შესავლების გარეშე - განსაკუთრებით აქტიური თუ აქტუალური ხდება თბილისის მერია და მისი საქმენი საგმირონი. ასევე, არ იკარგება დღის წესრიგიდან სამინისტროების გაერთიანება და ენერგეტიკის საკითხების პრობლემები. ქველმოქმედებასა და მექრთამეობაზეც ითქვა დღეს რამდენიმე სიტყვა და რაც მეინსტრიმული იყო დღევანდელი დღისთვისაც, ესაა ისრაელი და იერუსალიმი და უკრაინა და სააკაშვილი:
ხელისუფალნი ანუ მთავრობა - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია. ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
საქართველოს ამოცანები - ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ამოცანა ისაა, რომ ჩვენი საზოგადოებები, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, შერიგდნენ და ერთმანეთი დაიბრუნონ.
მექრთამეობა და შავი ფული, აუდიტის საქმეები - სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი დააკავა. გენერალური აუდიტორის განცხადებით, პოლიტიკაში შავი ფულის შესაძლო მიმოქცევის საკითხის შესწავლაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. კრწანისის გამგებელი დაკავებულ თანამშრომელზე - ქრთამის სახით 1 000 ლარამდე თანხაზეა საუბარი, ეს პირი გამგეობაში 2013 წლიდან მუშაობს. გიორგი კირიკაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყოს ეფექტური. ირაკლი კობახიძე- აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ირაკლი მექვაბიშვილი - ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ 5 წლის განმავლობაში მივაღწევთ ყველა დასახულ მიზანს.
ენერგეტიკა და ვალუტის კურსი - ირინა მილორავა - დღეს მოქმედ ტარიფში ჩადებულია კურსი 2.50 ლარი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო, ჯერჯერობით არ იგეგმება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორი - თუ გაიზარდა გენერაციის ობიექტების ტარიფები, მაშინ დიდი ალბათობით, სამომხმარებლო ტარიფის ზრდა გარდაუვალია. 2019 წლის თებერვლიდან ივნისამდე "ენგურჰესის" გაჩერება იგეგმება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორი - ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება არ ნიშნავს, რომ დარგის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არ იარსებებს. ირინა მილორავა - ტარიფის დადგენისას სემეკი უყურებს წლის საშუალო კურსს.
თბილისის მერია - ირაკლი მექვაბიშვილი - თბილისის მერიის ფინანსური საქმიანობის შესახებ აუდიტის სამსახურის ორ დასკვნაზე მუშაობა დამამთავრებელ სტადიაშია. კახა კალაძე - მერიის სამსახურების ნაწილს აუდიტის სამსახური ამოწმებს, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ სხვა სამსახურებშიც მოხდეს შემოწმება. ირაკლი ხმალაძე - მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს. კახა კალაძე - თუ ვსაუბრობთ, რომ დასუფთავების მანქანებმა უნდა იმოძრაონ ღამის საათებში, მოსახლეობის მხრიდანაც ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში. კახა კალაძე - იქნება ატესტაციები, კონკურსები და ყველა ის ადამიანი, ვისაც კვალიფიკაცია აქვს, ჩვენთან ერთად იმუშავებს. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. მარიკა დათუკიშვილი- კახა კალაძემ ნოემბერში შრომითი ხელშეკრულებით კიდევ 25 ადამიანი დაასაქმა, მათი ანაზღაურების ჯამური რაოდენობა მილიონ ლარს შეადგენს.
ქუთაისის პრობლემებიც - „ნაცმოძრაობის“ წევრი - ქუთაისში მივიღეთ „სითი პარკის“ ანალოგიური მოდელი, პარკირების საფასური ძალიან მაღალია.
მეტი ქალი, ერო! - არჩილ თალაკვაძე - მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი საჭესთან, მეტი ქალი ბიზნესში.
მამულისა და სარწმუნოების შემდეგ, ბიუჯეტიდან ენასაც მიეხედება - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელსაც გიორგი ალიბეგაშვილი უხელმძღვანელებს, ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდება.
იავნანობამ რა ჰქმნა?! - მთავარი პროკურატურა - პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს, ეს ნებაყოფლობითი არ არის. სოსო ბარათაშვილი - პაატა ბურჭულაძე საქართველოში 8 იანვარს ჩამოვა და თუ მანამდე შესაბამისი პროცედურები მოგვარებული იქნება, სასამართლოში მისცემს ჩვენებას.
საზღვარგარეთულები:
უკაინული სააკაშვილი - სასამართლოს მიერ გათავისუფლებულმა მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მომავალ კვირას შეკრებისკენ მოუწოდა. ირაკლი გოგავა - პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის შედგა შეთანხმება, სააკაშვილს განესაზღვრა მისი ტექნიკური ოპოზიციის როლი ტიმოშენკოს დასასუსტებლად. უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილმა კითხვებს პასუხები უნდა გასცეს - რუსეთთან ომის ფონზე უპასუხოდ დატოვებულ კითხვებში საფრთხე იმალება. არჩილ თალაკვაძე სააკაშვილის შესახებ - ეს არის უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხი და შეფასებებიც უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თამარ ჩუგოშვილი - როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის შემთხვევაშიც. თინა ბოკუჩავა - ეს პროცესი არის პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად. გიორგი კვირიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოვისმინე ბევრი სპეკულაცია, კონსპირაციის თეორიები - დამერწმუნეთ, ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს.
ნაცრისფერი ამერიკა - ნიუ-იორკის ტერაქტში ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა. დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება და ტერორისტების სიკვდილით დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
იერუსალიმის საკითხები - პუტინი და ერდოღანი მიიჩნევენ, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ დესტაბილიზაციას იწვევს. ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარი საელჩოების იერუსალიმში გადატანას არ აპირებენ. ელჩი შაბთაი ცური - ებრაელი ხალხი არ დაივიწყებს პრეზიდენტ ტრამპის უდიდეს გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებ, სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ მომავალში ამერიკის მაგალითს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა.
ბრიტანეთი გასვლაშიც ფულს იხდის - ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლისთვის 35-39 მლრდ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის.
ფრანგული თანამედროვეობა - საფრანგეთის სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აეკრძალებათ.
ირანის პარლამენტი - ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ე.წ. მშვიდობიანი პროცესის კუბოში ბოლო ლურსმანი ჩააჭედა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 24, 2026.
საათი: 10:40am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია