდება მომავალს, ვადარებ გემს რომლის მესაჭესაც ჩაეძინა და მიუყვება დინებას იქით, საითაც ქარი დაუბერავს. გემის აღსასრული კი დადგება მალე, რადგან შეახეთქებს აღელვებული ზღვის ტალღები ქვის კლდეებს და დალეწავს მას. გემიც და მესაჭეც საუკუნო დავიწყებას პოვებენს ზღვის ფსკერზე, რადგან ჩაეძინა მესაჭეს ღრმა ძილით და რადგანაც, მან ინდომა ძილი, მიიღო კიდევაც ის, ოღონდ საუკუნოდ.

და ვინ არის თქვენს შორის ცოცხალი რომლის სიცოცხლეც არ იქნება დავიწყებული ? არის თქვენს შორის ვინმე ვინც გაუძლებს დროს და იმ მტვერში არ ჩაიფლება დასამარხად რომელიც თან სდეევს საუკუნეებს?

რამდენი წლის ხარ ადამიანო შეგიძლია მითხრა? იქნებ სათვალავი აგერია? არ გინდა გამოტყდე და აღიარო ის რაც სამწუხაროა, რადგან სული რომელიც შთაბერა ღმერთმა ადამს მკვდარია და უპატრონოა ტაძარი მისი რომელსაც მიწის ქვემძრომები დაეპატრონნენ, რომელიც დაიწყევლა ღვთისგან პირველი ცოდვის დროს. ხოლო ტაძარი რომელიც მიწისგან აიგო იქცევა ისევ მიწად და დავიწყებული იქნება მისი არსებობა სამარადისოდ.

ყოფნა?.. არ ყოფნა?..საკითხავი აი ეს არის.

სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს

და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა,

თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას

და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი?..მოსპოს სიცოცლხე

ბოლო მოუღოს…მიიძინოს… სხვა არაფერი…

ამ მიძინებითა გათავდება ის გულისქენჯნა

და ათასი სხვა ბუნებრივი უკუღმართობა,

რაიც ხორცშესხმულ ადამიანს წილად ხვდომია.

განა ეს ბოლო სანატრელი არ უნდა იყოს?

მოვსპოთ სიცოცხლე..დავიძინოთ.. რომ დავიძინოთ,

მერე სიზმრად იქ ვნახავთ რასმე?..ძნელი ეს არის,

არ ვიცით მაშინ რა სიზმრები მოგვევლინება,

როს სიკვდილის ძილს მივეცემით და მოვშორდებით

მოკვდავთ ცხოვრების მღელვარებას! აი ეს გვიშლის

და გრძელს ცხოვრებას ჩვენსას იგი გრძელ ტანჯვადა ჰხდის

ნახვა: 2395

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ფიქრები, ყოფიერება, შექსპირი

ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters