უცნობის გაბაასება პრემიერთან, სასამართლო განხილვები, დამტკიცებული ბიუჯეტი, აქტიური კალაძე და მოუსვენარი სააკაშვილი

      როცა იცი ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი, რაღაც უფრო მშვიდად ეგებები ახალ წელსო, ანდაზად უთქვამთ. ამიტომ დღის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც საკმაოდ რეზონანსული გამოდგა პარლამენტში. ასევე, დღის თემაში იყო გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და პრემიერ-მინისტრი. ტრადიციულად აქტიურია კალაძე და მისი მერია, არ წყდება სასამართლოები და არ ისევენებს სააკაშვილი:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 დეკემბერი, 2017/

      უცნობი და პრემიერი - გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო, ამის მერე თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. კვირიკაშვილი - თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, თუ არადა გამობრძანდეს გაჩეჩილაძე და ბოდიში მოიხადოს. გიორგი კვირიკაშვილი - ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ, არ მჭირდება ასეთი ქება, გია გაჩეჩილაძემ თავისი სიტყვები წაიღოს უკან. გია გაჩეჩილაძე - თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებზე არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე. ნიკა მელია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილს აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი, კრიალოსანი და სადმე ქუჩის კუთხეში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან. გია ვოლსკი - საზოგადოება პრემიერ კვირიკაშვილს იცნობს, როგორც სიტყვის კაცს - მან პასუხი გასცა სახელმწიფო უწყებაზე უსაფუძვლოდ წამოწყებულ შეტევას. გია გაჩეჩილაძე - ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ვისაც არ უნდა ეწყინოს, სიმართლეს ბოლომდე გავიტან.

      სასამართლო განხილვები ერთ ბლოკში - სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება. საქალაქო სასამართლოს ეზოში, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართება. ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ. პროცესზე ბუტა რობაქიძის დედასა და ბრალდებულებს - ირაკლი ფირცხალავასა და გურამ დონაძეს შორის შეკამათება მოხდა. გურამ დონაძის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ ცრუ ჩვენება მისცა.

      კალაძის მერია - კახა კალაძე - ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ითვალისწინებს ყველა იმ პროექტსა და პროგრამას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს გავაჟღერეთ. კახა კალაძე - უფასო სასადილოების ბიუჯეტი არ შემცირებულა, ეს არის სპეკულაცია და მორიგი სიცრუე ოპოზიციის მხრიდან. კახა კალაძე - ყველა განათლებულ, პროფესიონალ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა ჩვენს გუნდთან ერთად იმუშაოს. თბილისის მერია გაგარინის N10-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟს ახორციელებს. მწვანე ნარგავების მოჭრის საკომპენსაციო საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს. კახა კალაძე - გვინდა სრულად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები, რისთვისაც დაგეგმილი გვაქვს ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა. მტკვარზე უკანონო მშენებლობები დაფიქსირდა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა, პირველ ეტაპზე, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოხდება. და ნარჩენების გატანა დაიწყება 21:00 საათიდან. ზაზა გაბუნია - კახა კალაძემ უმნიშვნელოვანესი განცხადება გააკეთა, რომელიც მწვანე საფარის, ნარგავების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საკვანძოა. ირაკლი ხმალაძე - დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული პროექტების და ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებაზე იქნება ორიენტირებული. მაია ბითაძე - ხეების მოჭრის საკომპენსაციო თანხების დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკას გამოვიყენებთ. გია გაჩეჩილაძე - თბილისში მწვანე ნარგავების ჭრის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივას მივესალმებით. კახა კალაძე - თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება. ილია წულაია - ერთი თვეა კალაძე თბილისის მერია და უკვე ისეთი მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია განახორციელა, როგორიც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაა. კახა კალაძე ბიზნესმენებს - თბილისის განვითარებაში თითოეული თქვენგანის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გიორგი ჭირაქაძე კახა კალაძეს - ვხედავთ თქვენს შემართებას, მიდგომას და ეს არის განსხვავებული, ვიდრე გვინახავს ქალაქის მერიაში მრავალი წლის განმავლობაში. კახა კალაძე - ბიუროკრატიის კუთხით მერიაში პრობლემები იყო - სამ თვეში მერიის სტრუქტურა განსხვავებული იქნება. გიორგი გაბაშვილი - საღამოს ნაგვის გატანით არც ერთ ქალაქში საცობების პრობლემა არ გვარდება, არამედ გვარდება ტრანსპორტის მოწესრიგებით.

      სტრუქტურული ცვლილებები და შემცირებები, ასევე ბიუჯეტი, მოკლედ, პარლამენტის საქმიანობა - პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა! ლევან დავითაშვილი სტრუქტურულ ცვლილებებზე - ფოკუსი იმაზე, რომ რაღაც თანხებს დავზოგავთ, მნიშვნელოვანი არ არის. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბიუჯეტის ალტერნატიული ვარიანტით, დანაზოგი, რაც ბიუროკრატიულ ხარჯს უნდა მოაკლდეს, მიიმართოს სოციალური კუთხით. გიორგი კაკაურიძე - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არის დოკუმენტი, რომელიც დღეს არსებულ გამოწვევებს პასუხობს. ირაკლი კოვზანაძე - ეს არის დაბალანსებული, მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონია. მამუკა ბახტაძე - 2018 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს ქვეყანაში დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი.

      გყავთ ავტომობილი? - გადაიხადეთ! - 2018 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი ამოქმედდება. გია გაჩეჩილაძე მინისტრს - ბიუჯეტის ვარიანტში გიწერიათ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, ასეთი სამინისტრო ბუნებაში არ არსებობს. მამუკა ბახტაძე - 2018 წელს დაიწყება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვა. ეკონომიკა - მამუკა ბახტაძე - თუ ვინმეს ინტერესები აქვს, შეიქმნება ისეთი ადგილები, სადაც მაღალი კვალიფიკაციის აიტი სპეციალისტები და ინჟინრები იმუშავებენ. ფინანსთა მინისტრი - ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა ჰიბრიდული მანქანების შემოყვანა. მამუკა ბახტაძე - 2017-2018 წლებში 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. მამუკა ბახტაძე - ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოსთვის გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. ირმა ნადირაშვილი მამუკა ბახტაძეს - მიკვირს, ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ პრემიერ-მინისტრად როგორ არ დაგნიშნათ. მამუკა ბახტაძე - საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში გამორიცხულია. ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მაკროეკონომიკურად გამართულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. თბილისის 2018 წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვის პროგრამას ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატა. მამუკა ბახტაძე - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის დაბალანსებული.

      რეგიონალური სიახლეები - ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის პრემიერი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი - მე მზად ვარ პრემიერ-მინისტრობისთვის, მაგრამ არასდროს ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე,რადგან უკრაინის პრეზიდენტი უკრაინელი უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, მოსამართლე შესაძლოა, დღეს განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს. ნადეჟდა სავჩენკო - საგარეო პოლიტიკის ჭრილში სააკაშვილის მოქმედებები უკრაინის დამცირებაა, მას სააშკარაოზე გამოაქვს ხელისუფლების უნიათობა. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა. მიხეილ სააკაშვილი - პროკურატურას რომც დავუჯეროთ, სად არის გავრცელებულ საუბრებში ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება? სად არის ფული? რომან გოცირიძე - დედამიწის ზურგზე, არსად არ მომხდარა, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინოთ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის. გიორგი ჩივიაშვილი - სააკაშვილის დაცვას ვაგრძელებ, მასთან კომუნიკაცია მექნება და გადავწყვეტთ, გავაგრძელებ თუ არა მისი ინტერესების დაცვას. პროკურორი - სააკაშვილის მიერ ადვოკატების აცილება, დაცვის მხარის ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რაც სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. კახა კალაძე ნაძვის ხის ირგვლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.

      კონგრესის საქმე - სარა სანდერსი - ტრამპის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოძიების ნაცვლად, კონგრესმა რეალური პრობლემები უნდა გადაწყვიტოს

      ირანის საკითხი - ფედერიკა მოგერინი - ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, მაგრამ ეს შეთანხმების გასაუქმებლად საკმარისი საბაბი არ არის

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 250

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

vako: დეკემბერი 15, 2017||3:19am

რა ვერ გაიყეს ნეტა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters